Online course materials. Prepare yourself for col#2

15 views
Skip to first unread message

Mikheil Kapanadze

unread,
Jan 8, 2008, 11:30:24 PM1/8/08
to tsu-jav...@googlegroups.com
//ENG - VINC VER KITXULOBS AM TEQSTS, ixilos tema "Online course materials. Prepare yourself for col#2" shemdeg bmulze: http://groups.google.com/group/tsu-java-2007-2/topics

მოგესალმებით ყველას,

როგორც მოგეხსენებათ, მეორე კოლოკვიუმის მასალაში შევა კოლექციები (მასივების გარდა), გამონაკლისი სიტუაციები და შეტანა-გამოტანა. მეორე და მესამე საკითხის შესაბამისი კონსპექტი შეგიძლიათ იხილოთ http://wiki.sapikhvno.org -ზე

რაც შეეხება კოლექციებს, მოსამზადებლად შეგიძლიათ იხილოთ მეთერთმეტე თავი, სახელწოდებით Collections of Objects წიგნიდან Bruce Eckel - Thinking in Java, 3rd ed. Revision 4.0 შემდეგ მისამართზე: http://www.faqs.org/docs/think_java/TIJ313.htm
იგივე თავი რუსულად (ოღონდ მეორე გამოცემის) შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.mediasense.ru/library/java/thinking_in_java/Chapter09.html

ასევე შეგახსენებთ, რომ ამ წიგნების ელექტრონული ვერსია ბევრ თქვენგანს აქვს და თუ ვინმეს არ აქვს, შეგიძლიათ ერთმანეთს გამოართვათ.

კოლოკვიუმისათვის მოსამზადებლად აუცილებლად უნდა გაეცნოთ შემდეგ პარაგრაფებს აღნიშნულ თავში:

Introduction to containers
Iterators
Iterators revisited
Container taxonomy
Collection functionality
List functionality
Set functionality
Map functionality (LinkedHashMap პარაგრაფი შეგიძლიათ გამოტოვოთ)
Sorting and searching Lists

ასევე გირჩევთ, გადახედოთ დავალებებს (Exercises)

გირჩევთ, დროს ნუ დაკარგავთ პარაგრაფზე Holding references რომელიც ამ პარაგრაფების შუაშია - მანდ მოყვანილი მასალა სულ ტყუილად დაგაბნევთ. რაც მაგ პარაგრაფში წერია, შესავალი კურსის თემატიკას საკმაოდ სცილდება. გადაათვალიერეთ Choosing an implementation - ეს დაგეხმარებათ იმის გააზრებაში, როდის რომელი კლასის გამოყენება სჯობს.

ვისაც არ ახსოვს Comparator და Comparable ინტერფეისი, იგივე თავში შეუძლია ნახოს Arrays და მისი 2 პარაგრაფი: Array element comparisons და Sorting an array

გისურვებთ წარმატებებს

P.S. გთხოვთ ნუ დაიზარებთ და ჰკითხეთ თქვენს ჯგუფელებს, მიიღეს თუ არა ეს წერილი. თუ არ მიუღიათ, წერილის დასაწყისში მოყვანილი ბმული მიეცით, რათა აუცილებლად ნახონ.
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages