საშინაო დავალება, 16-17 დეკემბერი

10 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Dec 18, 2008, 3:55:46 PM12/18/08
to Java in TSU - 2008
მოგესალმებით ყველას

საშინაო დავალება შემდეგია: დაწერეთ კლასი SimpleStack რომელიც
კონსტრუქტორში იღებს სტეკის მაქსიმალურ ზომას. თუ ზომა დადებითი არაა,
კონსტრუქტორი არტყამს SimpleStackConfigException გამონაკლის სიტუაციას.

სტეკში რეალიზებულია 2 მეთოდი, public void push(Object obj) და public
Object pop(). პირველი მეთოდი ინახავს ახალ ობიექტს შიდა მასივში. მეორე
კი - იღებს.

თუკი push() -ს გამოვიძახებთ გავსებულ სტეკზე, მაშინ ამ მეთოდმა უნდა
დაარტყას SimpleStackOverflowException ასევე თუკი გამოვიძახებთ pop()-ს
ცარიელ სტეკზე, უნდა მოხდეს SimpleStackIsEmptyException

ამის შემდეგ დაწერეთ პროგრამა, რომელიც სტანდარტული შეტანის ნაკადიდან
Scanner-ის მეშვეობით კითხულობს ბრძანებებს. ინფორმაცია Scanner-ზე
შეგიძლიათ ნახოთ 18 დეკემბრის პრეზენტაციაში, რომელიც ამავე საიტზეა
ატვირთული.

გაშვებისას პროგრამა გვეკითხება სტეკის მაქსიმალურ ზომას და ქმნის სტეკს
ჩვენს მიერ შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე
ამის შემდეგ პროცესი მუშაობს მანამდე, სანამ არ შემოვა ბრძანება exit
თუ შემოვიდა ბრძანება push Mikheil მაშინ სტრიქონი ”Mikheil" შეინახება
სტეკში
თუ შემოვიდა ბრძანება pop მაშინ სტეკიდან ამოვარდება ბოლოს დამატებული
ელემენტი და სტანდარტულ ნაკადში დაიბეჭდება

შეცდომების შემთხვევაში პროგრამამ უნდა დაბეჭდოს მომხმარებლისათვის
გასაგები ტექსტი

დავალების გამოგზავნის ბოლო ვადაა ორშაბათი, 22 დეკემბერი, 19:00

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages