BPG-InfoTech სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა“

32 views
Skip to first unread message

BPG

unread,
Mar 23, 2008, 12:04:34 AM3/23/08
to "Universal Typographic Georgian Font" Project
სახელოსნო BPG-InfoTech-მა დაასრულა და გასავრცელებლად დაუშვა უსასყიდლო-
უფასო სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა “-ს ვერსია 2.1 (2008) –
რომელიც ქართული უნივერსალური, საბაზო ტიპოგრაფიული ფონტის (შრიფტის)
პროექტის ნაწილია.

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა“ არსებითად პირველი ქართული
კომპიუტერული შერიფტების ანუ ფონტების ნაკრებია, რომელიც გარნიტურის
მოთხოვნებს აკმაყოფილებს. იგი „შერი“ ტიპის (მაგ.:„ლიტერატურული “,
„აკადემიური “, „დუმბაძე “, „ლიტერატურული “) შრიფტების დასტაა და
შეიცავს: ნორმალურ, ვიწრო და განიერ ვარიანტებს.

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა“ შეიცავს მხედრულს, მთავრულს,
ასომთავრულსა და ნუსხა-ხუცურ ასოებს (აგრეთვე რუსულს).

ფონტები ისეა განხორციელებული, რომ არ მოითხოვს კერნინგს და საშუალებას
იძლევა მიღებული იქნას მაღალხარისხოვანი დახრილი – „იტალიკ“.

ფონტების ვერტიკალური განზომილებები ზუსტად შეესაბამება მსოფლიო
სტანდარტებს (პუქტების, პიკების, კვადრატის თვალსაზრისით).

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა“-ს გადატვირთვა შესაძლებელია
მისამართიდან:
http://groups.google.com/group/universal-georgian-font/files

სასტამბო შრიფტის გარნიტურა „ბპგ პაატა“ მუდმივი დახვეწა-გაუმჯობესების
მდგომარეობაშია და BPG-InfoTech მოხარული იქნება მიიღოს და
გაითვალისწინოს გამომცემლობებისა და სტამბების წინადადებები და
შენიშვნები – მოგვწერეთ მისამართზე:
universal-g...@googlegroups.com

ან, ამ სადისკუსიო ფორუმზე...

სახელოსნო BPG-InfoTech
25-მარ-08
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages