| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
|
ევროკავშირის მხარდაჭერით, კლიმატის ეროვნული პლატფორმის (NCP) მორიგი შეხვედრა გაიმართა |
With the EU Support , MEPA and CENN Host the National Climate Platform (NCP) Meeting | |||||||||||||||
|
საქართველო, ევროკავშირის მხარდაჭერით, აგრძელებს ბრძოლას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP) ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, CENN-თან თანამშრომლობით, კლიმატის ეროვნული პლატფორმის (NCP) მორიგი შეხვედრა 15 დეკემბერს გამართა. NCP აერთიანებს კლიმატის ცვლილების სფეროში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - სახელმწიფო სტრუქტურებს, დონორ ორგანიზაციებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციის პროცესში დაინტერესებული მხარეების ეფექტიანი ჩართულობის ხელშეწყობას.
NCP-ის რიგით მეორე შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს კლიმატის კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP 26) შედეგები. ასევე, შეხვედრის დროს წარდგენილი იყო ევროკომისიის მიერ Horizon 2020, კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - კლიმატის ინოვაციური სერვისების შექმნა სამეცნიერო და ადგილობრივი ცოდნის ინტეგრირების გზით (I-CISK). მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO CAP) ფარგლებში ამ ეტაპამდე მიღწეული შედეგები და 2022 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობები.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ“ - სამუშაო ვერსიის მონახაზი.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც „საქართველოს მეხუთე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ“ დოკუმენტის შემუშავებასა და კლიმატის ცვლილების ფინანსურ საკითხებზე იმუშავებენ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტი 1 მილიონი ევროა.
საკონტაქტო პირი: მარიამ ღლონტი, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, mariam....@cenn.org, +995 599 877 808 |
Georgia, with the support of the European Union, continues to fight against climate change. Within the framework of the EU-funded project - Georgian Climate Program (GEO CAP), the Ministry of Environment and Agriculture of Georgia, in cooperation with CENN, held a second meeting of the National Climate Platform (NCP) on December 15. The NCP brings together stakeholders in the field of climate change - government, donor organizations, scientific institutions, non-governmental organizations and the private sector. NCP aims to promote the effective involvement of stakeholders in the process of climate change.
The participants of the second NCP meeting discussed the results of the 26th Conference of the Parties to the Climate Convention (COP 26). During the meeting, a presentation was held of the project funded by the European Commission under Horizon 2020 - Creating Innovative Climate Services through the Integration of Scientific and Local Knowledge (I-CISK). Furthermore, the parties reviewed the results achieved so far under the EU-supported project - Georgian Climate Program (GEO CAP) and the activities planned for 2022.
During the meeting, the parties discussed the Fifth National Communication of Georgia to the UN Framework Convention on Climate Change – currently a working version.
The participants of the meeting decided to set up a working group to work on the draft document of the Fifth National Communication of Georgia to the UN Framework Convention on Climate Change, as well as on the financial issues of climate change. The meeting was attended by the EU Delegation to Georgia, representatives of the Ministry of Environment and Agriculture of Georgia, academia, non-governmental organizations and the private sector.
The European Union supported Georgia Climate Action Program (GEO-CAP) is implemented by CENN together with the Kakheti Regional Development Fund (KRDF), the Chiatura Union (ACU), the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Agrotourism Development Association (RLS-ADA), and the Young Pedagogue’s Union (YPU). The target municipalities of the project are Gurjaani, Sagarejo, Akhmeta, Zestaponi, Tkibuli, Chiatura, Lanchkhuti, Ozurgeti, Oni, and Ambrolauri. The total budget of the project is 1 million euros.
Media Contact Mariam Ghlonti , CENN, Communications Officer, mariam....@cenn.org +995 599 877 808 | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Friday, December 17, 2021 4:08 PM
Subject: [cenn] Supported by the EU, MEPA and CENN Host the
National Climate Platform (NCP) Meeting | ||||||||||||||||