| ||||||||||||||||
საქართველო საერთაშორისო კონკურსს - Future Agro Challenge-ს მასპინძლობს |
Georgia Hosts an International Competition – Future Agro Challenge | |||||||||||||||
3, 4 და 5 დეკემბერს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და აგრო სოლუშენის ორგანიზებით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი საერთაშორისო კონკურსს - Future Agro Challenge-ს უმასპინძლებს.
კონკურსის მიზანია სტარტაპების, ინოვატორების, „აგროპრენერების”, ფერმერების, მეწარმეების, აგროტექნოლოგების, აგროტურიზმითა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების მხარდაჭერა და გაძლიერება.
მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია 29 ნოემბერს, 23:59 საათამდე უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://facagro.com/compete-apply/
შერჩეულ კანდიდატებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ 3-5 დეკემბერს ბუთქემფში (ინტენსიურ ტრენინგ-პროგრამაში) ან პირდაპირ წარადგინონ თავიანთი პროექტები ჟიურის წინაშე 5 დეკემბერს. მონაწილეებს შორის ეროვნული გამარჯვებული - „წლის აგროპრენერი“ - გამოვლინდება.
ეროვნული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს, 2000 ლარის ოდენობით (საქართველოს ფერმერთა ასოციაციისგან), და წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში, 2022 წელს.
Future Agro Challenge წელსაც უმასპინძლებს საერთაშორისო სპიკერებს, რომლებიც ევროპის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები არიან და ონლაინ რეჟიმში ისაუბრებენ მსოფლიოს ყველაზე მწვავე საფრთხეებზე, გამოწვევებზე და ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.
Future Agro Challenge Georgia შემდეგ კატეგორიებში გაიმართება:
1. კვების ტექნოლოგიები; 2. აგროტექნოლოგიები (რობოტიკა, დრონები და ა.შ.); 3. აგრომეტყევეობა და მეცხოველეობა; 4. საკვები/სასმელი (პროდუქტი/საცალო ვაჭრობა); 5. კვების ხელმისაწვდომობა და მდგრადობა; 6. საკვები ნარჩენები; 7. ნუტრიცია და ჯანმრთელობა; 8. უსაფრთხოება და ჯანმრთელობა; 9. შეფუთვა და ლოგისტიკა; 10. აგროგანათლება; 11. აგროტურიზმი; 12. სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება & დამუშავება.
სრული ინფორმაციის სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/417905303158993
ღონისძიების გენერალური პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ლიბერთი ბანკი. ხოლო მხარდამჭერები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და DataFest Tbilisi. |
Organized by the Tbilisi Startup Bureau and Agro Solution, On December 3-5, GITA hosts an international competition – Future Agro Challenge.
Challenge aims to foster and support a community of startups, innovators, farmers, manufacturers, people interested in agritourism and agriculture.
To participate, interested teams must apply until November 29, 23:59 at https://facagro.com/compete-apply/
The chosen applicants will be invited to participate in a bootcamp on December 3-5 or to directly pitch in the finals on December 5, where the national winner (“Agripreneur of the Year”) will be selected among the bootcamp participants and the finalists.
The National winner will receive 2000 GEL monetary prize and gain access to world class mentors, investors, potential clients, and new market opportunities at the FAC Global Championship, a highlight event at the Global Agripreneurs Summit in Greece in 2022.
This year too, Future Agro Challenge Georgia will host speakers from Europe's largest companies and will focus on acute global challenges, threats and technological innovations.
Future Agro Challenge Georgia will be held in the following categories:
1. Food tech; 2. Ag tech (including: precision agriculture, robots, drones, etc.); 3. Agroforestry & Husbandry; 4. Food/Beverage (Product/Retail); 5. Food Security & Sustainability; 6. Food Waste; 7. Nutrition & Health; 8. Safety & Health; 9. Packaging & Logistics; 10. Agriculture Education; 11. Agriculture Tourism; 12. Agriculture Production & Processing.
More information about Future Agro Challenge Georgia is available here: https://www.facebook.com/events/417905303158993
The General Partners of Future Agro Challenge Georgia are the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia and Liberty Bank. The competition is organized with support from Georgia's Innovation and Technology Agency, Georgian Farmers’ Association, the USAID Agriculture Program, and DataFest Tbilisi. | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Friday, November 26, 2021 8:01 AM
Subject: [cenn] Georgia Hosts an International Competition –
Future Agro Challenge
|