ევროკავშირის დაფინანსებული
მწვანე ეკონომიკის პროგრამა მხარს უჭერს საქართველოს
მრეწველობას გახდეს
რესურსეფექტური |
ევროკავშირის
მიერ დაფინანსებულმა EU4Environment პროგრამამ,
გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის
(UNIDO) ტექნიკური მხარდაჭერით, სასტუმრო ბილტმორში,
რესურსეფექტური და სუფთა წარმოების (რესწ) შესახებ,
ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა.
წლევანდელი
ღონისძიება, მნიშვნელოვანი ეტაპი იყო პროგრამის
საქმიანობაში, რომელიც ცირკულარულ ეკონომიკას და
ქვეყანაში ახალ შესაძლებლობების ზრდას მიეძღვნა.
კონფერენციამ, როგორც გამოწვევების,
შესაძლებლობებისა და შედეგების განხილვის
საკომუნიკაციო პლათფორმამ, ეროვნული და საერთაშორისო
პარტნიორების ჩართულობით, ხელი შეუწყო ისეთი
მნიშვნელოვანი საკითხის განხილვას, როგორიც არის,
რესურსების ეფექტური გამოყენების გზები ქართული
ბიზნესის წარმატებულობის უზრუნველსაყოფად.
2020-2023
წლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული
EU4Environment პროგრამის ფარგლებში, UNIDO-ს
ტექნიკური დახმარებით, თერთმეტმა პროფესიონალმა და
44 კომპანიამ (RECP კლუბის 17 წევრი და 27
საჩვენებელი კომპანია) შეფასების და სწავლების
პროცესი რესწ მეთოდოლოგიის გამოყენებით გაიარა.
ჯამში, რეკომენდირებული იყო 115 რესწ ღონისძიება,
რამაც შეიძლება მოიტანოს 2,173,268 ევროს ოდენობის
წლიური დანაზოგი. ამ დროისთვის განხორციელებულია 26
რესწ ღონისძიება, რის შედეგადაც მოსალოდნელია
557,650 ევროს წლიური დანაზოგი. ეს აჩვენებს
მეთოდოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მცირე და
საშუალო საწარმოებში, მათი ბიზნესის ტიპისა და ზომის
მიუხედავად.
ღონისძიება,
რომელმაც, ჰიბრიდულ ფორმატში, 100-ზე მეტი მონაწილე
შეკრიბა, ექვსი სპეციალიზირებული სესიის მეშვეობით,
ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებზე იყო
ორიენტირებული. აღნიშნულ ფორმატში, დაინტერესებულმა
მხარეებმა, საქართველოს ზრდის პროგრამის ცირკულარულ
ეკონომიკაზე დაფუძნების პრაქტიკული საშუალებები
განიხილეს და გასული ათწლეულის განმავლობაში,
ქვეყანაში, ცირკულარული ეკონომიკის მეთოდების
ინტეგრაცია შეაფასეს. EU4Business-ისა და სხვა
ორგანიზაციების საერთაშორისო და ადგილობრივი
გამოცდილება, რესურსეფექტურობის, ღირებულების
ჯაჭვებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების ეროვნულ
გამოცდილებასთან ერთად, მწვანე უნარებისა და
რესურსების ეფექტური გამოყენების მიზნით, ქვეყანაში
ინვესტიციების სწორად მართვის შესახებ სულ უფრო
მზარდი და გადაუდებელი დიალოგის წარმოებისთვის,
გარდამტეხი ფაქტორი
აღმოჩნდა. | | |