Group 2 Homework / Apr 12

3 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Apr 13, 2008, 5:00:14 AM4/13/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

12 აპრილის საშინაო დავალება მეორე ჯგუფისათვის შემდეგია:

გადაწერეთ ფაილი JPADemo.zip (Eclipse-ს პროექტი) სექციიდან ”ფაილები”.
აამუშავეთ თქვენთან (ამისათვის დაგჭირდებათ Hibernate Core, Hibernate
EntityManager, Java DB)

1. პროგრამაში დაამატეთ Persistent კლასი Book შემდეგი ველებით:
public class Book {
private int id;
private String title;
private String author;
// set და get მეთოდები
}
და, შესაბამისად, მონაცემთა ბაზაშიც დაამატეთ ცხრილი BOOKS.

2. ააწყეთ ერთი-მრავალთან ტიპის ორმხრივი მიმართება სტუდენტსა (კლასი
Student) და წიგნს (კლასი Book შორის). ანყ ერთ სტუდენტს შეიძლება
ჰქონდეს ნებისმიერი რაოდენობის წიგნი. წიგნი შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ
ერთ სტუდენტს

3. გადააკეთეთ პროგრამა JPADemo იმგვარად რომ:

3.1 ინტერაქტიული create ბრძანება, რომელიც არსებულ რეალიზაციაში
გვეკითხება სტუდენტის სახელს, გვარს და ელ-ფოსტას, ასევე უნდა
გვეკითხებოდეს სტუდენტის წიგნების რაოდენობას (მთელ რიცხვს). თუ შეტანილი
იქნება ნულზე მეტი რიცხვი, მაგალითად 5, მან უნდა შეგვატანინოს 5 ცალი
წიგნის title და author (id უნდა გენერირდებოდეს ავტომატურად, როგორც
სტუდენტის შემთხვევაში) და შეინახოს ხუთივე წიგნი მონაცემთა ბაზაში

3.2. ინტერაქტიული list ბრძანება სტუდენტებთან ერთად უნდა აჩვენებდეს მათ
წიგნებს

3.3. დაუმატეთ ინტერაქტიული ბრძანება findbook რომელიც მოძებნის წიგნს
შემდეგნაირად: თუკი, მაგალითად, არის წიგნი Thinking in Java, რომელიც
ეკუთვნის სტუდენტს Mikheil Kapanadze, მაშინ ბრძანებამ:

shell> findbook think
უნდა იპოვოს ეს წიგნი და ეკრანზე უნდა გამოიტანოს მისი მფლობელი სტუდენტი
(მთლიანად ობიექტი)

შეგახსენებთ, რომ ეს ნაშრომი შეფასდება 5-ქულიანი სისტემით.

Mikheil Kapanadze

unread,
Jul 15, 2008, 12:08:21 AM7/15/08
to tsu-jav...@googlegroups.com
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

მოგესალმებით ყველას,
ამ საშინაო დავალების მიმოხილვა და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g5IqQFxxUA4Rw&output=html
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages