გამოცდის ქულები

16 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Feb 10, 2009, 10:48:40 PM2/10/09
to Java in TSU - 2008
მოგესალმებით ყველას,

ბოდიშს გიხდით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დათქმულზე რამდენიმე
საათით გვიან გწერთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ გამოცდის წინასწარი შედეგები:

http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g5uLKKWai3BDA

წინასწარი იმიტომ, რომ ტესტის ფურცლის ზომიდან და ვადების სიმჭიდროვიდან
გამომდინარე მაინც ვაპირებ რომ შედეგებს კიდევ გადავხედო - რამე არ
მქონდეს გამორჩენილი. რამდენიმე შეცდომა აკრეფისას ვიპოვე და შევასწორე.

საგამოცდო ქულა მოცემულია გრაფაში 30-სკალირებული. როგორც მოგეხსენებათ,
ტექნიკურ მიზეზთა გამო ტესტი 27-ქულიანი გამოვიდა. ამიტომაც პირობისამებრ
პროპორციულად გავზარდე 30-მდე. დამრგვალება მოხდა ზემოთ.

ქულებში პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, მაინც მინდა
გადავათვალიერო ნაწერები კიდევ ერთხელ. არ მინდა რომ ვინმეს 1 ქულა იყოს
სადმე დაკლებული.

აქ არ არის ლევან ოდოშაშვილის ქულები - მან ითხოვა რომ მერე მოვიდოდა.
ლევან, თუ გნებავთ რომ შევიტანო (თავადაც გესმით რომ ქულები საკმაოდ
დაბალი გექნებათ), ელ. ფოსტით მაცნობეთ.

მთლიანობაში ნაწერით უკმაყოფილო არ ვარ. ცოტა მარტივი საკითხები კი
გამომივიდა, მაგრამ ეტყობა უმრავლესობამ იმეცადინა კიდეც. ზოგმა ალბათ
გადაწერაც მოახერხა. ზოგადად ნორმალური შედეგებია.

ჯამში რა იქნება, ეგ დეკანატში გამოჩნდება როცა ქულები დაჯამდება.
მანამდე თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ იმისათვის რომ იცოდეთ, ჩააბარეთ თუ
ჩაიჭერით და დაშვებული ხართ დამატებით გამოცდაზე თუ არა.

ვინც დამატებითზეა დაშვებული, ვუსურვებ წარმატებებს, შაბათს შევხვდებით.

მ. კაპანაძე

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages