Written Test#1

11 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
May 13, 2008, 11:39:39 AM5/13/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
//Kuradgeba! vinc ver caikitxavs am cerils, vtxov naxos saitze
shesabamisi saxelis mkone gancxadeba
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

მოგესალმებით ყველას,

გაცნობებთ, რომ კოლოკვიუმი საგანში ”ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება
3” ჩატარდება ა/წ 15 მაისს, ხუთშაბათს. 12:30-ზე, 916 აუდიტორიაში

გამოცდის სახე: ტესტური
მაქსიმალური ქულა: 15

თემატიკა:
1. Runtime Type Information
2. ანოტაციები და მეტა-ინფორმაცია
3. Java DB - შესავალი
4. Java Persistence API - შესავალი
5. Java Persistence API - მიმართებები

როგორც ხედავთ, კოლოკვიუმზე არ იქნება სერვლეტები და JSP. იმედია, ეს
ცნობა გაგახარებთ რადგან სასწავლო მასალა მნიშვნელოვნად შემცირდება.
ვეცდები, ხვალ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ თავად ტესტების
სტრუქტურის შესახებ.

JPA-მიმართებებზე დასამუშავებელი მასალა დაზუსტდება საღამოს იმ
თვალსაზრისით რომ წიგნები იგივე იქნება, უბრალოდ ზუსტად მოვნიშნავ,
კონკრეტულად რომელი თავები უნდა წაიკითხოთ. პრინციპში იგივეს გაკეთება
თქვენ შეგიძლიათ შესაბამისი პრეზენტაციის და წიგნის ურთიერთშესაბამებით.


ყველას გისურვებთ წარმატებებს,
მ. კაპანაძე

Mikheil Kapanadze

unread,
May 13, 2008, 4:13:33 PM5/13/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
//Kuradgeba! vinc ver caikitxavs am cerils, vtxov naxos saitze
// shesabamisi saxelis mkone gancxadeba
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics
ორი ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება:

1. როგორც დეკანატში მითხრეს, განმეორებითი კოლოკვიუმები გაუქმებულია
ოფიციალურად. აქედან გამომდინარე, ვინც ხუთშაბათს არ დაწერს, ის
სამწუხაროდ ამ კომპონენტში ქულას უნდა გამოემშვიდობოს. შესაბამისად,
ყველას დაბეჯითებით ვურჩევ, არ გააცდინოს. არის შანსი (თუ რაღაც ”ქვის
გამხეთქავ” ცნობას მიიტანთ დეკანატში) რომ ნება დაგრთონ მაგრამ როგორც
დამარწმუნეს, ეს შანსი საკმაოდ მცირეა.

2. დღეს ასევე აღმოჩნდა რომ სიაში ისევ 35 კაცი წერია და დანარჩენებს არ
აქვთ უფლება რომ საგანში კრედიტი მიიღონ. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება
სიტყვიერ შეთანხმებას ჩემსა და ბატონ ზ. მაჩაიძეს შორის რომელიც ყველამ
იცით. აქედან გამომდინარე, მაქვს ასეთი წინადადება: სიას ამოვიტან
ხუთშაბათს. სიაში არმყოფთაგან ვისაც სურვილი ექნება, დაწეროს მაინც
კოლოკვიუმი. მერე კი ერთად წავიდეთ დეკანატში საქმეების გასარკვევად.
ვეჭვობ, დიდი ჩხუბი მოგვიწევს. ჩვენებთან არა, მაგრამ მეორე კორპუსში -
ალბათ კი. აქ საუბარი ეხება მათ, ვინც sms.tsu.ge-ზე არ
დარეგისტრირებულან. დარეგისტრირებულებს პრობლემა არ შეექმნებათ.

მიშა
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages