საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის შეხვედრა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის წარმომადგენლებთან

1 view
Skip to first unread message

mev...@gmail.com

unread,
Jul 29, 2009, 3:31:19 PM7/29/09
to muslimgeorgia
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის
შეხვედრა ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის
წარმომადგენლებთან

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების სფეროში დღეს არსებულ ვითარებაზე და
მომავალ სამოქმედო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის შეხვედრაზე ადრეული ასაკის
ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, თბილისის მერიის, სხვადასხვა
სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლები, აგრეთვე, გაეროს ბავშვთა
ფონდის – იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ჯოვანა ბარბერისი.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმო ადრეული ასაკის ბავშვთა
განვითარების პროგრამას და და მისი განხორციელების გზებს. აღმოჩნდა, რომ
რამდენიმე სერიოზული პრობლემა არსებობს. ესაა როგორც სტატისტიკის, ასევე
ექიმთა უწყვეტი პროფესიული განათლების და რაც მთავარია, უკვე
შემუშავებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების პრაქტიკაში დანერგვის
საკითხები. როგორც აღინიშნა, გაიდლაინები, ანუ იგივე სახელმძღვანელოები
პრაქტიკოს ექიმებს სჭირდებათ, რათა თანამედროვე მეთოდებით იმუშაონ,
ნაკლები შეცდომები დაუშვან და პაციენტების მკურნალობაში მტკიცებულებებზე
დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღონ. დღეისათვის ეს გაიდლაინები და
პროტოკოლები მართალია შემუშავებულია, მაგრამ ჯერ ერთი რომ მათ მხოლოდ
სარეკომენდაციო ხასიათი აქვთ, მეორეც – ფართოდ არაა გავრცელებული.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პრაქტიკაში მათი
იმპლემენტაციისთვის ყველაფერს აკეთებს და როგორც მინისტრის მოადგილემ,
ნიკოლოზ ფრუიძემ განაცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტულ წინადადებებს
სექტემბერში წარმოადგენენ.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე
სტანდარტების დანერგვა დაიწყო საგანმანათლებლო კომპონენტში. რამდენიმე
დაწესებულებაში უკვე მიმდინარეობს ექსპერიმენტი და ახალი მეთოდოლოგიის და
აღზრდის სტანდარტები სკოლამდელ დაწესებულებებში, სავარაუდოდ, უკვე
მომავალ წელს დაინერგება.

შეხვედრაზე ისაუბრეს, აგრეთვე, მშობელთა განათლების გაძლიერებაზე და
ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უნდა დაჩქარდეს მშობლებისათვის სპეციალური
მასალებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება. ამ კუთხით, იუნისეფის მიერ
გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია
– პედიატრთა გაერთიანება უკვე მუშაობას.

ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების ეროვნული ალიანსის მუშაობას
კოორდინაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი უწევს
და როგორც მან განაცხადა, თუკი აღმოჩნდება ისეთი საკითხები, რომელთა
გადაწყვეტას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება და აღმასრულებელი
ხელისუფლება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დასაბუთებულ წინადადებებს
წარუდგენს, პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებს.

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages