Group 1 Homework / May 10

0 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
May 19, 2008, 3:17:04 PM5/19/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

10 მაისის საშინაო დავალება პირველი ჯგუფისათვის შემდეგია:

დაწერეთ პროგრამა, რომელსაც გააჩნია 1 მთავარი სამუშაო გვერდი index.jsp
რომელზეც გამოდის რაღაც ინფორმაცია (ნებისმიერი). ასევე პროგრამას
გააჩნია ე.წ. log in გვერდი სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელის და
პაროლის აკრეფა.

როდესაც მომხმარებელი შედის მთავარ გვერდზე, სისტემის სპეციალური ფილტრი
ამოწმებს, შეტანილი აქვს თუ არა მომხმარებელს სახელი და პაროლი. თუ არ
აქვს - ამისამართებს log in გვერდზე. იქ მომხმარებელი აკრეფს სახელს და
პაროლს და ამის შემდეგ მას უკვე შეუძლია, ნახს მთავარი გვერდი.

ფაქტი იმის შესახებ, რომ მომხმარებელმა სახელი/პაროლი შეიტანა, უნდა
იმახსოვრებოდეს სესიაში.

მთავარ გვერდზე ასევე უნდა იყოს log out ბმული, ოღონდ ამ ბმულს უნდა
ამუშავებდეს არა სერვლეტი ან jsp, არამედ ფილტრი (იგივე, ფილტრი, რომელიც
ზემოთაა ნახსენები). ის უნდა ასუფთავებდეს სესიაში ინფორმაციას იმის
შესახებ რომ მომხმარებელმა სახელი/პაროლი შეიტანა და ამისამართებდეს
მთავარ გვერდზე (ეს, ცხადია, გამოიწვევს ისევ log in გვერდის ჩვენებას)

დავალების ჩაბარების ბოლო ვადაა 23 მაისის დილის 10 საათი (ანუ ვადამ 1
დღით გადაიწია)
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages