2009 წლის 21 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც ეგვიპტურმა კომპანიამ ,,Fresh Electric
Company'' საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხნისათვის ახალი დანადგარები
ჩაიტანა. როგორც ქუთაისში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: "ქუთაისი,
საქართველოს მეორე დედაქალაქად ჩამოყალიბდა. აქ იქნება როგორც
პოლიტიკური, ასევე სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი. სადაც უამრავი
ადამიანი დასაქმდება.''
პირველი პროდუქციის გამოშვებას კომპანია აგვისტოში გეგმავს. ,,Fresh
Electric Company'' ქუთაისის ავტო ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონა
უნდა მოაწყოს, ამისათვის საწყისს ეტაპზე მილიარდი ამერიკული დოლარის
ინვესტიციას განახორციელებს.