Georgian range for "DejaVuSans" by BPG-InfoTech

27 views
Skip to first unread message

BPG Kolumbus

unread,
Jun 18, 2007, 7:34:25 AM6/18/07
to geof...@googlegroups.com
150 years of waiting for BIG letters -- 150 years of fighting for standard of "Mkhedruli Capitals"...
 
First problem of COMMON usage and including into standards (among them into Soviet standards for scriptures) of Big, Capital, Titlecase letters and including them into common "garnituras" -- types, fonts was initiated 150 years ago... And from the beginnign the problem was about BIG letters of common types, fonts -- not about special fonts, types for BIG letters...
 
25 years ago problem of establishing standard and practical usage of Capital letters for "Mkhedruli" (among other sphears for COMPUTERS) was initiated by prominent Georgian academitian and writer Konstantine Gamsakhurdia and academitian, typographist and editor Paata Gugushvili (widely supported by mass of Georgian scientists, writers and publicists).
 
Here are some atricles of 25 years old... And problem is on the same place...
 
Lado, may be you can somehow make resume of this texts avaliable in English?
 
For educational goal...
 
BPG
 
****************************************************
 
პაატა გუგუშვილი
ქართული სტამბის წიგნი 1629-1979
საქართველოსა და ამიერკავკასიის
ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში.
მონოგრაფიები, ტომი მეშვიდე.
თბილისი, „მეცნიერება“, 1984
გვ 773-781

3. ქართული შრიფტის გაუმჯობესებისათვის [9]

გაზ. „კომუნისტის“ 1961 წ. 1 დეკემბრის ნომერში დაიბეჭდა გამოჩენილი საბჭოთა მწერლის აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სტატია -- „მარადიული საუნჯე“. კ.გამსახურდია აქ აყენებს თანამედროვე ქართული ეროვნული კულტურის უაღრესად აქტუალურ, ჩვენ ვიტყოდით, ერთ-ერთ დიდმნიშვნელოვან პრობლემას, სახელდობრ, ქართული შრიფტის შემდგომი აუცილებელი გაუმჯობესებისათვის ასომთავრულის შემოღების საკითხს.

აკადემიკოსი კ.გამსახურდია სავსებით სამართლიანად აცხადებს, რომ ეს ქართული შრიფტის კომიტეტის საქმეა, და თუ ამ კომიტეტს არ ძალუძს „დაკისრებული მოვალეობა შეასრულოს“, მაშინ „სხვა კომისია ამოირჩიონ“ [10].

ქართული სტამბის შრიფტი უდაოდ ძლიერ ჩამორჩება თანამედროვე განვითარებული, მაგალითად, რუსული ან ლათინური, შრიფტის მეურნეობის მიღწევებს და არა მხოლოდ მთავრულის ხმარების სისტემატური გატარების, არამედ საერთოდ სხვადასხვა დანიშნულებისა და სიდიდის შრიფტთა გარნიტურების სიმრავლისა და სისრულის მხრივაც.

თუ რამდენად განიცდიან ამას თვით პოლიგრაფიის მუშაკები, ჟურნალისტები, ჩანს გაზ. „კომუნისტის“ იმავე, 272 ნომერში მოთავსებული წერილიდან: ატომური ენერგიისა და რაკეტების ეპოქაში ჩვენი „სტამბები იძულებული არიან იმოქმედონ პრიმიტიულადო“.

თანამედროვე პოლიგრაფიულ მრეწველობაში გამოიყენება ფრიად დიფერენციული შრიფტი სხვადასხვა დანიშნულების ტექსტისათვის: საგაზეთო, საჟურნალო, საბავშვო, საშუალო სკოლების სახელმძღვანელოების, მხატვრული და მეცნიერული (თავის შიგნით კიდევ გრადაციებიანი - პოლიტიკური, ტექნიკური, მასობრივი, სპეციალური) ლიტერატურისათვის, რეკლამა-აფიშებისა და ა. შ.

თითოეულ მათგანში კიდევ იხმარება სხვადასხვა ზომის (კეგლის) შრიფტი, როგორც ტექსტისა და კურსივის ასაწყობად, ასევე მთავრული ანბანების გარნიტურთა სახით, რომ არა ვთქვათ რა აქციდენციური შრიფტისა და სხვა სასტამბო მასალის შესახებ. პოლიგრაფია თანამედროვე მრეწველობის ისეთი დარგია, სადაც, ცნობილი მიზეზების გამო, მალე ინერგება მეცნიერებისა და ტექნიკის შესაბამისი მიღწევები. წარმოების ავტომატიზაცია, მექანიზაცია (ლინოტიპი, მონოტიპი, ფოტოამწყობი) გავლენას ახდენენ უწინარეს ანბანის (შრიფტის) გრაფემაზე (მოხაზულობაზე, ჩონჩხზე), მეტ-ნაკლები ზომით თვით წერისა და ლიტერატურული ენის, სტილის, ფრაზეოლოგიის, საერთოდ მეტყველების ეკონომიურობისა და მობილურობის განვითარებაზე.

პოლიგრაფიაში, საერთოდ ლიტერატურულ და მეცნიერულ მუშაობაში ელექტრონის "გონიერი" მანქანების შეჭრა, კერძოდ, მთარგმნელობის ლექსიკური მასალის გამოვლენის, აღრიცხვისა და კონტროლის ინტერესები მოითხოვენ, რათა ყოველი სიტყვა (ტერმინი) ფუძის ანბანით იწყებოდეს, რასაც შეუძლია მეტ-ნაკლები ზომით თავსართების "გაქრობა" და შესაბამისად, იქნებ, ბოლოსართთა განვითარება გამოიწვიოს.

მაგრამ ბეჭდვით სიტყვაში ეკონომიურობას კარნახობს არა მხოლოდ მრეწველობის, არამედ თვით მკითხველთა ინტერესები. თანამედროვე მკითხველისათვის აუცილებელია, ასე ვთქვათ, ლაპიდარული წერა, ლაკონიური მეტყველება, ადვილად გასარჩევი და წასაკითხი შრიფტი, დროისა და ადგილის ეკონომია, რადგან მან განუზომლად უფრო მეტი უნდა წაიკითხოს, ვინემ თუნდაც ორიოდე ათეული წლის წინანდელმა მკითხველმა.

ასომთავრული, ამ ტერმინის დღევანდელი გაგებით ეწოდება მოცულობით უფრო დიდ, მუქ ასოს, რომლითაც იწყება ყოველი საკუთარი და გეოგრაფიული სახელი, წერტილის შემდეგ წინადადება (ფრაზა), აიწყობა თხზულებათა და მისი ცალკე თავების სახელწოდება (ტიტულები) და სხვ.; - ესაა სათაურისა და ტიტულის ასოები.

ქართულ მხედრულ ანბანში ასომთავრული არ განვითარებულა. წინათ, როდესაც ასომთავრული საჭიროდ მიაჩნდათ, მხედრულში ხუცურ მთავრულს იყენებდნენ.

მხედრულ ანბანში მთავრულის შემუშავების ცდები, როგორც აკად. ივ.ჯავახიშვილს აქვს აღნიშნული, იწყება მე-18 ს. დამდეგიდან. ნიკოლოზ ტფილელი 1728 წ. წერდა: „მხედრული ასომთავრული ძველთაგან არ ყოფილარს, აწ მე გავაკეთე“, „ჩემი მოგონილია“.

მე-19 ს. მეორე ნახევრიდან ქართულ სტამბებში მეტ-ნაკლები ზომით გავრცელდა მთავრული შრიფტის სახით ტექსტში დიდი და მუქი მხედრული ასოების ხმარება.

1865 წ. გამოცემულ ი.გოგებაშვილის „ქართული ანბანის“ და შემდეგ 1866 წლიდან გაზ. „დროების“ (რედაქტორი გ.წერეთელი, გამომცემელი სტ.მელიქიშვილი) სტატიების ტექსტში გზა გაეხსნა მიხ.ყიფიანის მიერ შემუშავებულ მთავრულ ასოებს.

საინტერესოა, თუ როგორ ასაბუთებდა ამ თავის ინიციატივას გაზ. „დროების“ რედაქცია: „უასომთავრულოდ კაცი საკუთარს სახელს ძნელად გამოიცნობს ხოლმე, ასე რომ ხშირად შეუნიშნავად რჩებიან უცხო ქვეყნების კაცების სახელები. ამასთანავე, ყოველი აზრი კითხვაში უფრო მკაფიოდ და ნათლად იხედება, რადგან ის ყოველთვის ასომთავრულით იწყება ხოლმე. ასომთავრულის შემოღებით აგრეთვე თვითონ ქართული სტამბაც მრავალგვარდება და მშვენიერდება... როდესაც მკითხველებს ასომთავრულზე თვალი გაუტყდებათ, მაშინ ისინი ღირსებად ჩასთვლიან ნაკლულოვანებას, რომელსაც პირველად ხედავენ („დროება“, 1867 წ. № 1,2).

მთავრულის ტექსტში ხმარების - სატექსტო მთავრულის გამოყენების -- შემდგომ სპორადულ ცდებზე ჩვენ აქ არ შევჩერდებით. საბოლოოდ, როგორც ცნობილია, ამ მხრივ მთავრული ასოების ხმარება ჩვენს ბეჭდვით სიტყვაში არ დამკვიდრდა.

ამის უმთავრესი მიზეზი, ცხადია, ისაა, რომ არსებული ქართული მთავრული შრიფტი თავისი გრაფემისა და ზომის მხრივ, თვალის ჰიგიენის, მხატვრული და სხვ. თვალსაზრისით ღრმამეცნიერულად შესწავლილი და შემუშავებული არ ყოფილა.

ეს კი მნიშვნელოვან ხარჯებსა და კვალიფიციურ კადრებს მოითხოვდა. ასეთი საქმის შესრულება საბჭოთამდელ ქართულ ბეჭდვით სიტყვას, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. თანაც ზოგიერთები ფიქრობდნენ, რომ მთავრულის თანმიმდევრული გატარება, გარდა იმისა, რომ გააძვირებდა პოლიგრაფიის პროდუქციას, გააძნელებდა ქართულის შესწავლას, „ააჭრელებდა“ ტექსტს და სხვ.

ასეთ პირობებში არსებული მთავრული გაბატონდა უმთავრესად როგორც სატიტულო შრიფტი. ამგვარად, მხედრულის სრულყოფილი სატექსტო მთავრული, მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა და საჭიროებისა, არსებითად დღემდე არ მოგვეპოვება.

შრიფტის მეურნეობის, პოლიგრაფიული მრეწველობის ყოველ მხრივი შესწავლის შედეგად დღეს საყოველთაოდ აღიარებულია სატექსტო მთავრული ასოების თანამიმდევრული გატარების აუცილებლობა, როგორც ეს მიღებულია რუსულ, ლათინურ და ყველა სხვა განვითარებულ შრიფტებში.

დღეს, ცხადია, არავინ დაობს იმ დიდ უპირატესობათა შესახებ, რაც გააჩნია მთავრულს არა მხოლოდ თვალის ჰიგიენის, გეოგრაფიულ და საკუთარ სახელთა გამოყოფის, ტექსტის მონოტონურობის დაძლევის, წაკითხულის აღქმის გაადვილებისა და სხვა მხრივ, არამედ ფრიად მნიშვნელოვანი ზომით ტექსტში ეკონომიურობის გაძლიერების თვალსაზრისითაც.

ქართულ მხედრულში მთავრულის შემოდების დამაბრკოლებელ მიზეზად თვლიდნენ იმასაც, რომ მთავრული (დიდი მოხაზულობის) ასოების გამოყენებას შეეძლო გამოეწვია ტექსტის გადიდება, ე.ი. მეტი ქაღალდის ხარჯვა და, მაშასადამე, პროდუქციის გაძვირება.

უნდა ითქვას, რომ ეს შეხედულება მაშინდელ პირობებშიც უსაფუძვლო იყო, რამდენადაც ქართულ მხედრულ შრიფტში ე.წ. გრძელი ასოების სიხშირე თავისთავადაც, ე.ი. მთავრულის გარეშეც, შესაბამის პროპორციას ამყარებდა სტრიქონთა შორის.

ყველაზე გავრცელებულ თანამედროვე რუსულ კორპუსში ექვსი გრძელი ასოა, რომელთაგან მხოლოდ ერთი გადადის ცენტრის ორსავე კიდეზე, ერთი კიდევ მარტო ზევით, ხოლო ოთხი ქვედა კიდე ზე ჩამოდის, ყველა დანარჩენი ცენტრის პუნქტშია მოქცეული. ქართულ კორპუსში კი, გარდა ოთხისა, ყველა დანარჩენი ასოს ზედა თუ ზედა კიდეები სცილდება ცენტრს, ხოლო სამი (ქ, ჭ, წ) ორსავე კიდეზე გადის.

დღევანდელ ვითარებაში, როდესაც, როგორც წესი, თითქმის ყოველგვარ ტექსტში გატარებულია დიდძალი აბრევიატურა, მთავრულ ასოებს ამ სახით მნიშვნელოვანი ეკონომია შეაქვთ პოლიგრაფიაში.

ამგვარად, სწორედ ის მომენტი, რაც ოდესღაც განვრცობილობის გამომწვევ მიზეზად წარმოედგინათ, დღეს ეკონომიურობის მომასწავებელიც ხდება.

სატექსტო მთავრულის უქონლობითაც ასაბუთებენ ზოგიერთები ჩვენს რედაქციაში აბრევიატურების გამოუყენებლობას და სადაც, მაგალითად, რუსულ სათარგმნ მასალაში გვაქვს США, ООН და სხვა მისთანა შემოკლებანი — ქართულში დაბეჭდილია: ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნაცვლად იმისა რომ წერონ ႠႸႸ, ႢႤႭ.

ასეთ შემოკლებათა გარეშე და განვრცობილი თარგმანის მეოხებით, მაგალითად, რუსულიდან ქართულად გადმოღებული პოლიტიკური ლიტერატურის ტექსტის მოცულობა მნიშვნელოვნად აღემატება ორიგინალისას, რაც არსებითად ამცირებს ქართული პერიოდული და საერთოდ ყოველგვარი გამოცემის ტევადობას, ადიდებს პოლიგრაფიულ ხარჯებს, ზედმეტად ღლის მკითხველს და სხვ.

კონკრეტული მაგალითი. გაზ. „კომუნისტი“, დაახლოებითი გაანგარიშებით, 10 -15%-ით ნაკლებ საკითხავ მასალას აწოდებს ჩვენს მკითხველს, ვინემ იმავე ფორმატის გაზ. „Заря Востока“.

მაგრამ მთავრულის შემოდება მნიშვნელოვნად გააადვილებს ანაწყობის დაკაბადონებასაც, ე.ი. ხელს შეუწყობს თვით პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს, მაშასადამე, პროდუქციის გაუმჯობესებას, შრომის მწარმოებლურობის გადიდებას.

ისიც უნდა ითქვას, რომ თუ არა ჩვენს პოლიგრაფიასა და, იქნებ, უფრო მეტად, მთარგმნელობით ხელოვნებაში და ზოგიერთ რედაქციაში ფესვგადგმული რუტინა, ვფიქრობთ, არსებული მთავრულის ტექსტში, მაგალითად, აბრევიატურებისათვის ფართოდ გამოყენება არცთუ დიდ სიძნელეს წარმოადგენს.

სატექსტო მთავრულით ქართული შრიფტის გამდიდრებასთან ერთად უნდა შემუშავდეს კურსივის შრიფტი -- დიდი და პატარა კეგელებისა, ფერთა (მკრთალი, მკვეთრი, თეთრი, მუქი) საჭირო გრადაციებით, თვალის ჰიგიენისა და პოლიგრაფიული ეკონომიურობის გათვალისწინებით.

მაგრამ ქართული შრიფტის ნაკლოვანება მარტოოდენ სატექსტო მთავრულისა და კურსივის შეუმუშავებლობაში როდი გამოიხატება.

სხვადასხვა ეროვნული და უცხოური წარმოშობის გაეროვნულებული ანბანის პრობლემის შესწავლისა და უახლესი ტექნიკური მიღწევების შესაბამისი შრიფტების შექმნის საკითხზე მუშაობენ სპეციალური ინსტიტუტები, ლაბორატორიები

მაგალითად, ლათინური ან რუსული სტამბის შრიფტის საკითხების, პოლიგრაფიული მრეწველობის შესახებ იწერება სპეციალური გამოკვლევები, გამოიცემა დარგობრივი ჟურნალები და სხვ. შესწავლის საგანია ცალკეული ასოს ყოველი დეტალი და მთლიანი გრაფემა --მრავალგრადაციებიანი კეგელებისა და მათი სრული გარნიტურების ასპექტში.

საბჭოთა კავშირში დღეს იხმარება უმთავრესად ოთხი სხვადასხვა წარმოშობის შრიფტი (ანბანი) რუსული, სომხური, ქართული და ლათინური. რუსული და ლათინური შრიფტების სისტემატური სრულყოფისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განუწყვეტლივ მიმდინარეობს დიდი მუშაობა

მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს ამ მხრივ ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში - საბჭოთა სომხეთში სომხური შრიფტის გაუმჯობესებისათვის, პოლიგრაფიული მრეწველობის უახლეს მოთხოვნილებათა შესაბამისად მისი განვითარებისათვის, ეკონომიური, ჰიგიენური, მხატვრული, ესთეტიკური თვალსაზრისით გამართლებული სხვადასხვა ზომის შრიფტის მოხაზულობის შემუშავებისათვის გამოცხადებულ დიდ კონკურსში მონაწილეობა მიიღო როგორც სსრ კავშირის, ასევე დას.ეროპის, ამერიკის, აზიის, აფრიკის ქვეყნების 63 სპეციალისტმა (უმთავრესად გრაფიკოსებმა).

1959 წ. იანვარში გამოცხადებული ოფიციალური ცნობით კონკურსში მონაწილეთაგან 14 კაცს მიენიჭა ჯილდო და მათი ნამუშევრები მიღებულია წარმოებაში დასანერგად, რაც, ცხადია, გაამდიდრებს სომხური შრიფტის მეურნეობას (იხ. გაზ „Коммунист“, 1959, № 10, Ереван).

წინათ, როდესაც ქართული პოლიგრაფიული მრეწველობა კერძო თაოსნობის საგანს შეადგენდა, პროგრესული ინტელიგენციის პატრიოტული გულმოდგინების და, თუ გნებავთ, თავგამოდების სფეროს არ სცილდებოდა, როდესაც თვითმპყრობელობის სახელმწიფოებრივი აპარატი მისი არათუ გაუმჯობესებისათვის არ ზრუნავდა, არამედ მთლიანად აღკვეთის მუხანათური ზრახვებითაც იყო ამოძრავებული, ცხადია, ქართული შრიფტის განვითარების საქმე ვიწრო ჩარჩოებში მიმდინარეობდა.

მაშინაც ხშირად სრულად არ იყენებდნენ არსებული ქართული შრიფტის ყველა შესაძლებლობას. 1897 წ. გაზ. „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ საყურადღებო სტატიაში - „ქართული შრიფტის შესახებ“ ი.გოგებაშვილი აღნიშნავდა, რომ არაეკონომიური შრიფტის გამოყენების მეოხებით „ქართული გაზეთები ერთიორად ღარიბნი არიან ცნობათა რაოდენობით ევროპიულსა და რუსულს გაზეთებზედ... მდიდარი ევროპა ბეჭდვის საქმეში იცავს სასტიკს ეკონომიას, ხოლო ჩვენ კი არაო“. იგი მოუწოდებდა. "ჩვენ წიგნებისა და პერიოდულს გამოცემების ბეჭდვაში უნდა დავიცვათ, ერთი მხრივ, თვალის სისაღე და, მეორე მხრივ, ეკონომია“.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროიდან ჩვენი პარტიის მიერ ლენინური ნაციონალური პოლიტიკის გატარების მეოხებით ბევრი რამ გაკეთდა ქართული ბეჭდვითი სიტყვისა და პოლიგრაფიის გაუმჯობესებისათვის. ამ მიღწევების უბრალო ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა.

მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, კერძოდ, შრიფტის მეურნეობაშიც, მაგრამ, როგორც ითქვა, ქართული სტამბური შრიფტი დღევანდელ ეტაპზე მეტ ყურადღებას მოითხოვს. გარნიტურების სახით კეგელებზე მისი გამრავლების საკითხი ღრმამეცნიერული შესწავლის გზით არ მიმდინარეობს. 1933 წ. შექმნილმა „ქართული შრიფტის რეფორმის კომიტეტმა“ არასწორად გაიგო თავისი ამოცანები. ოთხ პარალელზე (წრეხაზზე) წარმოქმნილი ქართული ასოების ორ პარალელზე (სწორ და წახნაგოვან კუთხეებზე) დაფუძნებულ ლათინურთან გათანაბრების ცდა მხოლოდ სამწუხარო გაუგებრობის შედეგი იყო და კანონიერი მარცხით დამთავრდა.

ჩვენი პოლიგრაფიული მრეწველობის განვითარების ინტერესები მოითხოვდა, რომ ქართული შრიფტი თავისებური გრაფიკული ნიშანდობლიობის შესაბამისად შევსებულიყო ადვილად საკითხავი და ეკონომიური მოხაზულობის სხვადასხვა კეგელებით. ამ მიმართულებით 1940 წ. შექმნილმა „ქართული შრიფტის კომიტეტმა“ მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა. ესაა ქართული შრიფტის ისტორიის შესწავლა, მისი სტანდარტის შემუშავება, ერთის ნაცვლად ოთხი ძირითადი გარნიტურის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ერთიანი სისტემით მათი კეგელების გამრავლება. აქ საჭიროა გავიხსენოთ, რომ დიდად განვითარებულ შრიფტებს, მაგალითად, რუსულს, ოცდაათამდე გარნიტური მოეპოეება.

ისიც უნდა ითქვას, რომ შრიფტის კომიტეტს ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო და მისი თაოსნობის მასშტაბი, როგორც ჩანს, აშკარად არასაკმარისია ქართული შრიფტის საქმის ჯეროვან დონეზე ამაღლებისათვის.

ბეჭდვითი სიტყვა, სტამბური შრიფტი, პოლიგრაფია თანამედროვე ცივილიზაციის მიღწევათა გაზიარების ყველაზე სრულქმნილი და უნივერსალური საშუალებაა. ამიტომ გასაგებია, ქართული ეროვნული კულტურის განვითარების ინტერესები მოითხოვენ ამ საქმისადმი შეუნელებელ ყურადღებას. ჩამორჩენას ამ სფეროში გამოუსწორებელი ზიანის მოტანა შეუძლია.

ამიტომ აუცილებელია ქართული შრიფტის კომიტეტის ავტორიტეტისა და მატერიალური ბაზის იმდენად გაძლიერება, რომ შრიფტის შესწავლისა და გაუმჯობესების საკითხი თანამედროვე პოლიგრაფიის უახლეს მიღწევათა დონეზე ამაღლდეს, საქმე ისე წარიმართოს, რომ ქართული ლინოტიპური, მონოტიპური და საერთოდ სტამბური შრიფტი გრადაციებისა და ეკონომიურობის მხრივ რუსულსა და სხვ. მაღალგანვითარებულ შრიფტებს არ ჩამორჩებოდეს.

მომწიფებულია საკითხი საწერი (ხელით საბეჭდი) მანქანის გაუმჯობესებული შრიფტის შემუშავებისა, რაც აგრეთვე გადაუდებელ და დიდმნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს[11].

თავისთავად ქართული მხედრული ანბანი ცივილიზებულ მსოფლიოში დღეს მომქმედ ანბანთა შორის უდავოდ უაღრესად სრულყოფილია. მრავალ ფრიად გავრცელებული ალფაბეტისაგან, მაგალითად, ლათინურისაგან განსხვავებით ქართულში ყოველ ბგერას, ხმოვანს თუ თანხმოვანს, ზუსტად შეესაბამება ერთი ასო. თანაც ყოველი ასო სხვებთან ყველა შესაძლებელ შეთანაწყობაში ყოველთვის ერთნაირად ჟღერს (გამოითქმის). ამგვარად, მისი გამომთქმელობითობა ნამდვილად უებროა.

ლათინურ ანბანში, ვთქვათ, იტალიურ, გერმანულ, ფრანგულ ან ინგლისურ ენაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი ბგერის, მაგალითად ხანის, შინის გამოსათქმელად საჭიროა ორი და მეტი ანბანის შეერთება, რაც ეკონომიურობისა და, მაშასადამე, თვალის ჰიგიენის მხრივაც უარყოფით ფაქტორს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ უკანასკნელ ხანებში ძლიერ ცდილობენ თავი დააღწიონ ამ „ძველებური ხელგაშლილობის“ უხერხულობას და შეიმუშაონ ყოველი ასეთი ბგერისათვის ერთი ეკვივალენტური ასო არსებული შესაბამისი ასოს გრაფემაში რაიმე განმასხვავებელი ნაწილაკ-ნიშნის შეტანით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავიზიარებთ საუკუნეთა განმავლობაში დახვეწილი თანამედროვე ქართული მხედრული ანბანის - ქართული გენიის უდიდებულესი და უმშვენიერესი ქმნილების - მოხაზულობათა შეცვლის, ე.ი. მრგვლოვანის კუთხოვნად გადაკეთებისა და ამ მხრივ ქართულ ნუსხა-ხუცურთან, ანდა კიდევ ლათინურთან მიახლოვების იდეას, მაგრამ მხოლოდ მისასალმებელია ჩვენი გრაფიკოსების ცდა ქართული შრიფტის ეკონომიურობის გაზრდის მიზნით, მაგალითად, ლასი, ზენი და დონი მათი გრაფემის დაურღვევლად თანამედროვე პოლიგრაფიის სტანდარტულ „ოთახში“ მოათავსონ. ამ მხრივ მისაბაძი მაგალითები უწინარეს თვით ქართული ანბანის მრავალსაუკუნოვანი ევოლუციის საფეხურებზე უნდა დაიძებნოს, ცხადია, საერთოდ სტამბური შრიფტის ყველაზე მოწინავე გამოცდილებათა გაზიარებით.

* * *

ცალკე საკითხია, მაგრამ უაღრესად პრაქტიკული და მნიშვნელოვანი შრიფტის მეურნეობის მორალურად და ფიზიკურად გაცვეთილ წარმოების იარაღთა და მასალათა ნაწილის ინვენტარული დაცვა-შენახვის საქმე წინაპართა მიღწევების პატრონობას მარტოოდენ ისტორიული ინტერესი როდი ახლავს. შრომის ძველ საშუალებათა შენახვას არასოდეს ხელი არ შეუშლია ტექნიკური პროგრესისათვის, პირიქით.

ყოვლად გაუმართლებელი იყო, როდესაც რამდენიმე ხნის წინათ - ვითომდა სამუშაოთა მექანიზაციის ინტერესებით, განადგურდა დიდძალი ხელით ასაწყობი ქართული მთავრული შრიფტი. შემდეგ 1953 წ. აშკარად მავნებლური განკარგულებით მოისპო დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი ხისაგან, ნაწილობრივ კიდევ სპილენძისაგან, თითბრისაგან დამზადებული სააფიშო დიდი კეგელის ქართული შრიფტები და მრავალი სხვა ხელით ასაწყობი სასტამბო მასალა - თავი და ბოლოსამკაულები, ფიგურული (მხატვრული) ჩარჩოები, ბორდიურები, სხვადასხვაგვარი ორნამენტები და საშრიფტო „წვრილმანი“, ისე რომ სამუზეუმო ექსპონატების სახითაც არ შენახულა მათი ნაშთები. 1940 წ. თბილისში გამოცემულ „შრიფტის ნიმუშებში“ წარმოდგენილი მრავალი ასეთი მასალა დღეს უკვე აღარ მოგვეპოვება.

ცხადია, ამიერიდან არასოდეს არ მოხდება, რომ შემთხვევითი ადამიანები თვითნებურად განაგებდნენ უაღრესად დიდი ეროვნული მნიშვნელობის საქმეს და ანადგურებდნენ მომავალ თაობათათვის მრავალმხრივ სასარგებლო და გამოსაყენებელ წინაპართა ნამოღვაწარს.

სანამ გვიან არაა, ეფიქრობ, აუცილებელია მივიწყებული (ხმარებიდან ამოდებული) შრიფტის მთელი მასალის შესწავლა იმ მიზნით, რათა ზოგიერთი მათგანი, რომლებიც შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნილებას, აღდგენილ იქნას და კვლავ დაინერგოს წარმოებაში — ზოგიერთი საჭირო მოდიფიკაციით ან, იქნებ, ამის გარეშეც.

ქართული შრიფტის მეურნეობის კიდევ სხვა აქტუალური საკითხები მოითხოვენ შესწავლას და ყურადდებას. 1959 წ. ჟურ. „საქართველოს ეკონომისტის“ ფურცლებზე (იხ. №№ 1,4,6,7) გამართული მსჯელობის დროს ქართული შრიფტის გაუმჯობესების თაობაზე საყურაღდებო მოსაზრებები გამოთქვეს ჩვენმა პოლიგრაფისტებმა: ბ.გორდეზიანმა, პ.ჭანიშვილმა, ერ.წივწივაძემ და სხვ.

როგორც ჩანს, ყველაფერი მზადაა და დროულიც, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ქართული შრიფტის, ამ უადრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის, ყოველმხრივ შესწავლისა და, მაშასადამე, პოლიგრაფიული მრეწეელობის უახლეს მიდწევათა შესაბამისად მისი გამდიდრების, გამრავალფეროვნებისა და საერთოდ გაუმჯობესებისათვის.

ეს არა მხოლოდ პოლიგრაფიის მუშაკთა და გრაფიკოსთა, არამედ სამხატვრო აკადემიის, მხატვართა კავშირის, ჟურნალისტთა კავშირის, მწერალთა კავშირის, მეცნიერებათა აკადემიის, საერთოდ მთელი ქართული კულტურის, ცივილიზაციის გადაუდებელი და, მაშასადამე, საზრუნავი პრობლემაა [12].





პაატა გუგუშვილი
ქართული სტამბის წიგნი 1629-1979
საქართველოსა და ამიერკავკასიის
ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში.
მონოგრაფიები, ტომი მეშვიდე.
თბილისი, „მეცნიერება“, 1984

4. პოლიგრაფიული მრეწველობისა და მეცნიერული თარგმანის ზოგიერთი საკითხი

ერთ სავსე სტრიქონში სასტამბო ნიშანთა რაოდენობა ქართულში საშუალოდ ერთით ნაკლებია, ხოლო 1 გვერდზე რუსულ სასტამბო ნიშანთა რაოდენობა (2226) ქართულზე (1768) მეტია 458 ნიშნით, რაც არსებითად 1 გვერდზე 8 სტრიქონით ნაკლები ქართული ტექსტი მოთავსების მიზეზითაა გამოწვეული.

ქართულში ერთ გვერდზე სტრიქონთა რაოდენობის სტანდარტული ნორმა არაა დაცული და სტრიქონები ერთმანეთს დაცილებულია (შპონით) უფრო მეტად ვინემ რუსულში.

აუცილებელია ქართულშიც გატარდეს სტანდარტი. კვადრატების მიხედვით სტრიქონთა და სტრიქონში ასონიშანთა რაოდენობის ზუსტი ნორმები, თორემ მეტად გახშირდა ე.წ. ფარღალალა გვერდები და მეტნაკლები ზომის არშიები.

ამ მხრივ, თუნდაც მხოლოდ ის ორი სტრიქონი, რაც ერთ გვერდზე (32-34) „თამაშობს“, ქართული გამოცემის მოცულობას შესამჩნევად ადიდებს.

ახლა ვიკითხოთ, თუ რა მიზეზითაა, რომ ქართული გამოცემა 1 გვერდზე რუსულთან შედარებით 8 სტრიქონით ნაკლებს იტევს. საქმე ისაა, რომ ერთისა და იმავე გარნიტურის კორპუსის რუსული (ლინოტიპური, მონოტიპური) სტრიქონის სისქე ( = ლიტერის სიმაღლე) უდრის 8 პუნქტს, ხოლო ქართულისა - 10 პუნქტს. შპონი რუსულს აქვს ერთიანიც, ხოლო ქართულს ორპუნქტიანი. ქართული სტრიქონის (+ შპონი) სისქე 12 პუნქტს შეადგენს და, ამგვარად, ერთ კვადრატში მხოლოდ 4 სტრიქონი ეტევა

შეიძლება თუ არა ამ ნაკლოვანების აცილება? ეს პოლიგრაფიული მრეწველობის, კერძოდ შრიფტის მეურნეობის ტექნიკური საკითხია.

ამ თვალსაზრისით უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ქართული გამოცემის 1 გვერდზე კორპუსის სტრიქონთა მაქსიმუმი (34) არსებული შრიფტის პირობებშიც, შპონის სისქის შემცირებით, შეიძლება გადიდდეს. მატრიცზე დაბეჭდილ გაზ. „კომუნისტში“ ანალოგიურ ფართობზე 8,5 კვადრატზე) კორპუსის სწორედ იმდენივე (42) სტრიქონი ეტევა, რამდენიც ვ.ლენინის რუსულ გამოცემაშია.

დიდი ხანია რაც შრიფტის საქმეს, მაგალითად რუსეთში, სპეციალური სამეცნიერო დაწესებულებები სწავლობენ. ამასთანავე რუსულს თავისი გრაფიკული ნათესაობის მეოხებით ადვილად შეეძლო გამოეყენებინა ლათინური შრიფტის სრულქმნისათვის მოპოვებული მიღწევები.

ქართული ასოს წრეხაზოვნების გამო აქ სხვათა გამოცდილებით სარგებლობა გაძნელებულია, ქართული სტამბური შრიფტი ლაბორატორიულად ნაკლებადაა შესწავლილი, გარნიტურების სახით კეგელებზე მისი გამრავლება საკითხის ღრმა მეცნიერული შესწავლის გზით არ მიმდინარეობდა

მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით „ქართული შრიფტის კომიტეტმა“ მისი სწავლული მდივნის ბენო გორდეზიანის ენერგიული მოღვაწეობის მეოხებით, მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა - ესაა ქართული შრიფტის ისტორიის შესწავლა, მისი სტანდარტის შემუშავება, ერთის ნაცვლად ოთხი ძირითადი გარნიტურის ჩამოყალიბება და სხვ.

ეკონომიურობის თვალსაზრისით საყურადღებოა შემუშავება ვიწრო გარნიტურისა, რაც ტევადობით შესაბამისი რუსული შრიფტის თანაბარია. ქართულში პირველად ჩნდება მთლიანი სახით (ციფრებით, ასო-ნიშნებით და სხვ.) შემუშავებული და დარგობრივი გამოცემებისათვის განკუთვნილი შრიფტები.

ჩვენმა გრაფიკოსებმა ქართული ანბანის ეკონომიურობის საკითხი უმნიშვნელოვანეს საქმედ უნდა მიიჩნიონ. მართალია, ზოგიერთი ასო, ყველაზე უფრო ლასი, „ზედმეტად“ ფართოა, მაგრამ თუ ამ ერთადერთს გამოვრიცხავთ, გრაფემის მიხედვით ქართულ დ, ზ, რ, ო, უ, თ, შ, ჭ და ქანს, მაგალითად, რუსულში და ლათინურშიაც მოეპოვებათ ტოლი თანამოძმენი: д, ж, м, ф, ш, щ, ъ, ы, ю.

ამასთანავე, რაკი რუსულ სატექსტო შრიფტს უფრო დიდი მოხაზულობის მთავრულიც ამშვენებს, ცხადია, ერთი სტანდარტით აწყობილი ასონიშნების რაოდენობის მიხედვით ტოლი ქართული კორპუსის სტრიქონის სიგრძე (და სისქეც) რუსულისას მხოლოდ უმნიშვნელო ზომით შეიძლება სცილდებოდეს.


--------------------------------------------------------------------------------




[9] შემოკლებულად გამოქვეყნდა გაზ. „კომუნისტში“ (1962, 30 მარტი), ქვესათაურით: „ეს დიდი ეროვნული საქმეა“.

[10] იხ. აგრეთვე სახალხო პოეტის, აკადემიკოს გ.ლეონიძის ფრიად საინტერესო სტატია: "ფიქრები ქართული წიგნის გარშემო", სადაც ქართული შრიფტისა და სახელდობრ მთავრულის შესახებაც არის მსჯელობა: "ლიტერატურული გაზეთი", 1962, 13 აპრილი. განსაკუთრებით ადსანიშნავია ის დიდად ნაყოფიერი მუშაობა,რასაც ამ მიმართულებით ეწევა ჩვენი სახელოვანი მეცნიერი აკად. ა.შანიძე. იხ.მისი "დაფარული საუნჯე" და სხვ.

[11] ქართულ საწერ (ხელით საბეჭდ) მანქანას კარა ხნის ისტორია აქვს. პირველი ქართული საწერი მანქანები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შეკვეთით იქნა გაკეთებული 1909 წელს (იხ.: „ხმა კახეთისა“, 1914, № 150, გვ. 3-4)

[12] ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც ბევრი რამ გაკეთდა ქართული შრიფტისა და საერთოდ პოლიგრაფიული მეურნეობის გაუმჯობესებისათვის. მაგრამ, მეტია გასაკეთებელი. სამწუხაროა, რომ თვით ქართული შრიფტის კომიტეტის მუშაობაც ვერასგზით ვერ აეწყო ხეირიანად; - უმთავრესად, ცხადია, თავმჯდომარეთა ხშირი გამოცვლის, ანდა არაკომპეტენტურობის გამო. კომიტეტის უძველესმა და უხუცესმა წევრებმაც, აკაკი შანიძემ და ამ სტრიქონების ავტორმა, არაერთგზის მიაქციეს შესაბამის დაწესებულებათა ყურადღება ამ საქმეს, მაგრამ ამაოდ!

Vladimer Sichinava

unread,
Jun 19, 2007, 10:13:06 AM6/19/07
to geof...@googlegroups.com

Hello Dear People,

Friday I have an exam (OS).
After that I will be able to test and say my opinion regard new BPG fonts!
Sorry me for the moment...

BPG სკაიპში როდის ბრძანდებით ხოლმე ?

Besarion Gugushvili

unread,
Jun 19, 2007, 2:26:01 PM6/19/07
to geof...@googlegroups.com
სკაიპს ვაღებ თუ წინასწარ ვარ ვინმესთან მოლაპარაკებული...

Besarion Gugushvili

unread,
Jun 19, 2007, 9:27:53 PM6/19/07
to geof...@googlegroups.com
Hi
 
Here is final (I hope) version of DejaVuSans Mono (normal and bold).
 
Following advise of André letters are little wider then in previous version and now they look much better...
 
BPG
----- Original Message -----
Sent: Tuesday, June 19, 2007 17:13
Subject: [geofonts:45] Re: Georgian range for "DejaVuSans" by BPG-InfoTech


DejaVuSansMono_BPG.gif
DejaVuSansMono_BPG_jun-20-2007.zip

André Bouatchidzé

unread,
Jun 20, 2007, 11:39:16 AM6/20/07
to geof...@googlegroups.com

> Here is final (I hope) version of DejaVuSans Mono (normal and bold).
>
> Following advise of André letters are little wider then in previous
> version and now they look much better...

It's excellent. Thank you so much, BPG! What about asomtavruli in Mono?

- André.

BPG Kolumbus

unread,
Jun 20, 2007, 8:19:52 PM6/20/07
to geof...@googlegroups.com
Hi André

I have no idea about Asomtavruli for fixed width font. Even - general
posibility and ability...

BPG

André Bouatchidzé

unread,
Jun 21, 2007, 10:40:17 AM6/21/07
to geof...@googlegroups.com

> I have no idea about Asomtavruli for fixed width font. Even - general
> posibility and ability...
>
> BPG

Do you mean that it makes no sense for you to include Asomtavruli in
Mono or it would be difficult to do for some reasons?

- André.

Besarion Gugushvili

unread,
Jun 22, 2007, 10:09:38 PM6/22/07
to geof...@googlegroups.com
Asomtavruli for Mono is to be developped from the scrach - there are not any
previous examples or ideas.

Also Asomtavruli letters are too wide for nerrow box of Mono.

BPG


----- Original Message -----
From: "André Bouatchidzé" <and...@mac.com>
To: <geof...@googlegroups.com>

Ben Laenen

unread,
Jun 23, 2007, 6:51:09 AM6/23/07
to geof...@googlegroups.com, Besarion Gugushvili

Hi BPG,

since our new release of DejaVu will be on July 1, we start our freeze
period next Tuesday June 26. On that date all new glyphs have to be in
SVN. We didn't merge anything from Georgian into DejaVu yet, since I'd
like to know first what exactly is ready to be merged.

So, if you could tell what is finished, then we can do the work from
there.

Greetings
Ben

Reply all
Reply to author
Forward
0 new messages