|
| ||||||||||||||||
|
ევროკავშირის მხარდაჭერით, გორში სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა და საქველმოქმედო აქცია გაიმართება |
With the Support of the European Union, a New Year Market of Social Entrepreneurs and a Charity Event will be Held in Gori | |||||||||||||||
|
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერითა და საზოგადოება “ბილიკთან” და გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან პარტნიორობით, 30 დეკემბერს, 14:00 საათიდან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, ადგილობრივი სოციალური მეწარმეების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
გამოფენა-გაყიდვის მიზანი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციაა. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე ადგილობრივი მეწარმე, რომლებიც გამოფენენ ხელნაკეთ და სხვა ტიპის ნივთებს საშობაო და საახალწლო თემატიკაზე.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სტუმრებს შეეძლებათ მოიტანონ მეორადი ტანისამოსი, რომელიც, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გადაეცემა გორში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
ღონისძიების განმავლობაში, CENN, „მწვანე საჩუქარი“, კომპანია „ტენე“ და საზოგადოება „ბილიკი“ საზეიმოდ დააჯილდოებენ მაკულატურის კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს. მაკულატურის კონკურსი მიმდინარეობს 15-დან 29 დეკემბრის ჩათვლით და მისი მიზანი გორის მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო და კერძო სკოლების გარემოსდაცვით ღონისძიებებში ჩართვა და სკოლებში ნარჩენების, კერძოდ კი, მაკულატურის დახარისხების წახალისებაა.
მეტი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიეთ ღონისძიების ბმულს.
ღონისძიება ინიცირებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი რეგიონალური პროექტის "EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF (საქართველო) და Green Lane NGO (სომხეთი) ერთად. პროექტის მიზანია საქართველოში და სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო პოტენციალის განვითარება, სოციალური მეწარმეობის და მწვანე ინოვაციების მიმართულებით მათი უნარ-ჩვევების გაძლიერება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით: ანა პეტრიაშვილი, კომუნიკაციების სპეციალისტი, CENN ტელ: 599 522 127, E-mail: ana.petr...@cenn.org
|
CENN, with the support of the European Union and in partnership with the society "Biliki" and the Gori Municipality, will hold a New Year market of local social entrepreneurs on December 30, from 14:00, at the Gori Municipality Building.
The purpose of the market is to support and popularize small and medium-size entrepreneurs living in Gori Municipality. Up to 20 local entrepreneurs will take part in the market, who will exhibit handmade and other types of items on Christmas and New Year themes.
As part of the charity event, guests will be able to bring second-hand clothes, which, after the event, will be handed over to socially vulnerable people living in Gori.
During the event, CENN, Green Gift, Tene and Biliki will award the winners of the waste paper competition. The waste paper competition is taking place from December 15 to 29 and its goal is to involve public and private schools in Gori Municipality in environmental activities and to encourage waste recycling, in particular paper, in schools.
For more information, please visit the event link.
The event is initiated within the EU-funded regional project “EU4Youth: Social Entrepreneurship Ecosystem Development (SEED) for Green Growth”, which is implemented by CENN in partnership with KRDF in Georgia and Green Lane NGO in Armenia. The project empowers disadvantaged youth in Georgia and Armenia to successfully transition from education to work through developing their Social Entrepreneurship and Green Innovation skills.
For further questions, please contact: Ana Petriashvili, Communications Specialist, CENN Tel: 599 522 127 E-mail: ana.petr...@cenn.org | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Friday, December 24, 2021 12:08 PM
Subject: [cenn] With the Support of the EU, a New Year Market
of Social Entrepreneurs and a Charity Event will be Held in
Gori | ||||||||||||||||