|
| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
|
ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება და ტყის რესურსების მდგრადი მართვა |
Women Empowerment and Sustainable Forest Management | |||||||||||||||
|
CENN-ისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, კახეთის რეგიონულ ქალთა საბჭოს წევრებს საფეხმავლო გამყოლის მოსამზადებელი სასერტიფიკატო ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგის მიზანი იყო ადგილობრივი ქალების გაძლიერება და ტყის მდგრადი და მრავალფუნქციური, განსაკუთრებით კი ტყის არამერქნული რესურსების გამოყენების გზით შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა.
მონაწილეები გაეცნენ ეკოტურიზმის კონცეფციას, მათ შორის ეკოტურისტული ლაშქრობის სპეციფიკას და ინფორმაცია მიიღეს საფეხმავლო გამყოლი გიდის პროფესიისა და მისი აღჭურვილობის, საფეხმავლო ტურის ჩატარების შესაძლო ადგილმდებარეობის დადგენისა და მარშრუტის დაგეგმვის სანავიგაციო ხელსაწყოების გამოყენების შესახებ. ასევე, ტრენინგზე განიხილეს ლაშქრობისას არსებული რისკების, მათი მართვისა და კვების უსაფრთხოების საკითხები.
ტრენინგი პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა და მას საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია უძღვებოდა. მონაწილეებს შორის იყვნენ ქალები კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლიდან, მათ შორის: ჯოყოლო, ომალო, ახალსოფელი, კისისხევი, არგოხი, შალაური, ფშაველი.
სამომავლოდ, კახეთის ქალთა საბჭო გეგმავს ადგილობრივი ქალების მხარდასაჭერად ღონისძიებების სერიას. მათ შორის ტრენინგებს, სემინარებს და სასწავლო ვიზიტებს თემაზე მწვანე მეწარმეობის ხელშეწყობა, ფორმალური რეგისტრაციის მნიშვნელობა, ციფრული უნარების გაუმჯობესება ადგილობრივი მეწარმეებისთვის და სხვ.
ქალთა საბჭოები შეიქმნა პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. ქალთა საბჭოების მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა ტყის არამერქმნული რესურსების მდგრადი, სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობის გზით და მათი ჩართულობის გაზრდა ტყის მდგრადი მართვის და სოფლის განვითარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. |
With the support of CENN and Austrian Development Cooperation, hiking guide preparatory certification training was held for Kakheti Regional Women's Council.
The aim of the training was to enhance local women's empowerment and their ability to generate income through sustainable and multifunctional use of forest and non-timber forest products.
Participants were informed about the concept of ecotourism, hiking as a type of ecotourism, profession of hiking guide and its equipment, a possible location for the hiking tour, and the use of route navigation tools. Also, the training discussed the risks of hiking, risk management and food safety.
Training was held within the framework of the “Sustainable Forest Management for Rural Development” project, led by Georgian Ecotourism Association. The training was attended by women and community members from different villages of Kakheti, including: Jokolo, Omalo, Akhalsopeli, Kisiskhevi, Argokhi, Shalauri, Pshaveli.
Kakheti Women's Council is planning a series of events supporting local women as part of the initiative. The events include trainings, seminars and study tours on promoting green entrepreneurship, the importance of formal registration, improving digital skills for local entrepreneurs, a forum supporting women entrepreneurs and etc.
The Women's Councils were established under the "Sustainable Forest Management for Rural Development" project implemented by CENN, with financial support from the Austrian Development Cooperation. The purpose of the Women's Councils is to support the social and economic empowerment of rural women by promoting sustainable, social entrepreneurship of non-timber forest resources and increasing their involvement in sustainable forest management and rural development decision-making processes. | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Monday, April 11, 2022 11:45 AM
Subject: [cenn] Women Empowerment and Sustainable Forest
Management | ||||||||||||||||