გეგმა 10 ოქტომბრისათვის

6 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Oct 9, 2008, 6:51:06 AM10/9/08
to Java in TSU - 2008
მოგესალმებით ყველას,

დღეს ერთ-ერთმა სტუდენტმა უკვე მკითხა იმის თაობაზე, იქნება თუ არა ხვალ
ლექცია. მინდა გაცნობოთ რომ ხვალინდელი, ანუ 10 ოქტომბრის სასწავლო
პროცესი წარიმართება ჩვეულებრივი (ცხრილით განსაზღვრული გრაფიკით).
დავიწყებთ დილით 8:30-ზე და ჩავატარებ ექვსივე საათს. ლექციასაც,
სემინარებსაც და ლაბორატორიულებსაც.

მათ, ვინც მიიღებს ამ წერილს, ვთხოვ რომ გადასცენ ინფორმაცია თავიანთ
ჯგუფელებს. ეს საერთოდ ზოგადი თხოვნა იქნება, ამ მეილინგ ლისტზე
გამოგზავნილი ნებისმიერი წერილის შემთხვევაში - ყველა შეიძლება არ
ამოწმებდეს ელ-ფოსტას ან ამოწმებდეს იშვიათად.

ამასთანავე გაცნობებთ რომ ჩემი მოლაპარაკება დეკანატთან წარმატებით
დასრულდა. მხოლოდ ბოლო დეტალებია მოსალაპარაკებელი და სავარაუდოდ ცხრილი
შეიცვლება ხვალვე. მეცადინეობები გადავა სამშაბათსა და ოთხშაბათს და
საათების რაოდენობა თანაბრად გადანაწილდება ამ ორ დღეზე.

მოკლედ, გელოდებით ყველას ხვალ. დანარჩენ საკითხებს ხვალვე გავარკვევთ.

მ. კაპანაძე

Mikheil Kapanadze

unread,
Oct 10, 2008, 11:29:03 AM10/10/08
to Java in TSU - 2008
ყურადღება!

გაცნობებთ, რომ ცხრილის საბოლოო ვარიანტი გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე
http://education.mikheil.com
მთავარი ცვლილება რაც განიცადა ამ ცხრილმა ისაა, რომ სამშაბათს, 14:30-ზე
ლაბორატორიული აქვს მეორე ჯგუფს (მთლიანად), ხოლო პირველი ჯფუფის
ლაბორატორიული გადადის იმავე დღის 16:30 -ზე

გთხოვთ, გაითვალისწინოთ.

სავარაუდო განაწილებას ჯგუფების მიხედვით ამ კვირის განმავლობაში
გავაკეთებ დასწრებისას ჩანიშნული ინფორმაციის საფუძველზე და
გამოვაქვეყნებ.
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages