| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ევროკავშირის მხარდაჭერით წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მუსიკალურ სოციალურ საღამოს მასპინძლობს |
EU Supported Tsalka LAG Hosts Musical and Creative Social Evening | |||||||||||||||
ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში, CENN-მა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) ახალგაზრდებისა და ქალების ინტეგრაციისა და ახალი შესაძლებლობების გაცნობის მიზნით მორიგ მუსიკალურ და შემოქმედებით სოციალურ საღამოს ევროკავშირის დაფინანსებულ წალკის სახელოვნებო სკოლა “ალუბლების ბაღში” უმასპინძლა.
სოციალური საღამო მიზნად ისახავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ალუბლის ბაღი“ პრეზენტაციასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას სკოლის სასწავლო მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე.
სოციალური საღამოს ფარგლებში მოწვეულმა პედაგოგებმა შეასრულეს ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს წალკის მუნიციპალიტეტში მუსიკის და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ფორმირების პროცესში. კერძოდ, შესთავაზოს სკოლის მოსწავლეებს, ადგილობრივ ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ისეთი თანამედროვედ გამართული და აღჭურვილი ხელოვნების ცენტრის სივრცე, სადაც ისინი მიიღებენ კვალიფიციურ და მაღალი დონის განათლებას მუსიკალური, თუ სხვა სახელოვნებო მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მუსიკალური სკოლა მიზნად ისახავს შემდეგი მიმართულებებით მუშაობას: საწყის ეტაპზე, შემოქმედებითი ცენტრის ბაზაზე იმუშავებს შემდეგი წრეები: კლასიკური მუსიკა (ფორტეპიანო, ვიოლინო, ფლეიტა), გიტარა (ბავშვები, მოზრდილები), ქართული ხალხური მუსიკა (ქართული ხალხური სიმღერა, ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრა), სიმღერის გუნდი. ცენტრში იმუშავებს საკვირაო სკოლა შემდეგი მიმართულებებით: საბავშვო სიმღერები (გუნდი), წიგნის მოყვარულთა კლუბი.
მოხარულები ვართ რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა ევროკავშირის მხარდაჭერის პარალელურად საქართველოს კულტურის , სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერაც მოიპოვა და ამით თანამშრომლობის კარგ პრაქტიკას ჩაუყარა საფუძველი.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
მედია კონტაქტი: მარი კიკვაძე, CENN, კომუნიკაციის მენეჯერი, marie.k...@cenn.org
|
As part of the EU-supported "EMBRACE Tsalka" project, CENN and the Tsalka LAG hosted one more musical and creative social evening at the EU-funded Tsalka Art School “Cherry Orchard” to integrate youth and women and explore new opportunities. The aim of the social evening was to present the EU-funded project "Cherry Orchard" and to inform the local population about the school curriculum and future plans.
The invited teachers performed works by Georgian and foreign composers within the framework of the social evening.
The main goal of the EU-funded project is to promote the development of music and other fields of art in Tsalka Municipality, which is one of the important factors in the formation of society. In particular, to offer schoolchildren, local youth and other interested people the space of such a modern and well-equipped art center, where they will receive qualified and high-level education in music or other arts.
The EU-funded music school aims to work in the following areas: Initially, the following circles will work on the basis of the Creative Centre: classical music (piano, violin, flute), guitar (children, adults), Georgian folk music (Georgian folk song, playing Georgian folk instruments). The center will have a Sunday school in the following areas: children's songs (choir), book lovers' club.
We are glad that the EU-funded project, in addition to the support of the European Union, also received financial support from the Ministry of Culture, Sports and Youth Affairs of Georgia, thus laying the foundation for good cooperation.
The “Local LEADERs Embrace Sustainable Development in Multi-Ethnic Tsalka Municipality (EMBRACE Tsalka)” project aims to reduce rural poverty and improve living conditions in Tsalka municipality, addressing economic, social, and environmental concerns by improving agricultural competitiveness, promoting sustainable management of natural resources, and building climate-resilient rural economies and communities. “EMBRACE Tsalka” is implemented under the European Neighbourhood Programme for Agriculture and Rural Development (ENPARD) by EU’s partner organization CENN, in partnership with the Georgian Farmers’ Association (GFA) and German partner organization – Institute for Rural Development Research (IfLS).
Contact information: Mari Kikvadze, CENN, Communications Manager, marie.k...@cenn.org
| |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Friday, March 18, 2022 3:21 PM
Subject: [cenn] EU Supported Tsalka LAG Hosts Musical and
Creative Social Evening |