საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომ

1 view
Skip to first unread message

mev...@gmail.com

unread,
Jul 29, 2009, 3:33:11 PM7/29/09
to muslimgeorgia
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს დღევანდელ სხდომაზე საგარეო
საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ მოლდოვაში საქართველოს 10
მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.

"მოლდოვას ოფიციალური განმარტების თანახმად, დაკავებულებს, საარჩევნო
კომისიაში რეგისტრაცია არ გაუვლიათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ
აკრედიტაცია. მოლდოვას ლეგიტიმური უფლება ჰქონდა, მათ ტერიტორიაზე არ
შეეშვათ საქართველოს ეს მოქალქეები", – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

მისი განმარტებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი ნოტით არ
მიუმართავს, რათა ეს საფრთხე თავიდან აეცილებინათ. "საქართველოს სხვა
მოქალაქეების დაშვება სამონიტორინგო მისიის ფარგლებში ჩვეულებრივად
მოხერხდა, ამიტომ ჩვენ რაიმე მკვეთრი რეაგირების საფუძველი არ გვაქვს", –
განაცხადა ნინო კალანდაძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ სახალხო დამცველის თანამდებობაზე
წარდგენილ გიორგი ტუღუშს მოუსმინეს დღეს ამავე კომიტეტის სხდომაზე.
ერთადერთი კითხვა, რაც მას ნიკოლოზ ლალიაშვილმა დაუსვა, სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 21–ე მუხლის ე ქვეპუნქტს შეეხებოდა, რაზეც
ტუღუშმა უპასუხა, რომ ეს მუხლი არ არის შედეგზე ორიენტირებული, ამიტომ
უნდა მოხდეს მისი მოდიფიცირება.

კომიტეტის წევრებმა გიორგი ტუღუშის კანდიდატურის პლენარულ სხდომაზე
განხილვას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და
სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რევაზ ბეშიძის კანდიდატურას.
დღესვე, კომიტეტის წევრებმა "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და
დანიის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში
თანამშრომლობის შესახებ” ურთიერთგაგების მემორანდუმი და "საქართველოს
მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის "საქართველოს რესპუბლიკის
მთავრობასა და უკრაინის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ
1995 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში" ცვლილების შეტანის შესახებ ოქმი
განიხილეს.

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages