ევროპის
მობილობის კვირეული 2023 მიზნად ისახავს
საზოგადოებაში ენერგოეფექტური სატრანსპორტო
საშუალებების წახალისებას.
წლევანდელი
კამპანიის დევიზია "დაზოგე ენერგია". ამ თემის
შესაბამისად, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის
რეფორმის პროგრამამ (GESRP)", ევროკავშირისა და
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW)
მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან და
CENN-თან თანამშრომლობით, ერთდღიან ღონისძიებას
უმასპინძლა.
მიცკევიჩის
ქუჩაზე გაიმართა მარკეტი, სადაც დაინტერესებულ
ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ
და გამოეცადათ გარემოსადმი მეგობრული სატრანსპორტო
საშუალებები, როგორებიცაა ელექტრო სკუტერი,
ველოსიპედი, ელექტრო ველოსიპედი და სხვ. ასევე, დღის
განმავლობაში, ახალგაზრდებისათვის შეთავაზებული იყო
ენერგოქვიზები, გამარჯვებულებს კი გადაეცათ
სპეციალური პრიზები.
საგანმანათლებლო
აქტივობებში წარმოდგენილი იყო სამაგიდო თამაშები
მდგრადი განვითარების მიზნებზე და სესიები
ენერგოეფექტურობასა და განახლებად
ენერგიებზე.
კვირეულის
ფარგლებში, 23
სექტემბერს 01:00 საათზე, მეტროსადგურ ,,სახელმწიფო
უნივერსიტეტში’’, გაიმართება ღონისძიება ,,საღამო
მეტროში’’, ვიზიტის ფარგლებში დამთვალიერებლები
შეძლებენ, გაეცნონ მეტროს მუშაობის სპეციფიკას და
მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც
განთავსებულია მეტროსადგურ ,,სახელმწიფო
უნივერსიტეტში’’. 24 სექტემბერს კი იგეგმება
ვაშლოვანის ქუჩის
დახურვა.