საშინაო დავალება, 11-12 ნოემბერი

7 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Nov 14, 2008, 1:14:08 PM11/14/08
to Java in TSU - 2008
დავალება ყველა ჯგუფისათვის

წინა დავალების ( http://groups.google.com/group/tsu-java-2008-1/browse_thread/thread/53444ba0f0704744
) გაგრძელება:

კლასებს ”წერილი” (Letter) და ”ამანათი” (Parcel) გაუკეთეთ საერთო
წინაპარი, ”საფოსტო გზავნილი” (Mail), რომელსაც უნდა ჰქონდეს:
1. 2-პარამეტრიანი protected კონსტრუქტორი. პარამეტრებად გადაეცემა name
(გზავნილის აღწერა) და mailType (გზავნილის ტიპი)
2. გადაფარული აქვს მეთოდი toString(). მეთოდმა უნდა დააბრუნოს სტრიქონი
რომელიც შეიცავს გზავნილის ტიპსა და აღწერას, განცალკევებულს
”ჰარით” (ე.წ. ”პრობელი”)

გზავნილის ტიპი და აღწერა დგინდება შთამომავალი კლასების მიერ:
1. გზავნილის ტიპი წერილისა და ამანათისათვის არის შესაბამისად Letter და
Parcel
2. მოთხოვნები Letter და Parcel კლასების კონსტრუქტორებზე რჩება იგივე:
ორი კონსტრუქტორი. პირველი უპარამეტროა და მისი გამოყენებისას აღწერა
იყოს ”უცნობი” (Unknown) ხოლო მეორეს პარამეტრად გადაეცემა String
ობიექტი, რომელიც წარმოადგენს წერილის/ამანათის აღწერას.

კლასი ”საფოსტო განყოფილება” შეცვალეთ იმგვარად რომ ის თავსებადი იყოს
ნებისმიერ საფოსტო გზავნილთან. ანუ თუ სამომავლოდ დაემატება კიდევ ერთი
კლასი რომელიც არის Mail-ის შთამომავალი, ”საფოსტო განყოფილების” კლასის
შეცვლა საჭირო არ უნდა იყოს. გაგზავნის მეთოდი უნდა ბეჭდავდეს გასაგზავნ
საფოსტო გზავნილს და მისამართს, რომელზეც ხდება გაგზავნა. ფორმატით:
წერილი
(ან ამანათი) ესა და ეს [აქ ეწერება აღწერა] გაიგზავნა ამა და ამ [აქ
ეწერება მისამართი] მისამართზე

”საფოსტო განყოფილება” კვლავინდებურად უნდა იყენებდეს Singleton Pattern-
ს.

თქვენი მიზანია:
1. ააგოთ ზემოთ მოყვანილი კლასები
2. დაწეროთ პროგრამა, რომელიც შექმნის წერილებს და ამანათებს და
გაგზავნის მათ გარკვეულ მისამართებზე.

იმის გამო რომ პირობა გვიან გამოვგზავნე, დავალების ჩაბარების ვადაა
ორშაბათი, 17 ნოემბერი, 21:00

შეკითხვებისათვის დამიკავშირდით ელ. ფოსტით.
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages