2009 წლის 13 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ვიზიტით
თურქმენეთში იმყოფებოდა, სადაც ქ. აშხაბადში საქართველო-თურქმენეთის
ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის
სხდომა გაიმართა.
საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი
სამთავრობათაშორისი კომისიის მთავარი თემა იყო ნაბუკოს პროექტი, რომელსაც
თურქმენეთიც უერთდება.
ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდი
მუჰამედოვს შეხვდა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა,
განხილული იყო სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები. „თურქმენეთის მხარე
მზად არის, რომ დივერსიფიკაცია გააკეთოს თავისი ბუნებრივი აირის
ბაზრების. ერთ-ერთ პროექტად სწორედ ნაბუკო განიხილება, რაც
მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე მთელი რეგიონისთვის," - აღნიშნა
ნიკა გილაურმა.