June 30 - Exam

6 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Jun 29, 2008, 8:25:51 PM6/29/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
// http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

მოგესალმებით ყველას,

იმის გამო რომ როგორც წესი ყველას ყოველთვის აინტერესებს რა იქნება ბოლო
საკითხი, დავაკმაყოფილებ თქვენს ცნობისმოყვარეობას და გეტყვით - ბოლო
საკითხი არ იქნება ისეთი, როგორსაც შეჩვეული ხართ. ამ სემესტრში თქვენ
უკვე გქონდათ კოლოკვიუმებზე რომ 1 და 5 ქულიან საკითხებთან ერთად 2-
ქულიანები. გამოცდაზე ეს პრაქტიკა უფრო გაფართოვდება. თქვენ გელით 1-,
2-, 3-, 4- ქულიანი საკითხები

ქულა ძირითადად სირთულის მიხედვითაა შერჩეული. 3- და 4-ქულიანი საკითხები
დასაწერია. ანუ დასმულია კითხვა რომელსაც ლაკონურად მაგრამ ამომწურავად
უნდა უპასუხოთ. აქვე გეტყვით რომ პრაქტიკული საკითხები (”რას დაბეჭდავს
შემდეგი კოდი”, ”იპოვეთ შეცდომა” და ა.შ.) ამ გამოცდაზე უმცირესობაშია და
გამოცდა მეტწილად თეორიულია. ამის მიზეზი ორია - ჯერ ერთი, თემატიკა
მეტის საშუალებას არ იძლევა (როგორ დაგაწერინოთ პროგრამა JAXB-ზე
ფურცელზე?) და, მეორეც, თქვენი პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმების
საშუალება ბევრჯერ მქონდა სემესტრის განმავლობაში.

არ ვიცი, რამდენად გაგიხარდებათ ეს მაგრამ რაც არის, ეს არის. ყველას
გისურვებთ წარმატებებს გამოცდაში და გელოდებით 15:00-ზე ბიოლოგების
კორპუსში, მე-4 აუდიტორიაში.

მ. კაპანაძე

Mikheil Kapanadze

unread,
Jul 14, 2008, 3:56:44 PM7/14/08
to Java in TSU - 2008 (OOP 3 Course)
// Tu kartulad ver kitxulobt, naxet es davaleba misamartze:
//http://groups.google.com/group/tsu-java-2008-2/topics

მოგესალმებით ყველას და ბოდიშს გიხდით შედეგების დაგვიანებისათვის.
მთავარი დაყოვნება გამოიწვია იმან რომ ვერაფრით გადავწყვიტე სკალირების
ქულის საკითხი.

მოკლედ, აი გამოცდის შედეგები:
http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g5P6O3zFRSmZQ&output=html&gid=2&single=true
თავისი სკალირებითურთ.

სკალირების ქულა შეირჩა იმგვარად რომ მაქსიმალური შედეგი (ელენე
ლაცოშვილის) გამხდარიყო 40. შემდეგ ყველა ქულა ზემოთ დამრგვალდა. ამის
შედეგად ლაცოშვილს გამოუვიდა 41 ქულა. გამოცდაში დაეწერება 40 ქულა, ხოლო
1 ”ზედმეტი” ქულა რომელიმე სხვა მაჩვენებელს დაემატება. მინდა აღვნიშნო,
რომ რამდენიმე სტუდენტის შედეგით ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ,
აშკარად მეტს ველოდი მათგან. თუმცა ეს არის რაც არის.

ასევე გაცნობებთ რომ ამ სიაში არმყოფთაგან დამატებით გამოცდაზე
დაიშვებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომლებიც დეკანატში დაამტკიცებენ
გამოცდაზე საპატიო მიზეზით დაუსწრებლობას. ერთი მათგანის, გიორგი
ლეკვეიშვილის ამბავი გასაგებია - დეკანს ვესაუბრე და ოლიმპიადაზე
დასწრება ბუნებრივია საპატიო მიზეზად ჩაეთვლება. სხვებზე არაფერი ვიცი.

ასევე ბუნებრივია, რომ არასაპატიო მიზეზად ჩაითვლება გამოცდიდან გარეთ
გასვლა საკუთარი ნაწერით (რაც ერთ-ერთმა სტუდენტმა გააკეთა) მიუხედავად
იმისა, რა ცნობა იქნება წარმოდგენილი დეკანატში - ეს უკვე პირადად ჩემი
გადაწყვეტილებით. სტუდენტი მიიღებს 0 ქულას გამოცდაში.

დამატებითი გამოცდის თაობაზე ხვალ დაველაპარაკები დეკანატში. დიდი
სურვილი მაქვს რომ გამოცდა სადღაც სექტემბერში მოეწყოს - ვიცი რომ
ზაფხულში მეცადინეობის ხალისი არავის აქვს და არ მინდა, ტყუილად დაიწეროს
დაბალი ნიშნები.

ცოტა ხანში იქნება ლაბორატორიულის და დასწრების ქულებიც. აქაც სიახლეა -
გადავწყვიტე რომ იმ 20 ქულიდან, რომელიც სულ საშინაო დავალებებით უნდა
დაწერილიყო, მცირე ნაწილი დაიწერება უბრალოდ ლექტორის შეხედულებისამებრ
(ალბათ 5 ქულას გამოვყოფ ამისათვის) - თუკი ადამიანი ცდილობდა სწავლას
მაგრამ მაღალი შეფასებები ვერ მიიღო, ამ მეთოდით წახალისდება. ქულების
დიდი ნაწილი ბუნებრივია ისევ საშინაო დავალებებით შედგება.

სულ ესაა ამ დროისთვის. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ,
მ. კაპანაძე
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages