| ||||||||||||||||
‘გლობალური სამეწარმეო ქსელისა’ და ‘ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს’ თანაორგანიზებით საქართველოში მეცხრედ იმართება გლობალური მეწარმეობის კვირეული, რომელიც 22 ნოემბრამდე გაგრძელდება |
Ninth Global Entrepreneurship Week Georgia Organized by GEN Georgia and Agency for Innovation and Technology Will Last Until November 22 | |||||||||||||||
წელს გლობალური მეწარმეობის კვირეულის მთავარი თემაა ინტეგრაცია, რაც გულისხმობს იმ ჯგუფების ჩართულობას, რომლებსაც ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობასთან ნაკლები წვდომა აქვთ, კერძოდ კი ორიენტირებულია ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციაზე მაღალმთიანი და ძნელად მისადგომი ტერიტორიებიდან. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია 20 - მდე ღონისძიება თბილისის, სამეგრელოსა და რაჭისა რეგიონებში.
კვირეულში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ანტრეპრენერები, სტარტაპები და ეკოსისტემის ლიდერები. ღონისძიებები მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს, მათ შორისაა სთორითელინგ სესიები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები, სტარტაპ ფიჩინგ სესიები და სხვა. გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ტარდება ონლაინ რეჟიმში და მათში მონაწილეობა უფასოა.
გლობალური მეწარმეობის კვირეული მასშტაბური საერთაშორისო პროექტია, რომლის მიზანია ინოვაციური სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირება, ეკოსისტემის ლიდერების ერთმანეთთან დაკავშირება, მეწარმეობის პოპულარიზაცია და დამწყები მეწარმეებისათვის მოტივაციის ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ყოველი წლის ნოემბერში 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, 10 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანია ჩართული.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემულ ბმულზე - https://bit.ly/329DBar |
The main topic of this year’s Global Entrepreneurship Week is Integration, which involves the vulnerable groups with less access to innovative and entrepreneurial activities. Project is particularly focused on the integration of young people and women from mountainous and hard-to-reach areas. Up to 20 events are planned in Tbilisi, Samegrelo and Adjara regions within the week.
Both local and foreign entrepreneurs, startups and ecosystem leaders will participate in different activities during the week. Activities includes storytelling sessions, workshops, panel discussions, startup pitching sessions and more. The events planned within the Global Entrepreneurship Week are free and held online.
Global Entrepreneurship Week is a one of the largest international project , which aims to build an innovative entrepreneurial ecosystem, connect ecosystem leaders, promote entrepreneurship, and increase motivation for start-up entrepreneurs.
Each November project hosts more than 30,000 events simultaneously in more than 170 countries , with 10,000 partners involving more than 20 million people.
For registration please follow the link: https://bit.ly/329DBar | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Monday, November 16, 2020 3:01 PM
Subject: [cenn] Ninth Global Entrepreneurship Week Georgia
Organized by GEN Georgia and Agency for Innovation and Technology Will
Last Until November 22 |