საშინაო დავალება 4 ივნისისათვის

11 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
May 22, 2010, 2:54:49 PM5/22/10
to OOP3 In TSU - 2010
მოგესალმებით,

დავალება შემდეგია: დაწერეთ ვებ–პროგრამა რომელიც გააკეთებს შემდეგს:
1. მთავარ გვერდზე იქნება შემდეგი ბმულები: "რეგისტრაცია", "შესვლა
სისტემაში", "გამოსვლა", "პროფილი"

2. "რეგისტრაციის" ბმულზე დაჭერისას მომხმარებელი გადავა რეგისტრაციის
გვერდზე, შეიტანს სახელს, გვარს, ელ–ფოსტას და პაროლს (2–ჯერ) და დააჭერს
ღილაკს "რეგისტრაცია". მისი სარეგისტრაციო მონაცემები შეინახება
მონაცემთა ბაზაში და მომხმარებელი გადამისამართდება სისტემაში შესვლის
გვერდზე

3. სისტემაში შესასვლელი გვერდი (რომელიც ასევე წვდომადია მთავარი
გვერდიდან) მომხმარებელს მოსთხოვს ელ–ფოსტას და პაროლს. ღილაკზე "შესვლა"
დაჭერისას მოხდება ამ ინფორმაციის მიხედვით ინფორმაციის ძებნა მონაცემთა
ბაზაში და თუკი ელ–ფოსტა/პაროლის წყვილი სწორია, მოხდება გადამისამართება
მთავარ გვერდზე. ამავდროულად სერვერზე სესიაში ჩაიწერება Person კლასის
ობიექტი რომელიც შეესაბამება იდენტიფიცირებულ მომხმარებელს (კლასი
შეიმუშავეთ თვითონ)

4. მთავარ გვერდზე "გამოსვლის" დაჭერისას უნდა მოხდეს სესიისთვის
invalidate() მეთოდის გამოძახება და ისევ მთავარ გვერდზე გადამისამართება

5. ბმული "პროფილი" სისტემაში შესულ მომხმარებელს სთავაზობს სახელის და
გვარის ცვლილებას

6. "პროფილი" უნდა იყოს დაცული გვერდი, მასზე წვდომა უნდა შეეძლოთ მხოლოდ
სისტემაში შესულ მომხმარებელს. ამის კონტროლს უნდა აკეთებდეს სპეციალური
ფილტრი

7. თუკი სისტემაში შესულ მომხმარებელს ქვია Mikheil Kapanadze, მთავარ
გვერდზე უნდა ჩანდეს წარწერა Hello Mikheil ხოლო თუკი სისტემაში
მომხმარებელი შესული არ არის, იქ უნდა ეწეროს Hello Guest

პროგრამაზე მუშაობის და ნამუშევრის გამოგზავნის წესი იგივეა, რაც წინა
შემთხვევებში (და არ გავიმეორებ). გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 ივნისი,
18:00 თბილისის დროით.

მითითებები:
1. რეალიზაციისთვის სასურველია გამოიყენოთ JPA თუმცა ეს აუცილებელი არ
არის. მონაცემთა ბაზა უნდა იყოს Derby

2. რეალიზაციის პროცესში გამოგადგებათ განვლილი პრეზენტაციები და
სადემონსტრაციო პროგრამები. ამჟამად საიტი გამართულად მუშაობს და
გადმოწერის პრობლემა არ უნდა შეგექმნათ. თუკი მაინც შეგექმნებათ, ელ–
ფოსტით დამიკავშირდით

3. აუცილებელია რომ ყველანაირი პროგრამული ლოგიკა რეალიზებული იყოს
სერვლეტებით, ხოლო ყოველგვარი ვიზუალური დამუშავება – JSP–ს საშუალებით.
სკრიპტლეტების გამოყენება JSP–ში ჩაითვლება მინუსად. ისევე როგორც HTML–
ის გენერაცია სერვლეტებში

4. სასურველია რომ მონაცემთა ბაზასთან კავშირის მახასიათებლები
(კონკრეტულად ბაზის URL) გატანილი იყოს web.xml –ში, სერვლეტების
კონტექსტის პარამეტრად.

ველოდები თქვენს ნამუშევრებს

მ. კაპანაძე

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages