Mikheil Kapanadze
unread,Oct 29, 2008, 5:22:24 PM10/29/08Sign in to reply to author
Sign in to forward
You do not have permission to delete messages in this group
Either email addresses are anonymous for this group or you need the view member email addresses permission to view the original message
to Java in TSU - 2008
დავალება ყველა ჯგუფისათვის
მოცემული გაქვთ 2 კლასი, ”წერილი” და ”ამანათი”. თითოეულ მათგანს აქვს:
1. ერთი ველი String ტიპისა რომელშიც იწერება წერილის/ამანათის აღწერა.
2. ორი კონსტრუქტორი. პირველი უპარამეტროა და მისი გამოყენებისას აღწერის
ველში იწერება ”უცნობი” ხოლო მეორეს პარამეტრად გადაეცემა String
ობიექტი, რომელიც წარმოადგენს ამანათის აღწერას
გვაქვს კლასი ”საფოსტო განყოფილება”, რომელსაც შეუძლია წერილებისა და
ამანათების გაგზავნა. გაგზავნის მეთოდს გადაეცემა მისამართი (String) და
გასაგზავნი წერილი ან ამანათი. გაგზავნა ნიშნავს ეკრანზე შესაბამისი
შეტყობინების გამოტანას. შეტყობინება უნდა იყოს შემდეგი ფორმის: წერილი
(ან ამანათი) ესა და ეს [აქ ეწერება აღწერა] გაიგზავნა ამა და ამ [აქ
ეწერება მისამართი] მისამართზე
კლასი ”საფოსტო განყოფილება” იყენებს Singleton Pattern-ს იმის
უზრუნველსაყოფად რომ სისტემაში მხოლოდ ერთი ობიექტი არსებობდეს საფოსტო
განყოფილების აღსაწერად
თქვენი მიზანია:
1. ააგოთ ზემოთ მოყვანილი კლასები
2. დაწეროთ პროგრამა, რომელიც შექმნის წერილებს და ამანათებს და
გაგზავნის მათ გარკვეულ მისამართებზე.
დავალების ჩაბარების ვადა პირველი და მეორე ჯგუფებისათვის შაბათის (1
ნოემბერი) ღამის 12:00, მესამე ჯგუფისათვის - კვირის (2 ნოემბერი) ღამის
12:00
შეკითხვებისათვის დამიკავშირდით ელ. ფოსტით.