აღნიშნული
ერთწლიანი ინიციატივა მიზნად ისახავს პლასტმასის
ნარჩენების მართვის ცირკულარული მოდელების შესახებ
დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდასა
და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის
გახსნითი ღონისძიება 9 თებერვალს გაიმართა სასტუმრო
რედისონ ბლუ ივერიაში. პროექტის გახსნით
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ და
საქართველოში პროექტის განხორციელებასთან
დაკავშირებით საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს
დაგლას უებმა, გაეროს განვითარების პროგრამის
მოქმედმა მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში,
რებეკა ლიმ, ნორვეგიის ელჩის მოადგილემ
საქართველოში, ალვერდ ჩანქსელიანმა, ნარჩენებისა და
ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა
(საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო) და ლოღან ნიკოლიმ, CENN-ის
აღმასრულებელმა დირექტორმა.
პროექტის
„შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“
დაწყებით, ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს როგორც
ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვისა და
პოპულარიზაციის, ისე – ევროინტეგრაციის
გზაზე.