// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
//
http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics
მოგესალმებით ყველას,
გაცნობებთ რომ დამატებითი გამოცდა საგანში ”ობიექტზე ორიენტირებული
დაპროგრამება 3” ჩატარდება 25 სექტემბერს, 10:00-ზე 916-ე აუდიტორიაში.
გამოცდაზე დაშვებულები არიან:
1) ყველა, ვინც საპატიო მიზეზით ვერ დაესწრო გამოცდას
2) ძირითად გამოცდაში ვერ დააგროვა 51 ქულა მაგრამ მიღებული ქულების
საფუძველზე (იხ. შეფასების უწყისი) ეკუთვნის დამატებითზე გამოსვლა.
ამავდროულად გაცნობებთ რომ ყველას, ვისაც არ უწერია მეორე კოლოკვიუმი
იმის გამო რომ იმყოფებოდა რეზერვში, წერილობით (იცით ყველამ ჩემი
მისამართი) მაცნობოს - აპირებს თუ არა გამოსვლას დამატებითზე. დამატებითი
გამოცდა ჩატარდება 1 დღით ადრე იმავე აუდიტორიაში. თუმცა თუ მხოლოდ ერთი
კაცი იქნება, სამსახურში დავიბარებ. ვიმეორებ, ეს გამონაკლისი ეხება
მხოლოდ რეზერვისტებს და არავის სხვას. ვიცი რომ გოგიტა მეზურნიშვილი იყო
რეზერვში მაგ დროს, მაგრამ აპირებს თუ არა გამოსვლას - ჩემთვის უცნობია.
შეიძლება სხვაც იყოს ვინმე.
გისურვებთ წარმატებებს, მომავალ შეხვედრამდე.
მ. კაპანაძე