საშინაო დავალება 16 აპრილისათვის

13 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Apr 5, 2010, 6:50:58 AM4/5/10
to OOP3 In TSU - 2010
მოგესალმებით,

საშინაო დავალება შემდეგია:

ააგეთ კლასი Student, რომელსაც აქვს 3 ველი String ტიპისა: firstName,
lastName, email, სამივე მათგანი ანოტირებული უნდა იყოს FieldConfig
ანოტაციით
public class Student {
@FieldConfig("saxeli")
private String firstName;

@FieldConfig("gvari")
private String lastName;

@FieldConfig("elfosta")
private String email;
// set და get მეთოდები
}

ამ კლასს უნდა ჰქონდეს გადაფარული მეთოდი toString(). ის უნდა მუშაობდეს
შემდეგნაირად: თუკი ველების მნიშვნელობებია firstName: Mikheil,
lastName: Kapanadze, email: mik...@gmail.com, მაშინ toString()–მა
უნდა დააბრუნოს Student[name=Mikheil Kapanadze,
email=mik...@mikheil.com]

ასევე მოცემულია კონფიგურაციის ფაილი, რომელშიც წერია შემდეგი
ინფორმაცია:
student.1.saxeli=Mikheil
student.1.gvari=Kapanadze
student.1.elfosta=mik...@mikheil.com

student.2.saxeli=Testi
student.2.gvari=Testiashvili
student.2.elfosta=te...@testiashvili.net

და ა.შ.
ფაილს ჰქვია students.properties და დევს დირექტორიაში c:\tsu
\homework01

დაწერეთ პროგრამა, რომელიც
1. წაიკითხავს students.properties ფაილიდან ინფორმაციას (წასაკითხად
გამოიყენეთ კლასი
java.util.Properties, კლასის დოკუმენტაცია იხილეთ ინტერნეტში) და ააგებს
Student ობიექტებს.

2. მიღებულ ობიექტებს ჩაალაგებს ობიექტში ArrayList<Student>

3. დაალაგებს ობიექტებს სახელის და გვარის ანბანის მიხედვით და დაბეჭდავს
მათ. ასევე დაბეჭდავს სტუდენტების რაოდენობას

გაითვალისწინეთ, რომ
1. ზემოთ მოცემულ სამაგალითო students.properties ფაილში განსაზღვრულია 2
სტუდენტი

2. გადაბმა კონფიგურაციის ფაილის ჩანაწერსა და Student კლასის ველებს
შორის ხდება ანოტაციით FieldConfig

3. თუკი Student კლასის რომელიმე ველს ანოტაცია არ ეწერება, ეს შემთხვევა
ეკვივალენტური უნდა იყოს ველზე ანოტაციის არსებობისა, რომელსაც
პარამეტრად ამ ველის სახელი გადაეცემა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანოტაციის გარეშე ველი String firstName;
ეკვივალენტური იქნება აღწერისა
@FieldConfig("firstName")
String firstName;

დავალების გამოგზავნის ბოლო ვადაა 15 აპრილი, 18:00

დავალების გამოგზავნის წესი:
1. იგზავნება Eclipse–ს პროექტის დირექტორია მთლიანად.
2. დავალებაზე შეიძლება იმუშაოს არაუმეტეს 3–მა კაცმა
3. პროექტს (და დირექტორიას) უნდა ერქვას ერთ–ერთი ავტორის სახელი ასეთი
ფორმით: MikheilKapanadze
4. პროექტის დირექტორიაში უნდა არსებობდეს ფაილი authors.txt რომელშიც
ეწერება პროექტზე მომუშავე ყველა სტუდენტის სახელი და გვარი
5. გამოგზავნის წინ პროექტის დირექტორია უნდა დაარქივდეს rar ან zip
ფორმატით
6. ფაილი უნდა გამოიგზავნოს მისამართზე mik...@mikheil.com. წერილის
სათაურში დაწერეთ "საშინაო დავალება – 16 აპრილი".

გაითვალისწინეთ რომ ისეთი პროექტის გამოგზავნა, რომელშიც კომპილაციის
შეცდომებია, არ ითვლება დავალების შესრულებად.

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages