დავალება შემდეგია:
გადაწერეთ ფაილი JPADemo.zip (Eclipse-ს პროექტი) კურსის პრეზენტაციების
გვერდიდან და აამუშავეთ თქვენთან. ამისათვის დაგჭირდებათ Hibernate Core
და Hibernate EntityManager (შეგიძლიათ გადაწეროთ ამ მისამართიდან:
http://education.mikheil.com/resources-and-links ) და ასევე Java DB
(ინსტრუქცია აქ: http://education.mikheil.com/literature/derby-ecliplse
)
პროექტს დაამატეთ შემდეგი ინტერაქტიული ბრძანებები:
1. truncate - ასუფთავებს სტუდენტების სიას. ამ ბრძანების შემდეგ list-მა
ვერავინ უნდა იპოვოს
2. find <სახელი> - თუკი მივცემთ ბრძანებას find Mikheil მაშინ მან უნდა
იპოვოს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც name-ში უწერია ზუსტად Mikheil (ანუ
ვერ უნდა იპოვოს mikheil ან Mikheil Kapanadze)
3. search <სახელი> - თუკი მივცემთ ბრძანებას search mikheil მაშინ მან
უნდა იპოვოს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც name-ში შედის "mikheil"
ნებისმიერ რეგისტრში. ანუ მან უნდა იპოვოს სტუდენტები რომლებსაც name-ში
უწერია Mikheil Kapanadze, Mikheil Saakashvili, anzor mikheilis dze
tsutskiridze და ა.შ.
მეორე და მესამე პუნქტების შესასრულებლად გამოიყენეთ მხოლოდ EJB QL-ის
შესაძლებლობები. არ გაფილტროთ სტუდენტების სია Java კოდში. ეცადეთ რომ
Query-მ თავად დააბრუნოს სასურველი მონაცემები.
არ დაგავიწყდეთ help ბრძანების მოდიფიკაციაც რომ ეს 3 დირექტივაც
დაამატოს.
ალბათ მიხვდით რომ 25 აპრილს მეცადინეობა ჩვეულებრივად ჩატარდება (თუ
რაიმე მაინც შეიცვალა, აქვე დავწერ). დავალების ჩაბარების ბოლო ვადაა
პარასკევი, 24 აპრილი, 18:00 იმედი მაქვს, მოასწრებთ.
მ. კაპანაძე