| ||||||||||||||||
ევროკავშირის მხარდაჭერით CENN დედამიწის დღის აღსანიშნავად საქართველოს კლიმატის პროგრამასა და ეს წალკაა პროექტებთან ერთად, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, იწყებს სოციალური საღამოების სერიას |
With the EU Support CENN Together with EMBRACE Tsalka and GEO-CAP Projects Announce the Cycle of Online Environmental Awareness Rising Social Evenings | |||||||||||||||
CENN, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ეს წალკაა და საქართველოს კლიმატის პროგრამა ფარგლებში გიწვევთ დედამიწის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ონლაინ საგანმანათლებლო სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად.
როდესაც ჩვენ ცხოვრების ნორმალურ რიტმს დავუბრუნდებით, მსოფლიო ვერ შეძლებს საქმიანობის ისე გაგრძელებას, როგორც ეს ადრე იყო. დღეს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ ცვლილების განხორცილება ეკონომიკის ყველა დარგში, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუ გაერთიანებული ძალებით ვიმოქმედებთ საერთო მიზნების მისაღწევად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღეა, დედამიწის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, ყოველწლიურად 1 მილიარდზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, მსოფლიოს 192 ქვეყნიდან.
2021 წლის 13-20 აპრილს, შემოუერთდით ონლაინ სოციალური საღამოების სერიებს, რომლის ფარგლებში ჩვენი ექსპერტები ერთიანდებიან, რათა საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით. ონლაინ სოციალური საღამოების სერია ფოკუსირებულია ბუნებრივი რესურსების მართვაზე, მწვანე მეწარმეობაზე, განვითარებულ მწვანე ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებზე, რათა ამ გზებით თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თავისი წვლილის შეტანა მსოფლიოს ეკოსისტემების აღდგენაში.
სოციალური საღამოების სერია ემსახურება კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის, ნარჩენებისა და საკვების ნარჩენების მდგრადი მართვის, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლების, მდგრადი განვითარების (2030) მიზნებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პოპულარიზაციას.
ონლაინ სოციალური საღამოების ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ შემდეგ სესიებს:
საზოგადოების ჯანმრთელობისა და მდგრადობის მხარდაჭერით დაწყებული, კლიმატის ადვოკატირებით დამთავრებული, ჩვენ გვაქვს მდგრადი და ეფექტიანი ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა.
სოციალურ საღამოებში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/eMCVC8C8YRLkxyub8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 11 აპრილი, 18:00 საათი
დროა, ერთად ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ!
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
„საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის საერთო ბიუჯეტია 1 მილიონი ევროა.
|
More than 1 billion people in 192 countries now participate in Earth Day activities each year, making it the largest civic observance in the world. CENN together with EMBRACE Tsalka and GEO-CAP projects invite you to be a part of Earth Day and to help further climate action across the globe.
When life around the world returns to normal, our world cannot return to business-as-usual. We have the ability to make a difference in every industry, but that can only happen when we work together.
On 13-20 April, 2021 join our cycle of online environmental social evenings as we come together to make clear that climate action and restoration cannot wait. Cycle of online social evenings focuses on natural processes, emerging green technologies, green entrepreneurship and innovative thinking that can restore the world’s ecosystems.
As part of online social evenings you will have the opportunity to attend the following sessions:
Register for the online social evenings here: https://forms.gle/eMCVC8C8YRLkxyub8
The deadline for registration is 11 April, 18:00.
It’s time for collaborative climate action in Georgia – Let’s act together!
The EU-supported ENPARD project “Embrace Tsalka” is implemented by CENN in partnership with the Georgian Farmers’ Association (GFA) and German partner organization – Institute for Rural Development Research (IfLS). The project aims at diversifying local economic activities, improving the investment climate, and empowering competitive agricultural and environmental practices in Tsalka Municipality via bottom-up strategic planning of rural development.
The European Union supported Georgia Climate Action Program (GEO-CAP) is implemented by CENN together with the Kakheti Regional Development Fund (KRDF), the Chiatura Union (ACU), the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Agrotourism Development Association (RLS-ADA), and the Young Pedagogue’s Union (YPU). The target municipalities of the project are Gurjaani, Sagarejo, Akhmeta, Zestaponi, Tkibuli, Chiatura, Lanchkhuti, Ozurgeti, Oni, and Ambrolauri. The total budget of the project is 1 million euros.
| |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Thursday, April 08, 2021 3:42 PM
Subject: [cenn] Celebrating Earth Day - CENN Announces Online
Environmental Awareness Raising Social Evenings |