ლაბორატორიული მუშაობის შეფასება

4 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Jan 14, 2009, 4:30:38 PM1/14/09
to Java in TSU - 2008
მოგესალმებით ყველას,

უბრალოდ შეგახსენებთ რომ შაბათს, 17 იანვარს 14:30-ზე თსუ მაღლივი
კორპუსის 916-ე აუდიტორიაში ჩატარდება საკონტროლო წერა.

ამ წერის მიზანია გამოავლინოს თქვენი პრაქტიკული უნარ-ჩვევები. წერა
იქნება 15-ქულიანი. თქვენ გექნებათ საათნახევარი იმისათვის რომ ამოხსნათ
რამდენიმე პრაქტიკული ამოცანა. ტრადიციულად, არანაირი რთული ალგორითმების
ცოდნა არ იქნება საჭირო.

დანარჩენ 5 ქულას, როგორც ასევე მოგეხსენებათ, საკუთარი შეხედულებებით
დავწერ. თუმცა ნებისმიერ სტუდენტს ექნება საშუალება, გააპროტესტოს
შეფასების ეს კომპონენტი. კორექტირება ზრდის ან კლების მიმართულებით
მოხდება გამოკითხვის საშუალებით. ეს შეფასება თქვენთვის ცნობილი გახდება
შაბათსვე. შეიძლება ცოტათი უფრო ადრეც.

მოკლედ, გელოდებით ყველას 17 იანვარს.

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages