| ||||||||||||||
|
კამპანია „იცურე მშვიდად“ - მორიგი აქცია - სიკვდილის ზონა ქალაქ რუსთავში
|
Campaign Swim Safe – The next action – Death Zone in Rustavi City
| |||||||||||||
|
9 ოქტომბერს კამპანია „იცურე მშვიდად“ მონაწილე ორგანიზაციებმა მორიგი აქცია გამართეს ქალაქ რუსთავში, მე-11 და მე-12 მიკრორაიონების მიმდებარედ, ჰესთან არსებულ დაჭაობებულ წყალსაცავთან, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას, სადაც წარსულში ადამიანების დახრჩობის არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
წყალსაცავის ნაპირზე ერთმანეთის გვერდით ნახავთ ბანაობის ამკრძალავ ბანერს და წყალსაცავში დამხრჩვალი ადამიანის ხსოვნის საპატივცემულოდ აღმართულ ჯვარს. ეს სურათი გვიჩვენებს, რომ მსგავს საშიშ ადგილებზე მხოლოდ ამკრძალავი ბანერების დამონტაჟება საკმარისი არ არის და ხშირად აუცილებელია, წყლის ობიექტი დაცული იყოს სპეციალური ბარიერებით.
ქალაქ რუსთავში არსებული წყალსაცავი მიმზიდველი ადგილია მეთევზეებისთვის. ხშირად აქ ბავშვებიც თევზაობენ ან ბანაობენ. მოზარდის დახრჩობის ერთ-ერთი შემთხვევა გაშუქებულია სტუდია „მონიტორის“ საგამოძიებო ფილმში - „სიკვდილის ზონები საქართველოში“ . წყალსაცავის წყლით სარგებლობენ ადგილობრივი მწყემსებიც. აქ ხშირად ნახავთ ცხვრის ფარას და მსხვილფეხა პირუტყვის ნახირს. პირუტყვის მიერ წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია და ამ მხრივაც, საჭიროა მუნიციპალიტეტმა გაატაროს ზომები, რათა დაცული იყოს არა მარტო უსაფრთხოების, არამედ ჰიგიენურ-სანიტარიული სტანდარტები. იმ ქმედებებს შორის, რაც უნდა განხორციელდეს დახრჩობით გამოწვეული სიკვდილიანობის პრევენციისათვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასახელებს, ერთი შეხედვით, მარტივ, დაბალბიუჯეტიან, მაგრამ პრევენციისთვის ეფექტიან ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, მათ შორის: ბარიერების დამონტაჟება წყალთან მისასვლელობის/მისაწვდომობის გასაკონტროლებლად.
კამპანია „იცურე მშვიდად“ წელს დაიწყო ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
სექტემბრიდან კამპანიას „იცურე მშვიდად“ მხარს უჭერს ღია საზოგადოების ფონდი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია სხვადასხვა აქციებისა და ადვოკატირების აქტივობების განხორციელება როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
|
Campaign Swim Safe held next action on October 9, 14:30 pm nearby the swampy water reservoir near the hydro-electro station in the vicinities of the micro-blocks #11 and 12 in Rustavi city. It is one of the most dangerous places, where many people drowned in the past.
On the bank of the water reservoir, you will see the banner prohibiting swimming in the water and a cross set up in memory of the person, who drowned in the water in the past. It is another proof that prohibition banners are not enough for the prevention and often it is necessary to protect the water bodies with special barriers.
This place is a good site for fishers. Often children go to fish there. Studio Monitor told a story of an adult in their investigative film Death Zones in Georgia , who drowned in the Rustavi water reservoir.
Among the measures to be taken for the prevention of lethal facts in water bodies, the World Healthcare Organization named easy, small-budget but effective methods like: instalment of barriers to control entrances to the water bodies.
The Campaign Swim Safe was launched in 2018 with the initiative of Ana Dolidze, Human Rights Center, CENN and Progress Center. The Campaign aims to increase government’s responsibility and raise public awareness.
From September, 2018 the Open Society Foundation supports the Campaign. With their financial support, the Campaign organizes different actions and advocacy activities in Tbilisi and in the regions of Georgia.
| |||||||||||||
From: Info CENN
Sent: Thursday, October 11, 2018 12:32 PM
Subject: [cenn] Campaign Swim Safe – The next action – Death
Zone in Rustavi City
------------- * ENWL * ------------ Ecological North West Line * St. Petersburg, Russia Independent Environmental Net Service Russian: ENWL (North West), ENWL-inf (FSU), ENWL-misc (any topics) English: ENWL-eng (world information) Send information to en...@lew.spb.org, enwl...@lew.spb.org, en...@lew.spb.org, en...@lew.spb.org Subscription, Moderator: vf...@lew.spb.org or en...@enw.net.ru Archive: http://groups.google.com/group/enwl/ Additionally: http://www.enwl.net.ru/ (C) Please refer to exclusive articles of ENWL ------------------------------------- | ||||||||||||||