BPG-InfoTech სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“

9 views
Skip to first unread message

BPG

unread,
Mar 13, 2008, 11:31:52 PM3/13/08
to "Universal Typographic Georgian Font" Project
სახელოსნო BPG-InfoTech-მა დაასრულა და გასავრცელებლად დაუშვა უსასყიდლო-
უფასო სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“-ს ვერსია 2.1 (2008) –
რომელიც ქართული უნივერსალური, საბაზო ტიპოგრაფიული ფონტის (შრიფტის)
პროექტის ნაწილია.

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ არსებითად პირველი ქართული
კომპიუტერული შერიფტების ანუ ფონტების ნაკრებია, რომელიც გარნიტურის
მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი „სანშერი“ ტიპის (მაგ.:„ვენური“,
„პარიზული“, „კოლხეთი“, „ჩვეულებრივი“) შრიფტების დასტაა და შეიცავს:
• სიგანის თვალსაზრისით: ნორმალურ, ვიწრო და განიერ ვარიანტებს
• სიმუქის თვალსაზრისით: ნორმალურ, ნათელ და მუქ ვარიანტებს

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ ამჟამად შეიცავს მხედრულსა და
მთავრულ ასოებს.

ფონტები ისეა განხორციელებული, რომ არ მოითხოვს კერნინგს და საშუალებას
იძლევა მიღებული იქნას მაღალხარისხოვანი დახრილი – „იტალიკ“.

ფონტების ვერტიკალური განზომილებები ზუსტად შეესაბამება მსოფლიო
სტანდარტებს (პუქტების, პიკების, კვადრატის თვალსაზრისით).

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“-ს გადატვირთვა შესაძლებელია
მისამართიდან:
http://groups.google.com/group/universal-georgian-font/files

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ ნინო“ მუდმივი დახვეწა-გაუმჯობესების
მდგომარეობაშია და BPG-InfoTech მოხარული იქნება მიიღოს და
გაითვალისწინოს გამომცემლობებისა და სტამბების წინადადებები და
შენიშვნები – მოგვწერეთ მისამართზე: universal-georgian-
fo...@googlegroups.com ან, ამ სადისკუსიო ფორუმზე

სახელოსნო BPG-InfoTech
14-მარ-08
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages