დამატებითი გამოცდის ქულები

16 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Feb 19, 2009, 2:15:06 PM2/19/09
to Java in TSU - 2008
მოგესალმებით ყველას

გთხოვთ, იხილოთ დამატებითი გამოცდის ქულები:
http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g6KyTlRorRmAQ

განსხვავებით გამოცდისგან, დამატებით გამოცდაზე იყო სკალირება რადგანაც
ჩავთვალე რომ დამატებითის საკითხები სირთულით ძირითადისას აღემატებოდა,
რომ უფრო თანაბარი ყოფილიყო შედეგი.

სკალირების კოეფიციენტი იყო 1.16 - გამოვითვალე მაქსიმალური ქულის
მიხედვით და ზემოთ დავამრგვალე (1.153... გამოდიოდა). სკალირებული ქულაც
ზემოთ დამრგვალდა.

სამწუხაროდ, უმრავლესობისთვის ეს კოეფიციენტიც არ აღმოჩნდა საკმარისი.
თუმცა რამდენიმე კაცმა გადალახა 50 ქულიანი ბარიერი. ამ კოეფიციენტით
ნათია გადელიას გამოუვიდა 31 ქულა და იმედია არ მიწყენს თუ მხოლოდ 30-ს
დავუწერ.

დღეს რამდენიმე კითხვა შემოვიდა დამატებითის დამატებით გამოცდაზე.
რამდენადაც მე ვიცი, ასეთ გამოცდაზე გამოსვლა მხოლოდ იმ სტუდენტს
შეუძლია, რომელიც უკვე 2-ჯერ არ არის გასული გამოცდაზე. ანუ თუკი თქვენ
იყავით როგორც ძირითად, ისე დამატებით გამოცდაზე, მაშინ ეს გამოცდა
თქვენთვის არაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დეკანატში გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია. თუ ვინმე
დარჩა ისეთი, ვისაც ასეთი რამე ეკუთვნის, ელექტრონული ფოსტით
დამიკავშირდეს.

ვულოცავ ყველას, ვინც წარმატებით გადალახა ეს არცთუ სასიამოვნო ბარიერი.

მ. კაპანაძე

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages