| ||||||||||||||||
CENN და UNDP ახალ ერთობლივ ინიციატივას იწყებენ ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად |
CENN and UNDP Start a New Joint Initiative
Energy Efficiency and Renewable Energy Technologies in Rural Areas
| |||||||||||||||
CENN, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით იწყებს ახალი ინიციატივის - ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია სოფლად განხორციელებას საქართველოს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ხულო, ქედა, ახალქალაქი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.
კამპანიის მიზანია თერმული ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გაყიდვების გაზრდა სამიზნე 8 მუნიციპალიტეტში ცნობიერების ამაღლებისა და სარეკლამო ღონისძიებების განვითარების გზით.
კამპანიის ფარგლებში სამიზნე რეგიონებში ჩატარდება სათემო მობილიზაციის შეხვედრები, ტრენინგები ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის შესახებ; მომზადდება სხვადასხვა საინფორმაციო მასალები და გაიმართება ენერგო ავტობუსის მასშტაბური კამპანია.
პროექტი მიზნად ისახავს ფართო მასშტაბით, სოფლად ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ძირითადად სარგებელს მოუტანს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტსა და ზოგადად საქართველოს რეგიონებს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ჩართვის საშუალება ექნება ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს კამპანიის სამიზნე 8 მუნიციპალიტეტიდან.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. |
CENN, in cooperation with United Nations Development Programme (UNDP), start the implementation of a new initiative Promotional Campaign for Energy Efficiency and Renewable Energy Technologies in Rural Areas in the following municipalities of Georgia: Khulo, Keda, Akhalkalaki, Borjomi, Kazbegi, Tetritskaro, Dedoplistskaro and Lagodekhi. The aim of the campaign is to raise the sales of thermal EE/RE solutions in the target municipalities via the implementation of an awareness raising and promotional campaign. The project aims to introduce large-scale, rural energy efficiency and renewable energy technologies, which will mainly benefit the introduction of innovative technologies in 8 target municipalities and the regions of Georgia in general. People interested in energy efficiency and renewable energy technologies from the 8 target municipalities of the campaign will have the opportunity to participate in the activities planned within the campaign. The campaign is being implemented with the assistance of the European Union (EU) and the United Nations Development Programme (UNDP) within the European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD). | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Monday, June 21, 2021 11:17 AM
Subject: [cenn] CENN and UNDP Start a New Joint Initiative -
Implementation of a Promotional Campaign for Energy Efficiency and
Renewable Energy Technologies in Rural Areas |