Groups keyboard shortcuts have been updated
Dismiss
See shortcuts

*[Enwl-eng] [cenn] CENN Hosted the Second Steering Committee Meeting Online Under the EU ENPARD Supported “EMBRACE Tsalka” Project

1 view
Skip to first unread message

ENWLine

unread,
Feb 15, 2021, 11:46:22 AM2/15/21
to "ENWL-uni"

 

 

 CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას ონლაინ უმასპინძლა

CENN Hosted the Second Steering Committee Meeting Online Under the EU ENPARD Supported

“EMBRACE Tsalka” Project 

2021 წლის 9 თებერვალი. ZOOM – CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას ონალინ, ZOOM პლატფორმაში უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, წალკის მუნიციპალიტეტის მერიის და  ENPARD-ის  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის მიზანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების გაცნობა, არსებული გამოწვევების გაზიარება,  ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის განხილვა იყო.

 

ღონისძიება CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გახსნა. შეხვედრის გახსნით ნაწილში ევროკავშირის დახმარების როლსა და პროექტის ‘ეს წალკაა’ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომასა და ENPARD IV-ის შესახებ ისაუბრა, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში - სოფლის მეურნეობის, მეთევზეობისა და სურსათის უვნებლობის პროგრამის ოფიცერმა და ატაშემ, ჟორჟ დეუმ.

 

„მოხარული ვარ, რომ ისევ მოგვეცა შეხვედრის და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობა.  ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია გაგიზიაროთ პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში მიღებული გამოცდილება და გამოწვევები და მოვისმინოთ თქვენი რჩევები. დღეს ღონისძიებაში მონაწილებენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში წარმომადგენელები, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე და ჩვენი პარტნიორები. დიდი მადლობა, რომ გვესწრებით, რადგან ჩვენთვის თქვენი ჩართულობა და თქვენი იდეების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დიდი მადლობა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური დახმარებისთვის, რადგან თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ წალკის, ისე ქვეყნის უკეთესი განვითარებისათვის. წალკის პროექტი ENPARD-ის წინა პროექტებისგან განსხვავებით მნიშვნელოვან ყურადღებას, არსებულ სამ მიმართულებასთან ერთად, მეოთხე მიმართულებაზეც ამახვილებს, რაც მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციასა და გაძლიერებას გულისხმობს, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა, პროექტის საქმიანობას კიდევ უფრო მდგრადს ხდის გრძელვადიან პერიოდში, რადგან ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა წალკის მუნიციპალიტეტისათვის.“ - განაცხადა ნანა ჯანაშიამ, CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

 

„წალკა არის თბილისთან ახლოს არსებული, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულ რეალობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად ინტეგრირებული მუნიციპალიტეტი. წალკა, არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობის, არამედ წალკელების მხრიდან მართლაც, რომ აღმოსაჩენია და თქვენი პროექტის ბრენდირება ‘ეს წალკაა’ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უშუალოდ მუნიციპალიტეტზე და მის ცნობადობაზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ერთ-ერთი მიმართულება, რომელმაც შეიძლება ეკონომიკური კეთილდღეობა მოიტანოს მუნიციპალიტეტში, უნდა იყოს ტურიზმი, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მუნიციპალიტეტს მართლა დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, თავისი ლამაზი ბუნების და მდებარეობის გამო. ჩვენ როცა სოფლის განვითარებაზე ვსაუბრობთ, სოფლის მეურნეობის გარდა, სხვა ეკონომიკურ საქმიანობებსაც ვიხილავთ ხოლმე და ადგილობრივი ინიციატივები, რომელსაც ევროკავშირი და პროექტი ‘ეს წალკაა’ უჭერს მხარს, იქნება ეს მესაქონელობის, მეწარმეობის თუ ტურიზმის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ეკონომიკური დოვლათის შექმნისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის. ევროკავშირის პრაქტიკამ LAG-ების გაძლიერების მიმართულებით აჩვენა დიდი წარმატება და ჩვენთვისაც პრიორიტეტულია ENPAD IV-ის ფაზაში LAG-ების გაძლიერებაზე კონცენტრირება.“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

“LAG და LEADER მიდგომა ევროკავშირისთვის ძალიან სახასიათოა, სწორედ ამიტომ ვფიქრობდით, რომ ეს ძალიან აქტუალური იქნებოდა საქართველოს კონტექსტისთვის. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ თქვენგანს აქვს ძალიან განსხვავებული კონტექსტი და არსებობის ძალიან განსხვავებული მიზეზი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ევროკავშირის პროგრამა და ევროკავშირის კონცეფცია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ამ მიდგომებს სპეციალურ საჭიროებების მოარგებ და ისე განახორციელებთ. აღნიშნული მიდგომების განხორციელება ძირითადად ხდება ორ დონეზე. ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სამინისტროსთან გლობალური პოლიტიკის პერსპექტივებს ეროვნულ დონეზე, ისევე როგორც თითოეულ მუნიციპალურ და ადგილობრივ დონეზე. ერთი მხარე ამ მიდგომას დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს, საჭიროა კომპლექსური მოქმედება. LEADER კონცეფცია იგივეა, მაგრამ თქვენი განხორციელების გზა არის განსხვავებული. მნიშნვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი შეხვედრები ძალზე სასარგებლოა ჩვენი პრაქტიკის გაცვლისა და სხვადასხვა მიდგომის შესახებ დისკუსიის წარმართვისათვის ჩვენს კოლეგებთან, პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან და მმართველ ორგანოებთან,” განაცხადა ჟორჟ დეუმ, პროგრამის ოფიცერმა და  ატაშემ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

 

შეხვედრაზე წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) თავმჯდომარემ და პროექტის მენეჯერმა წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს პროექტის პროგრესსა და გამოწვევებზე. შეხვედრაზე დრო დაეთმო პროექტის ფარგლებში შექმნილი კლიმატის ცვლილების შეფასების პრეზენტაციასაც.

 

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირი, ადგილობრივ დონეზეც გვიწევს დიდ ფულად და პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაძლებლობას გვაძლევს, თანამედროვე, ევროპული მიდგომები დავნერგოთ და სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორებს შორის თანამშრომლობის სამაგალითო პრაქტიკა დავამკვიდროთ.  პროექტის დაწყების დღიდან, ჩვენ გამოვთქვამთ პროექტთან და LAG-თან თანამშრომლობის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბების სურვილს და გვიხარია, რომ თანამშრომლობის მზაობა ორივე მხრიდან დიდია. აღნიშნულის დასტურია 2020 წლის ივლისში, მერიას, LAG-სა და CENN-ს შორის გაფორმებული სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ევროკავშირის და წალკის LAG-ის საქმიანობა ნამდვილად მიმართულია უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის შექმნაზე. მივესალმები LAG-ის არსებობას და ვაცხადებ აღნიშნულ ჯგუფთან თანამშრომლობის მზაობას, წელს უკვე გამოვკვეთეთ 10-მდე ერთობლივი თანამშრომლობის საკითხი და ჩვენ, მერიის პასუხისმგებლობის ნაწილში გააკეთებთ მაქსიმუმს,“ აღნიშნა ჯამბულ ხოზრევანიძემ, წალკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებში მონაწილეებს დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD-ის საგრანტო მენეჯმენტის ეროვნულმა ექსპერტმა, ჯუბა მარუაშვილმა.

 

შეხვედრის ბოლოს მონაწილეები მიმდინარე პროექტების დაახლოვებასა და შესაძლებლობების არსებობის შესაბამისად, აქტივობების თანამშრომლობით განხორცილებაზე შეთანხმდნენ.

 

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge

საკონტაქტო პირი:

 

·        მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერი, +995 577 95 90 20, marie.k...@cenn.org

February 9, 2021. ZOOM - CENN hosted the second Steering Committee meeting established within the framework of the EU ENPARD program supported project "EMBRACE Tsalka" via the online ZOOM platform. The event was attended by representatives of the EU ENPARD program, the Ministry of Environment and Agriculture of Georgia, Tsalka Municipality City hall and ENPARD partner organizations. The purpose of the meeting was to get acquainted with the activities implemented and planned within the project, to discuss existing challenges, exchange information and recommendations, and discuss future cooperation perspectives.

 

The event was opened by CENN’s executive director, Nana Janashia. In the opening part of the meeting, the Minister of Environment Protection and Agriculture of Georgia, Levan Davitashvili, spoke about the role of EU assistance and the importance of the project "EMBRACE Tsalka". The bottom-up approach and ENPARD IV were discussed by the EU Delegation to Georgia - Agriculture, Fisheries and Food Safety Program Officer and Attaché, George Dehoux.

 

“I am glad that we were given the opportunity to meet and exchange information again in this new format. The main purpose of our meeting is to share with you the experiences and challenges gained within the project 'EMBRACE Tsalka' and to hear your advice and practices. Representatives of the EU Delegation to Georgia, the Minister of Environment of Georgia, the Deputy Mayor of Tsalka Municipality and our partners are present at the event today. Thank you for attending our event, because your involvement and participation is very important to us. Also, thank you to the EU Delegation to Georgia for both political and financial assistance, as your assistance is very important for better development for both Tsalka and the country itself. The Tsalka project, unlike previous ENPARD projects, focuses on the fourth area in addition to the three existing ones, which involves the integration and empowerment of vulnerable groups. I believe that working in this direction will make the project even more sustainable in the long run, because integration is one of the most important challenges for Tsalka Municipality,” noted Nana Janashia, CENN’s Executive Director.

 

“Tsalka is a very important municipality close to Tbilisi, but unfortunately, it is less integrated in the Georgian reality and daily life. Tsalka is not discovered, not only by the Georgian population, but also by the people of Tsalka, and it is very important that your project branding 'EMBRACE Tsalka', focuses directly on the municipality and its awareness, because one of the areas that can bring economic prosperity to the municipality should be tourism, especially at a time when the municipality has a really great tourism potential, due to its beautiful nature and location. When we talk about rural development, we often see other economic activities besides agriculture, and local initiatives supported by the European Union and the 'EMBRACE Tsalka' project, be it cattle breeding, entrepreneurship or tourism, are very important for local economic growth and development. The EU practice in strengthening LAGs has shown great success and it is a priority for us to concentrate on strengthening LAGs in the ENPAD IV phase,” stated Levan Davitashvili, Minister of Environment and Agriculture of Georgia.

 

“The LAG and LEADER approach is something very typical for the EU, but we thought it would be very relevant for Georgia. What we see here is that each of you has a very different context and reason to exist and one of the most important messages is that even though it is the EU program and the EU concept, it is extremely important that you make it your own and that it is being done at two levels. One at which we are constantly discussing with the ministry in terms of global policy at the level of the country but also at each municipal and local level, one side does not fit all in this approach, the concept is the same but the way you implement it is different. This is where these kinds of meetings are extremely useful to exchange our practices and discuss different approaches with our colleagues, partners, beneficiaries and governing bodies,” noted Georges Dehux, Attaché, Programme Officer Agriculture, Fisheries & Food Safety, Delegation of the European Union to Georgia.  

 

Within the meeting, the Tsalka Local Action Group (LAG) Co-Chair and Project Manager introduced presentations and talked about the project progress and challenges. Time was also given to the presentation of the climate change assessment created within the project.

 

“We are pleased that our important strategic partner, the European Union, is providing us with great financial and political support at the local level as well, enabling us to implement modern, European approaches and establish exemplary practices of cooperation between the state and non-governmental sectors. From the start of the project, we have expressed a desire to establish good practices in working with the project and the LAG, and we are pleased that the willingness to collaborate is great on both sides. This is proven by the Memorandum of Understanding between the City Hall, LAG and CENN signed in July 2020. The activities of the EU and Tsalka LAG are really aimed at creating a better and more sustainable future. We welcome the existence of the LAG and declare our readiness to cooperate with this group, and this year we have already identified up to 10 issues of joint cooperation and will do our best to be responsible within City Hall,”  said Jambul Khozhrevanidze, the deputy mayor of Tsalka Municipality.

 

During the meeting, a panel discussion was held during which the participants were introduced to the planned activities by Nodar Kereselidze, UNDP National Project Manager in Georgia, and Juba Maruashvili, National Food and Agriculture Organization (FAO) ENPARD Grant Management Expert.

 

At the end of the meeting, the participants agreed on the implementation of activities in cooperation with the current projects and the availability of opportunities.

 

The project “EMBRACE Tsalka” is implemented under the European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD) by the EU’s partner organization CENN, in partnership with the Georgian Farmers’ Association (GFA) and German partner organization – Institute for Rural Development Research (IfLS). The project aims at diversifying local economic activities, improving the investment climate, and empowering competitive agricultural and environmental practices in Keda Municipality via bottom-up strategic planning of rural development.

 

The EU is supporting agriculture and rural development in Georgia through its ENPARD Programme. Implemented since 2013 with a total budget of EUR 179.5 million, the main goal of ENPARD is to reduce rural poverty in Georgia. The first phase of ENPARD in Georgia focused on developing the potential of agriculture. The second and third phases of ENPARD focus on creating economic opportunities for rural population that go beyond agricultural activities. More information on ENPARD is available at: www.enpard.ge.

 

Media Contact:

·        Marie Kikvadze, CENN Communications Manager, +995 577 95 90 20, marie.k...@cenn.org  

 

 

CENN is a member of the:

 

This information was sent by in...@cenn.org

Instant removal with SafeUnsubscribe | Editorial Policy | Privacy Policy.

Disclaimer: The views and opinions expressed herein are those of the author and do not necessarily reflect the official opinion of CENN, unless otherwise stated.

 

T +995 32 275 19 03/04
F +995 32 275 19 05
in...@cenn.org
www.cenn.org

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
From: Info CENN
Sent: Thursday, February 11, 2021 9:15 PM
Subject: [cenn] CENN Hosted the Second Steering Committee Meeting Online Under the EU ENPARD Supported “EMBRACE Tsalka” Project

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


------------- *  ENWL  * ------------
Ecological North West Line * St. Petersburg, Russia
Independent Environmental Net Service
Russian: ENWL (North West), ENWL-inf (FSU), ENWL-misc (any topics)
English: ENWL-eng (world information)
Send information to en...@lew.spb.org, enwl...@lew.spb.org, en...@lew.spb.org, en...@lew.spb.org
Subscription, Moderator: vf...@lew.spb.org or en...@enw.net.ru
Archive: http://groups.google.com/group/enwl/
Additionally: http://www.enwl.net.ru/
 (C) Please refer to exclusive articles of ENWL
-------------------------------------

image010.jpg
image011.jpg
image012.jpg
image013.png
image014.png
image006.jpg
image007.jpg
image015.jpg
image009.jpg
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages