// ENG latinuri versia ixilet AMAVE CERILSHI, qvemot
მოგესალმებით ყველას
გამოცდების შედეგების გასაგებად გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული:
http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g4qHScPPP5MfA
აქ მოყვანილია თქვენი ქულები და გამოთვლილია მათი ჯამი. როგორც ცხრილის ქვემოთ მოყვანილი რიცხვებით მიხვდებით, 102-მა კაცმა ვერ მიიღო 20 ქულაც კი.
აქედან გამომდინარე, მოხდა ქულების პროპორციული მომატება კოეფიციენტით 1.334 და ზემოთ დამრგვალებით. ამის შედეგად ყველას, ვინც მიიღო 15 ქულა, ავტომატურად გაუხდა 20. ბუნებრივია, ამ ოპერაციის შედეგად მაღალი ქულის პატრონების ნაწილს 40-ზე მეტი ქულა დაუგროვდა. ცხადია, ისინი გამოცდაში 40-ზე მეტს ვერ მიიღებენ. შესაბამისად, ზედმეტი ქულები დაემატება პირველი კოლოკვიუმის შედეგებს.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო სვეტები. ორივე მათგანში მუქად (ე.წ. ბოლდით) მოცემულია თქვენი საგამოცდო ქულები და ინფორმაცია იმის შესახებ, ჩაიჭერით თუ არა.
რექტორის ბრძანების თანახმად, ჩაჭრილია ყველა ვინც გამოცდისთვის საჭირო ქულების არანაკლებ 50% ვერ დააგროვა (ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, 20 ქულა). ბრძანება შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.tsu.ge/news/orders/440101.asp
ბრძანებიდან გამომდინარე, თუკი თქვენ ჩაიჭერით ამ გამოცდაში მაგრამ ჯამში დააგროვეთ 41 ქულა ან მეტი, ანდა თუკი არ ჩაჭრილხართ მაგრამ თქვენი ქულები 41-დან 50 ქულამდე დიაპაზონში მერყეობს, თქვენ შეგიძლიათ გამოხვიდეთ დამატებით გამოცდაზე, რომლის თარიღი სამწუხაროდ არ ვიცი. თუ თქვენ იცით უკვე ზუსტად, დიდად დამავალებთ თუკი მაცნობებთ.
ვინც ჯამში მიიღებს 40 ქულას ან ნაკლებს, სამწუხაროდ საგანში კრედიტის გარეშე დარჩება.
შეფასების ქულების დაჯამება მოხდება ამ დღეებში (უმრავლესობამ ისედაც იცით თქვენი ქულები მაგრამ მთლიანობაში ნახვა ჯობია). შესაძლოა დაჯამებისას წარმოიშვას გარკვეული შეცდომები, გამოწვეული სახელებისა და გვარების აკრეფის შეცდომებით. ეს გასწორებაზე არანაკლებ შრომატევადი პროცესია, მაგრამ ვეცდები ყველაფერი მოვასწრო ხვალ საღამომდე.
აქვე მინდა გითხრათ რომ ქულები საბოლოოა, მოსამატებელი ყველას მოემატა თან საკმაოდ გულუხვად (ზოგ შემთხვევაში დაუსაბუთებელი საკითხებიც კი ითვლებოდა), 15 ქულიანებს საერთოდ 5 ქულა მოემატათ იმისათვის რომ გამოცდა ჩაბარებულად ჩათვლოდათ. შესაბამისად, გთხოვთ ნუ მომმართავთ დამატებით რაიმეს მომატების თხოვნით.
გამოცდაზე ჩაჭრილთა რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 48.12% აქედან ნაწილს ბუნებრივია ექნება საკუთარი შედეგების გამოსწორების შანსი დამატებით გამოცდაზე.
განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველ ჯგუფს, რომელშიც ბევრი უმაღლესი (ან მასთან მიახლოებული) შეფასება დაიწერა.
მ. კაპანაძე
--------------------------------------- LAT ---------------------------------------
mogesalmebiT yvelas
gamocdebis Sedegebis gasagebad gTxovT ixiloT Semdegi bmuli:
http://spreadsheets.google.com/pub?key=pbaaNhwdR2g4qHScPPP5MfA
aq moyvanilia Tqveni qulebi da gamoTvlilia maTi jami. rogorc cxrilis qvemoT moyvanili ricxvebiT mixvdebiT, 102-ma kacma ver miiRo 20 qulac ki.
aqedan gamomdinare, moxda qulebis proporciuli momateba koeficientiT 1.334 da zemoT damrgvalebiT. amis Sedegad yvelas, vinc miiRo 15 qula, avtomaturad gauxda 20. bunebrivia, am operaciis Sedegad maRali qulis patronebis nawils 40-ze meti qula daugrovda. cxadia, isini gamocdaSi 40-ze mets ver miiReben. Sesabamisad, zedmeti qulebi daemateba pirveli kolokviumis Sedegebs.
zemoT Tqmulidan gamomdinare, TqvenTvis yvelaze mniSvnelovania bolo svetebi. orive maTganSi muqad (e.w. boldiT) mocemulia Tqveni sagamocdo qulebi da informacia imis Sesaxeb, CaiWeriT Tu ara.
reqtoris brZanebis Tanaxmad, CaWrilia yvela vinc gamocdisTvis saWiro qulebis aranakleb 50% ver daagrova (anu mokled rom vTqvaT, 20 qula). brZaneba SegiZliaT ixiloT aq:
http://www.tsu.ge/news/orders/440101.asp
brZanebidan gamomdinare, Tuki Tqven CaiWeriT am gamocdaSi magram jamSi daagroveT 41 qula an meti, anda Tuki ar CaWrilxarT magram Tqveni qulebi 41-dan 50 qulamde diapazonSi meryeobs, Tqven SegiZliaT gamoxvideT damatebiT gamocdaze, romlis TariRi samwuxarod ar vici. Tu Tqven iciT ukve zustad, didad damavalebT Tuki macnobebT.
vinc jamSi miiRebs 40 qulas an naklebs, samwuxarod saganSi kreditis gareSe darCeba.
Sefasebis qulebis dajameba moxdeba am dReebSi (umravlesobam isedac iciT Tqveni qulebi magram mTlianobaSi naxva jobia). SesaZloa dajamebisas warmoiSvas garkveuli Secdomebi, gamowveuli saxelebisa da gvarebis akrefis SecdomebiT. es gasworebaze aranakleb Sromatevadi procesia, magram vecdebi yvelaferi movaswro xval saRamomde.
aqve minda giTxraT rom qulebi sabolooa, mosamatebeli yvelas moemata Tan sakmaod guluxvad (zog SemTxvevaSi dausabuTebeli sakiTxebic ki iTvleboda), 15 qulianebs saerTod 5 qula moemataT imisaTvis rom gamocda Cabarebulad CaTvlodaT. Sesabamisad, gTxovT nu mommarTavT damatebiT raimes momatebis TxovniT.
gamocdaze CaWrilTa raodenobam Seadgina daaxloebiT 48.12% aqedan nawils bunebrivia eqneba sakuTari Sedegebis gamosworebis Sansi damatebiT gamocdaze.
gansakuTrebiT minda mivuloco pirvel jgufs, romelSic bevri umaRlesi (an masTan miaxloebuli) Sefaseba daiwera.
m. kapanaZe