| ||||||||||||||
| ||||||||||||||
დედამიწის დღე 2018 - „პლასტიკის დასასრული“
|
Earth Day 2018 -“End Plastic Pollution” | |||||||||||||
22 აპრილს - დედამიწის დღის აღსანიშნავად, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ადგილობრივი მთავრობის ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, ჩატარდა დასუფთავების აქციები.
თბილისში, „დედამიწის დღის“ ფარგლებში, დასუფთავების აქცია ჩატარდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიასთან, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ახალი იპოდრომისა და სოფელ ლისის საავტომობილო გზის მონაკვეთები (დაახლოებით 0,5 ჰა), ასევე სოფელ თხილვანას ტერიტორია (დაახლოებით 1 ჰა). თბილისში აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და თბილისის მერიის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით.
„დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ, ქ-მა მაია ბითაძემ, თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-მა ლევან ჯღარკავამ, წყლის გლობალური პარტნიორობა საქართველოს წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა და სტუდენტებმა, ასევე პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ განმახორციელებელი კონსორციუმის წევრებმა. თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა. დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 70-მდე მოხალისემ. აქციის ფარგლებში შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი, რომელიც თბილსერვის ჯგუფის მიერ გატანილი იქნა ნაგავსაყრელზე.
კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის - „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.
„დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად.
„დედამიწის დღის“ ფარგლებში დაგეგმილი დასუფთავების აქციები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება რეგიონებში.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
|
On April 22 – celebrating the Earth Day, within the framework of "Clean Up Georgia” campaign, large-scale clean-up activities were carried out in Tbilisi and in the regions of Georgia. The event was organized by the Greens Movement of Georgia / Friends of the Earth- Georgia and local governments, with financial support of the Government of Sweden and in collaboration with the Ministry of Environment and Agriculture of Georgia. A clean up in Tbilisi was carried out in the neighbourhoods of Lisi Lake, during which, the new hippodrome and village Lisi motorway section (around 0,5 ha area), village Thilvana (about 1 ha area) were cleaned up. The event was organized by the Greens Movement of Georgia / Friends of the Earth Georgia and Tbilisi City Hall, with support of the Ministry of Environment and Agriculture of Georgia.
Deputy Mayor of Tbilisi Ms. Maya Bitadze, Head of Tbilservice Group Mr. Levan Jgarkava, representatives of the Global Water Partnership of Georgia, volunteers and students, as well as representatives of non-governmental organizations implementing project "Clean Up Georgia" (Phase III), Tbilisi City Hall Cleaning Service took part in clean-up activities dedicated to Earth Day. About 70 volunteers took part in the action. Within the framework of the event, 5 m3 of waste was collected and taken to the landfill by Tbilservice Group.
The “Clean Up Georgia” campaign is carried out within the framework of the project “Clean Up Georgia” (Phase III) and implemented by NGO consortium Greens Movement of Georgia/Friends of the Earth Georgia, Georgian Society of Nature Explorers “Orchis, “Ecological Awareness and Waste Management” with financial support of the Government of Sweden and in collaboration with the Ministry of Environment and Agriculture of Georgia and Solid Waste management Company.
“Earth Day” was first celebrated globally in 1970 and millions of people came out to protect our planet. This is one of the largest environmental campaign and unites international community to protect their living environment through various environmental events. On this day worldwide environmental activities are carried out to make Earth Day into a day of action.
Clean up activities planned in the framework of “Earth Day" will last throughout the week in the regions
The Greens Movement of Georgia / Friends of the Earth Georgia Media and Public Relations Service
| |||||||||||||
|