
ახალგაზრდები წარმოადგენენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი უკავია ქვეყნის განვითარებაში. შესაბამისად, აუცილებელია მათი აზრის მოსმენა და გათვალისწინება ისეთ საკითხებზე, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის. სწორედ ამ მიზეზით ეს კონფერენცია შეკრებს ორმოცამდე ახალგაზრდას, რომლებიც 8 მაისს განიხილავენ იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებიც აფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას და შეეცდებიან მოძებნონ კონკრეტული გადაჭრის გზები, რომლის მეშვეობითაც დაჩქარდება ჩვენი წინსვლა ევროპული მომავლისკენ. მოწვეულნი არიან ექსპერტები, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები იმსჯელებენ არა მარტო სოციალურ, არამედ ეკონომიკურ, ვაჭრობისა და პოლიტიკურ ჭრილში და საბოლოო დოკუმენტი, რომელსაც შეიმუშავებენ, იქნება შედგენილი რეკომენდაციების სახით სამთავრობო და არასამთავრობო სექტორისადმი.
პროექტი ხორციელდება ევროპის კვირეულის ფარგლებში და მისი მთავარი ფასილიტატორი იქნება მარიამ ჭუბაბრიას მიერ. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 6 მაისი 17:00.
სააპლიკაციო ფორმა: https://docs.google.com/forms/d/1clCTXbzbYnrTbrmUci-2huerZF0IgNQu9FiV_W15XBY/viewform