*[Enwl-eng] [cenn] As Part of the EU Green Week 2021, CENN Launches a Large-scale Campaign – Act4Climate

0 views
Skip to first unread message

ENWLine

unread,
Jun 17, 2021, 11:17:28 AMJun 17
to "ENWL-uni"

 

 

2021 წლის ევროკავშირის  მწვანე კვირეულის ფარგლებში CENN იწყებს მასშტაბურ კამპანიას - იმოქმედე კლიმატისთვის

As Part of the EU Green Week 2021, CENN Launches a Large-scale Campaign – Act4Climate

22 ივნისი, 2021 წელი. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში CENN, პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან - კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი (KRDF), ჭიათურელთა კავშირი (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისა (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი (YPU) - ერთად 2021 წლის ევროკავშირის მწვანე კვირეულს შეუერთდა და ამ ღონისძიებას მასშტაბური კამპანის იმოქმედე კლიმატისთვის ორგანიზებით აღნიშნავს. კამპანიის მიზანია საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახლაგაზრდებში, ცოდნის ამაღლება კლიმატის ცვლილებაზე და მისი ნეგატიური შედეგების შერბილების მარტივ გზებზე, ყოველდღიურ ქმედებებზე, რომლებიც დაგვეხმარება შევამციროთ კლიმატის ცვლილება.

მასშტაბური ახალგაზრდული კამპანია იმოქმედე კლიმატისთვის ჩატარდება პარალელურ ფორმატში, 22 ივნისს, 11:00-15:30 საათზე,  ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტში - ოზურგეთი, ჭიათურა, ამბროლაური, ახმეტა.

კამპანიის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ შემეცნებით და სახალისო აქტივობებში. მასშტაბური კამპანია მოიცავს თემატურ პანელს კლიმატის ცვლილების შესახებ, მასტერკლასს - ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე, რომელსაც წარუძღვებიან შოკო ჩაჩუა, ვენტილატორის დამფუძნებელი და მარი ბენდელიანი, 7R საქართველოს დამფუძნებელი, სახალისო ვიქტორინას კლიმატის ცვლილების შესახებ, ახალგაზრდული კონკურსის ნამუშევრების ჩემი თვალით დანახული კლიმატის ცვლილება გამოფენას, კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვებასა და კედლის თემატური მოხატვის სიმბოლურ აქციას.

კამპანიაში ჩაერთვებიან ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, რომლებიც კამპანიის მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთი გარემოსდაცვითი აქტივიზმის გამოცდილებას, გააცნობენ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობას, მიაწვდიან ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი კონკურსებისა და ღონისძიებების შესახებ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თემატური საინფორმაციო სტენდებიც, სადაც დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ  გაეცნონ, სასწავლო მასალებსა და საინფორმაციო ბროშურებს ახალგაზრდული შესაძლებლობებისა და პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობების შესახებ.

კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებისა და მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, ჩართულობის გაზრდის მიზნით 16 ივნისიდან CENN-ის Facebook გვერდზე დაიწყება 1 კვირიანი სოციალური მედია კამპანია Climate in Focus, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია და საინტერესო რჩევები კლიმატის ცვლილებისა და მისი შერბილების შესახებ.

აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ადგილობრივი და რეგიონული მთავრობისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიების ადგილი: გაბრიელ ეპისკოპოსის 3, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, სოციალური კაფე, ოზურგეთი, გურია.

დრო და თარიღი: სამშაბათი, 22 ივნისი, 11:00 – 15:30 საათი

RSVP: გთხოვთ, დაადასტუროთ თქვენი მონაწილეობა ღონისძიებაში არაუგვიანეს 2021 წლის 19 ივნისისა. დასტურისთვის გთხოვთ, გამოაგზავნოთ ჟურნალისტის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია მისამართზე: marie.k...@cenn.org ან დარეკოთ ნომერზე: 995 577 95 90 20.

ევროკავშირის მწვანე კვირეულის შესახებ

მწვანე კვირეული ყოველწლიური ღონისძიებაა მდგრადი განვითარების შესახებ, რომელსაც ორგანიზებას უწევს ევროკავშირი. კვირეულის ფარგლებში იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და თემატური დებატები კონკრეტული თემების ირგვლივ. 2021 წლის თემაა ნულოვანი დაბინძურება ჯანმრთელი ადამიანებისა და პლანეტისთვის.

კამპანიის მიზანი

კამპანიის მიზანია ახალგაზრდებში და მოზრდილებში ცოდნის ამაღლება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჩვენი ყოველდღიური ქმედებების გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, შესაბამისად, პლანეტის და საკუთარ კეთილდღეობაზეც. აღნიშნული კამპანია გაზრდის საზოგადოების ცნობიერებას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში. კამპანია პარალელურ ფორმატში ჩატარდება პროექტის ოთხი სამიზნე რეგიონში და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე სოციალურ აქტივობებს, რომელშიც ჩართულები იქნებიან პროექტის პარტნიორები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ადგილობრივი ახლაგაზრდები, ეკო-კლუბები, საგანმანათლებლო ინსტიტუტები, ადგილობრივი მთავრობა და მედიის წარმომადგენლები.

ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) შესახებ

2021 წლის იანვრიდან CENN-მა, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, დაიწყო ახალი ინიციატივა  საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP): სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავება და განხორციელებაში.

CENN საქართველოს კლიმატის პროგრამას მომდევნო 4 წლის განმავლობაში, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 4 სამიზნე რეგიონში (გურია, იმერეთ, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი) ადამიანის უფლებებზე დამყარებული მიდგომით, განახორციელებს.

 „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტია 1 მილიონი ევროა.

June 22, 2021. We are pleased to announce that CENN, the Kakheti Regional Development Fund (KRDF), the Chiatura Union (ACU), the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Agritourism Development Association (RLS-ADA), and the Young Pedagogues Union (YPU) within the framework of the EU-supported Georgia Climate Program joined the EU Green Week 2021 and together are celebrating this event by organizing a large-scale campaign – Act4Climate. The campaign aims to raise awareness in the community, especially among young people, about climate change and simple daily actions to help reduce climate change and mitigate its negative effects.

The large-scale Youth Campaign Act4Climate will be held simultaneously on June 22, from 11:00 to 15:30, in four target municipalities - Ozurgeti, Chiatura, Ambrolauri, Akhmeta.

Campaign participants will have the opportunity to engage in cognitive and fun activities. The large-scale campaign includes a thematic panel on climate change; a masterclass - New Life of Old Items, led by Shoko Chachua, the founder of Ventilator; a masterclass led by Marie Bendeliani, the founder of 7R Georgia; a fun quiz on climate change; “Climate Change Seen Through My Eyes” youth competitionartwork exhibition, award ceremony for the winners of the competition; and a symbolic action of painting thematic street art on walls.

The campaign will involve Young European Ambassadors, who will share their environmental activism experiences with campaign participants, introduce them to the activities of young European ambassadors, and provide information about the competitions and events they have planned.

The event will also feature thematic information stands, where attendees will have the opportunity to learn about knowledge materials and informational brochures about youth opportunities and the activities of partner organizations.

To raise climate change awareness and engage the population, especially young people, a 1-week social media campaign, Climate in Focus, will be launched on CENN's Facebook page on June 16. The media campaign will allow viewers to receive information and interesting tips on climate change and mitigation.

The EU delegation to Georgia, representatives of local and regional governments, and project partner organizations will participate in the campaign.

Campaign Venue: Gabriel Episkoposi Str.3, Young Pedagogues Union, Social Cafe, Ozurgeti, Guria

Time and Date: Tuesday, June 22, 11:00 - 15:30

RSVP: Please confirm your participation in the event no later than June 19, 2021. For confirmation, please send the journalist's name, surname, and contact information to the following email: marie.k...@cenn.org  or call: 995 577 95 90 20.

About EU Green Week

Green Week is an annual worldwide event on sustainable development organized by the European Union. During the week, various types of events and thematic debates are held around specific topics. The theme for 2021 is zero pollution for healthy people and the planet.

The Goal of the Campaign

Act for Climate is a comprehensive campaign that aims to educate and empower youth and adults in Guria, Imereti, Racha-Lechkhumi and Kakheti regions about the power of our daily choices and the huge impact these choices have on the climate change, health and wellbeing of both ourselves, and our planet. The social event will raise awareness in all levels of society about the role of civil society in tackling climate change. This will be done through the event's comprehensive educational and social activities that will involve the target audience of the GEO-CAP project. The event will take place simultaneously in four of the project’s target municipalities and will involve the project partners, youth, eco-clubs, educational institutions, and local authorities and media representatives.

About the EU-supported Georgia Climate Program (GEO-CAP)

With the support of the EU, in 2021 CENN launched the Georgia Climate Program (GEO-CAP). The project supports Georgia to act on climate change by introducing climate friendly behaviour and reinforcing cooperation and trust between state and non-state actors, strengthening regional CSOs via supporting the implementation of concrete initiatives together with local communities and empowering people to engage in advocacy processes that will result in collaborative climate actions in the target regions of the project.

CENN will implement the GEO-CAP over the next 4 years together with partner organisations in 4 target regions (Guria, Imereti, Racha-Lechkhumi, and Kakheti) with the Human Rights-Based Approach approach.

 

The European Union supported Georgia Climate Action Program (GEO-CAP) is implemented by CENN together with the Kakheti Regional Development Fund (KRDF), the Chiatura Union (ACU), the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Agrotourism Development Association (RLS-ADA), and the Young Pedagogue’s Union (YPU). The target municipalities of the project are Gurjaani, Sagarejo, Akhmeta, Zestaponi, Tkibuli, Chiatura, Lanchkhuti, Ozurgeti, Oni, and Ambrolauri. The total budget of the project is 1 million euros.

 

 

 

CENN is a member of the:

 

This information was sent by in...@cenn.org

Instant removal with SafeUnsubscribe | Editorial Policy | Privacy Policy.

Disclaimer: The views and opinions expressed herein are those of the author and do not necessarily reflect the official opinion of CENN, unless otherwise stated.

 

T +995 32 275 19 03/04
F +995 32 275 19 05
in...@cenn.org
www.cenn.org

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
From: Info CENN
Sent: Wednesday, June 16, 2021 4:34 PM
Subject: [cenn] As Part of the EU Green Week 2021, CENN Launches a Large-scale Campaign – Act4Climate

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


------------- *  ENWL  * ------------
Ecological North West Line * St. Petersburg, Russia
Independent Environmental Net Service
Russian: ENWL (North West), ENWL-inf (FSU), ENWL-misc (any topics)
English: ENWL-eng (world information)
Send information to en...@lew.spb.org, enwl...@lew.spb.org, en...@lew.spb.org, en...@lew.spb.org
Subscription, Moderator: vf...@lew.spb.org or en...@enw.net.ru
Archive: http://groups.google.com/group/enwl/
Additionally: http://www.enwl.net.ru/
 (C) Please refer to exclusive articles of ENWL
-------------------------------------

image006.jpg
image002.jpg
image007.png
image008.png
image009.jpg
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages