დავალება შემდეგია: დაწერეთ ვებ–პროგრამა, რომლის ინფორმაციის საცავი
იქნება Derby–ს მონაცემთა ბაზა, მოთავსებული c:\tsu\yourname
დირექტორიაში (yourname –ს მაგივრად იყოს თქვენი სახელი და გვარი ერთად,
პრობელების გარეშე. მაგალითად mikheilkapanadze).
მონაცემთა ბაზაში შექმანით ცხრილი Books, რომელშიც შეიცავს შემდეგ
ინფორმაციას: იდენტიფიკატორი, დასახელება, ავტორის სახელი და ISBN
ნომერი. ასევე მეორე ცხრილი Comments, რომელიც წარმოადგენს კომენტარებს
თითოეულ წიგნზე და შეიცავს კომენტარის ავტორის სახელს, ელ–ფოსტას და
საკუთრივ კომენტარს.
ვებ–პროგრამას უნდა შეეძლოს
1. ახალი წიგნების დამატება
2. არსებული წიგნის მოდიფიკაცია (ყველაფრის შეცვლა, გარდა
იდენტიფიკატორისა)
3. არსებული წიგნის წაშლა
4. არსებულ წიგნზე კომენტარის დამატება
5. წიგნების და მათი კომენტარების ექსპორტი XML ფორმატში (შეიმუშავეთ
თქვენ თვითონ)
გაითვალისწინეთ, რომ წიგნის წაშლა კომენტარების წაშლასაც გულისხმობს.
პროექტს დაარქვით სახელად თქვენი სახელი და გვარი (თუ რამდენიმე დაწერთ,
ერთ–ერთის სახელი და გვარი). მაგალითად MikheilKapanadze და
გამომიგზავნეთ ელ–ფოსტით. არ დაგავიწყდეთ პროგრამასთან ერთად მონაცემთა
ბაზის დირექტორიის გამოგზავნა.
ამოცანის გამოგზავნის ბოლო ვადაა 22 ივნისი, ორშაბათი, 10:00 ერთი
ამოცანა შეიძლება ჩაეთვალოს მაქსიმუმ 3 კაცს.
დავალების დაწერისას შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ პრეზენტაციებზე
დართული სადემონსტრაციო პროგრამები.
ეს დავალება ყველამ უნდა დაწეროს, თუმცა ვისაც წინა დავალებები დაწერილი
და გამოგზავნილი აქვს, მათ შეფასებაში ისინიც გათვალისწინებული იქნება.