ეჭვგარეშეა რომ ამერიკაში მართვის მოწმობა ძალიან საჭირო საბუთია. ნიუ იორკში აღებული მართვის მოწმობა (NY Drivers License) თანაბრად მოქმედებს ამერიკის ნებისმიერ შტატში.იმის გარდა,რომ ის იძლევა შტატებში ავტომობილის მართვის უფლებას,მას ნებისმიერ დროს გამოიყენებთ როგორც ქალაქ ნიუ იორკის პირადობის დამადასტურებელ საბუთს (New York State ID).NYDL-ით შეგიძლიათ უპრობლემოდ შეიძინოთ ავიაბილეთი,გახსნათ ანგარიში ბანკში,იქირაოთ ბინა ან მანქანა.
აშშ-ს მოქალაქისთვის და მწვანე ბარათის მფლობელისთვის ნიუ იორკში მართვის მოწმობის აღება საკმაოდ მარტივია.პირველ რიგში საჭიროა საბუთების შეგროვება და ადგილობრივ (Department of Motor Vehicles)DMV-ში მიტანა.ქალაქ ნიუ იორკში მოქმედებს 6 ქულიანი (პოინტი) სისტემა.ანუ მართვის მოწმობის ასაღებად საჭიროა თქვენს მიერ დაგროვილმა საბუთებმა ჯამში შეადგინონ 6 პოინტი,თითოელული საბუთი გარკვეულ რაოდენობის პოინტს უდრის,არც მოქალაქეს და არც გრინ კარტის მფლობელს ეს არ გაუჭირდება,მაგალითად: SSN (Social Security Number )-2 პოინტი,ამერიკული პასპორტი-6,საქართველოს პასპორტი მოქმედი თეთრი ქაღალდით-3 ქულა,ერთ ერთი აქედან: გაზის,შუქის,ინტერნეტის,ტელეფონის ბილი -1, US Bank Statement -1,სამუშაო უბლების ბარათი "EMPLOYMENT AUTORIZATION CARD" -3, პოინტი,ანუ მხოლოდ SSN,სამუშაო უფლების ბარათი-"EMPLOYMENT AUTORIZATION CARD" და რომელიმე ბილით უკვე აგროვებთ 6 პოინტს.
საბუთების მიტანის დღესვე ხდება თეორიული გამოცდის ჩაბარება.ასევე გაითვალისწინეთ,რომ რიგი თითქმის ყოველთვის საკმაოდ დიდია.თითო ბილეთში 20 კითხვაა საიდანაც 14 კითხვაზე მაინც უნდა გასცეთ პასუხი სწორად.დამეთანხმეთ აქ რთული არაფერია. 90% ამას პირველ გასვლაზე გადის.ხოლო დარჩენილ 10%-ს შეუძლია ბედი მეორედ,მესამედ ან მეათედ სცადოს.აქ დამატებით გადასახდელი არაფერია.თეორიული გამოცდისთვის კითხვა-პასუხის და წესების წიგნის შეძენა შეგიძლიათ ბრუკლინში წიგნების თითქმის ყველა მაღაზიაში,ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ონლაინ მაღაზიებიდან მაგალითად amazon.com. გაითვალისწინედ,რომ ბილეთში კითხვა შეიძლება სხვანაირად იყოს დასმული,ვიდრე ეს წიგნშია,ამიტომ გამოცდაზე რომ არ დაიბნეთ სწავლის დროს არ დაიზეპიროთ კითხვებზე პასუხები შეეცადეთ კითხვის არსის გაგება. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ ხდება თვალის ფერის,სიმაღლის ასევე მხედველობის შემოწმება,იხდით $65 → $90(ფასი დამოკიდებულია თქვენ ასაკზე და იმაზე თუ მარტვის მოწმობის რომელ კატეგორიის აღება გსურთ),ამის შემდეგ ფოსტით გეგზავნებათ ასე ვთქვათ დროებით "მართვის მოწმობა" LEARNER PERMIT.რომელიც დაახლოებით 10 დღეში მოგივათ.პერმიტი იძლევა მანქნის მართვის საშუალებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მანქანაში გვერდით გიზით გამოცდილი მძღოლი.ეს საშუალებას მოგცემთ მანქნას უკეთ დაეუფლოთ ქალაქის პირობებში.ის გაიცემა 5 წლიანი ვადით
გისურვებთ წარმატებებს !!!
♥♥♥
მოგესალმებით
მოგესალმებით
heloo
helloo