საშინაო დავალება 23 აპრილისათვის

8 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Apr 18, 2010, 5:33:11 PM4/18/10
to OOP3 In TSU - 2010
მოგესალმებით,

დავალება შემდეგია:

1. ინსტალაცია
გადაწერეთ ფაილი DerbyDemo.zip პრეზენტაციების გვერდიდან და ეცადეთ,
აამუშავოთ იგი.

თუკი თქვენ სარგებლობთ ჩემს მიერ მოწოდებული Eclipse–ს დისტრიბუტივით,
მაში უბრალოდ ამოაგდეთ პროექტის ბიბლიოთეკებიდან derby.jar და მის
ნაცვლად ჩაატარეთ შემდეგი მოქმედება
1. პროექტის სათაურზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს
2. აირჩიეთ Apache Derby
3. აირჩიეთ Add Apache Derby nature

ამის შემდეგ პროექტმა უნდა იმუშაოს უპრობლემოდ. პრობლემების შემთხვევაში
მომწერეთ ელ–ფოსტით.

2. პროექტის გაფართოება

პროექტს დაამატეთ შემდეგი კლასი
კლასი Book შემდეგი ველებით:
public class Book {
private int id;
private String title; // სათაური
private String author; // ავტორის სახელი
// set და get მეთოდები
}

და, შესაბამისად, მონაცემთა ბაზაშიც დაამატეთ ცხრილი BOOKS.

2.1 ინტერაქტული ბრძანება create, რომელიც არსებულ რეალიზაციაში
გვეკითხება სტუდენტის სახელს, გვარს და ელ-ფოსტას, ასევე უნდა
გვეკითხებოდეს სტუდენტის წიგნების რაოდენობას (მთელ რიცხვს). თუ შეტანილი
იქნება ნულზე მეტი რიცხვი, მაგალითად 5, მან უნდა შეგვატანინოს 5 ცალი
წიგნის title და author (id უნდა გენერირდებოდეს ავტომატურად, როგორც
სტუდენტის შემთხვევაში) და შეინახოს ხუთივე წიგნი მონაცემთა ბაზაში

2.2. ინტერაქტიული list ბრძანება სტუდენტებთან ერთად უნდა აჩვენებდეს მათ
წიგნებს

2.3. ასევე დაამატეთ ინტერაქტიული ბრძანება findbook რომელიც
გამოიძახება შემდეგნაირად
findbook Java
findbook Thinking_in_Java

მუშაობის წესი შემდეგია: პარამეტრად მიღებულ სათაურში იცვლება "_"
სიმბოლოები "ჰარებით" (ე.წ. "პრობელებით"), რისთვისაც გამოიყენება String–
ის მეთოდი replace(). შემდეგ კი ხდება წიგნების ცხრილში ზუსტად ამ
სახელის მქონე წიგნის ძებნა.

ძებნის შედეგად ეკრანზე უნდა დაიბეჭდოს ყველა ნაპოვნი წიგნის სახელი,
ავტორი და თითოეულ მათგანს უნდა მიეწეროს მფლობელი სტუდენტი.
ბოლოში უნდა დაიწეროს რაოდენობა.

გაითვალისწინეთ, რომ 2.3 ბრძანების რეალიზაციისათვის დაუშვებელია BOOKS
ცხრილის შიგთავსის მთლიანად წაკითხვა და მერე Java–ს საშუალებებით
გაფილტვრა.

დავალების გამოგზავნის ბოლო ვადაა ხუთშაბათი, 22 აპრილი, 18:00

დავალების გამოგზავნის წესი იგივეა, რაც წინა დავალებისათვის.

შეკითხვებისათვის/დაზუსტებისათვის მომმართეთ ელექტრონული ფოსტით, ვეცდები
რაც შეიძლება სწრაფად გიპასუხოთ.

მ. კაპანაძე

--
Subscription settings: http://groups.google.com/group/tsu-oop3-2010-1/subscribe?hl=ka

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages