| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ევროკავშირის მხარდაჭერით წალკასა და ნინოწმინდაში შემეცნებითი მედია ტური გაიმართა |
EU Supported Media Tour Took Place in Tsalka and Ninotsminda Municipalities | |||||||||||||||
6-8 ოქტომბერი, 2020 წელი - წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტების „ეს წალკაა“ და “EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED)” ფარგლებში, CENN-სა და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ორგანიზებით, შემეცნებითი მედია ტური გაიმართა.
მედია ტური მიზნად ისახავდა წალკისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების უნიკალური ბუნებრივი და კულტურული ღირშესანიშნაობების და მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას, მუნიციპალიტეტებში არსებული რესურსების პოპულარიზაციასა და მათ შესახებ ცნობადობის გაზრდას. სამდღიანი ტურის ფარგლებში, 10-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი გაეცნო ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას, მოინახულეს წალკისა და ნინოწმინდის კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლები.
მედია ტურის მონაწილეები, ასევე გაეცნენ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) საქმიანობას წალკის მუნიციპალიტეტში და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Youth: საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებში სოციალური მეწარმეობისა და ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის” პროექტის მიზნებსა და საქმიანობას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.
ტურის ფარგლებში, გამოცდილ ექსპერტთან ერთად სასწავლო-შემეცნებით ფორმატში მონაწილეებმა მოინახულეს მუნიციპალიტეტების კულტურული მემკვიდრეობები და ბუნების ძეგლები, გაეცნენ ადგილობრივ კულტურას, ევროკავშირის მხარდაჭერილ ინიციატივებს და მოისმინეს ადგილობრივების შესახებ საინტერესო და ტურისტულად მიმზიდველი ისტორიები.
ტურის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებით ხედვას სტატიების, ფოტო რეპორტაჟების, სიუჟეტების, ბლოგების ან ვლოგების სახით და დაეხმარებიან ადგილობრივებს წალკა და ნინოწმინდა უფრო მიმზიდველ ტურისტულ და საინვესტიციო მუნიციპალიტეტად აქციონ.
პროექტებს „ეს წალკაა“ და “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის” ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA), სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls), კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF) და Green Lane-თან თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge. |
October 6-8, 2020 - Tsalka and Ninotsminda Municipalities. As part of the EU-supported projects EMBRACE Tsalka and “EU4Youth: Social Entrepreneurship Ecosystem Development (SEED) for Green Growth in Borderline Communities”, an informative media tour was organized by CENN and the Tsalka Local Action Group (LAG) in Tsalka and Ninotsminda municipalities.
The media tour aimed to introduce the unique natural and cultural sights and diverse tourist potential of Tsalka and Ninotsminda municipalities to the general public, to popularize the resources available in the municipalities. More than 10 representatives from different media outlets met with successful local entrepreneurs and visited cultural heritage and natural sites.
The participants of the media tour were introduced to the EU’s support to Georgia’s agriculture and rural development, actions supported by EU ENPARD within the ongoing rural development project in Tsalka as well as the objectives and activities of the EU-funded EU4Youth project “Social Entrepreneurship Ecosystem Development (SEED) for Green Growth in Boardeline Communities” in Ninotsminda.
During the tour, together with an experienced expert, the participants visited the cultural heritage and natural monuments of the municipalities, got acquainted with the local culture, EU-supported initiatives and heard interesting stories about the locals.
Now that the tour is over, participants are expected to present their creative and innovative visions of Tsalka and Ninotsminda in the form of articles, photo essays, TV and video reports, blogs, and vlogs, which will support the improvement of the touristic and investment climate in both Municipalities.
The projects EMBRACE Tsalka and EU4Youth: Social Entrepreneurship Ecosystem Development (SEED), is implemented with the financial support from the EU by CENN in partnership with the Georgian Farmers’ Association (GFA), Institute for Rural Development Research (IfLS), Kakheti Regional Development Foundation (KRDF) and Green Lane.
The EU is supporting agriculture and rural development in Georgia through its ENPARD Programme. Implemented since 2013 with a total budget of EUR 179.5 million (2013-2022). The main goal of ENPARD is to reduce rural poverty in Georgia. More information on ENPARD is available at: www.enpard.ge | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Monday, October 12, 2020 12:15 PM
Subject: [cenn] EU Supported Media Tour Took Place in Tsalka
and Ninotsminda Municipalities |