Homework for everyone

5 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Jun 23, 2008, 6:52:18 AM6/23/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

მოგესალმებით ყველას. იმედია, სხვა გამოცდები წარმატებით მიახრჩეთ და
Java-სთვის ემზადებით უკვე.
როგორც შეგპირდით, გიგზავნით საერთო დავალებას, რომელიც შეფასდება 10
(ათი) ქულით


მოცემული გაქვთ XML ფაილი, ასეთი სტრუქტურით
<?xml version="1.0" encoding="utf-8" ?>
<teachers xmlns="http://www.tsu.ge/oop3/homework">
<teacher id="1">
<name>Mikheil Kapanadze</name>
<email>mik...@mikheil.com</email>
<subject>oop</subject>
</teachert>
<teacher id="2">
<name>George Kapanadze</name>
<subject>history</subject>
</teachert>
<teacher id="3">
<name>Tamar Kapanadze</name>
<subject>biology</subject>
</teacher>
</teachers>
ეს ფაილი ინახება c:\database დირექტორიაში და ჰქვია teachers.xml

დაწერეთ ვებ-პროგრამა რომელიც:
1. კითხულობს ამ ფაილს თუ ფაილი არსებობდა, ამოწმებს მის სტრუქტურას და
გრამატიკას. თუ ფაილი არასწორია, ან საერთოდ არ არსებობს, მაშინ ითვლება
რომ ფაილი არსებობს მაგრამ ცარიელია (ანუ შიგ არაფერი წერია)

2. XML ფაილის დამუშავებისთანავე ეკრანზე გამოდის ცხრილი, სადაც ჩანს
მასწავლებლის რიგობრივი ნომერი, სახელი, ელ-ფოსტა (თუ მითითებულია) და
საგანი, რომელსაც ის ასწავლის

3. ცხრილში თითოეული ველის გასწვრივ არის ”წაშლის” და ”რედაქტირების”
ღილაკები, ცხრილის ქვემოთ (ან ზემოთ) კი ”დამატების” ღილაკი. მათი
საშუალებით ხდება ინფორმაციის წაშლა, რედაქტირება და ჩამატება.
გაითვალისწინეთ რომ მასწავლებლის იდენტიფიკატორის (id) რედაქტირება არ
შეიძლება და ახალი ჩანაწერის დამატებისას იდენტიფიკატორი უნდა გახდეს
არსებულ იდენტიფიკატორთა შორის მაქსიმუმს + 1

4. ეკრანზე ასევე არის ”ჩაწერის” ღილაკი. მასზე დაჭერისას (და მხოლოდ ამ
დროს!) ეკრანზე არსებული ინფორმაცია იწერება XML ფაილში. თუ
მომხმარებელმა ბროუზერი ისე დახურა რომ ღილაკზე არ დაუჭერია, დისკზე მყოფ
ფაილში არაფერი იცვლება

მითითება: ”ჩონჩხისათვის” შეგიძლიათ გამოიყენოთ პროგრამა ServletsDemo.
მეხსიერებაში ინფორმაციის შესანახად კი სესიები

დავალება უნდა გამომიგზავნოთ 29 ივნისის 18:00-მდე. თან მეცადინეობაც
გამოგივათ.

გისურვებთ წარმატებებს დავალებაშიც და გამოცდაზეც,
მ. კაპანაძე

Mikheil Kapanadze

unread,
Jun 23, 2008, 9:40:18 PM6/23/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
პატარა შენიშვნა:

XML რომელიც აქ დავპოსტე, შეცდომითაა (</teachert> წერია დამხურავ
ტეგად). ეს უბრალოდ სიჩქარეში შემეშალა. ამიტომ ხელით გაასწორეთ
თქვენთან.

ბოდიში უყურადღებობისათვის

On Jun 23, 2:52 pm, Mikheil Kapanadze <mikh...@gmail.com> wrote:
> // Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
> //http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics
>
> მოგესალმებით ყველას. იმედია, სხვა გამოცდები წარმატებით მიახრჩეთ და
> Java-სთვის ემზადებით უკვე.
> როგორც შეგპირდით, გიგზავნით საერთო დავალებას, რომელიც შეფასდება 10
> (ათი) ქულით
>
> მოცემული გაქვთ XML ფაილი, ასეთი სტრუქტურით
> <?xml version="1.0" encoding="utf-8" ?>
> <teachers xmlns="http://www.tsu.ge/oop3/homework">
> <teacher id="1">
> <name>Mikheil Kapanadze</name>
> <email>mikh...@mikheil.com</email>
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages