| ||||||||||||||
|
| ||||||||||||||
|
ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა
|
With EU support Local Development Strategy was adopted in Keda
| |||||||||||||
|
სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა - სწორედ აღნიშნული მიმართულებებია წარმოდგენილი ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ დამტკიცდა.
სტრატეგიის დამტკიცებამდე, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ადგილობრივი თემებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობისათვის. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად საჯარო განხილვები დოკუმენტის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამართა. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველმა საბჭომ განხილვების შედეგად მიღებული შენიშვნები და კომენტარები საბოლოო დოკუმენტში ასახა. შეხვედრების დროს, საზოგადოებას ასევე გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც გამოცხადდება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში.
ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია ხელმისაწვდომია გადმოწერისათვის.
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge.
|
Diversification of economic activity in rural areas, development of climate smart agricultural value chain, environmental protection, natural resources management and disaster risk reduction, education, culture, sport and support of youth activities - these are the key areas covered by the EU-supported Local Development Strategy of Keda Municipality that was recently adopted by Keda Local Action Group (LAG) in the framework of the ENPARD’s rural development project.
Prior to officially adopting the strategy, the draft was presented to the government of Keda municipality and the local communities. Keda LAG, together with the EU’s partner organization CENN and the Institute of Democracy, held a number of public discussions on the strategic objectives of the document, as well as on the priority areas of the development of Keda municipality. The LAG board members considered and reflected the public feedback in the final document. At the meetings information was also provided regarding the upcoming rural development grant competition in Keda supported by EU under the ENPARD project.
The Keda Local Development Strategy is now available to download in Georgian.
The EU-supported ENPARD project is implemented by CENN in partnership with the Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG), Institute of Democracy (IoD) and the Austrian Institute for Regional Studies and Spatial Planning (ÖIR). The project aims to diversify local economic activities, improve the investment climate, and empower competitive agricultural and environmental practices in Keda Municipality via bottom-up strategic planning in rural development.
The EU is supporting agriculture and rural development in Georgia through its ENPARD Programme. Implemented since 2013 with a total budget of EUR 179.5 million, the main goal of ENPARD is to reduce rural poverty in Georgia. The first phase of ENPARD in Georgia focused on developing the potential of agriculture. The second and third phases of ENPARD focus on creating economic opportunities for rural populations that go beyond agricultural activities. More information on ENPARD is available at: www.enpard.ge. | |||||||||||||
From: Info CENN
Sent: Thursday, September 06, 2018 4:24 PM
Subject: [cenn] With EU support Local Development Strategy was
adopted in Keda | ||||||||||||||