| ||||||||||||||||
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის ფარგლებში აცხადებს პოსტერების კონკურსს გრაფიკოს-დიზაინერებისათვის იმოქმედე კლიმატისთვის! |
CENN, Within the Frame of the EU-supported Georgia Climate Program Announces a Poster Competition for Graphic Designers #Act4Climate | |||||||||||||||
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს კლიმატის პროგრამის (GEO-CAP) ფარგლებში აცხადებს პოსტერების კონკურსს გრაფიკოს-დიზაინერებისათვის!
კონკურსში მონაწილოების მსურველებმა უნდა შექმნან პოსტერი, რომელიც აჩვენებს, კლიმატის ცვლილების პროცესებს, გამოწვევებსა და შესაძლო გადაჭრის გზებს; წარმოაჩენს კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებს და ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიმატის ცვლილების მიმართ; ასევე, წაახალისებს საზოგადოებას მარტივი, ყოველდღიური ქმედებების გამოყენებით შეიტანოს წვლილი კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების შემცირებაში.
კონკურსის ფარგლებში მისაღებია გრაფიკული დიზაინის ნებისმიერი ტიპის პოსტერის წარმოდგენა. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალურად წახალისებულია შემოქმედებითი ნამუშევრები! კონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს და დააფიქრებს მნახველს.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 7 ოქტომბერი 2021, 18:00 საათი. კონკურსის პირობების შესახებ ინფორმაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://drive.google.com/file/d/1M749auyoKJXOcg_A0O0n6xfIZdrNCZY6/view?usp=sharing
გთხოვთ, ნამუშევრები გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე Marie.k...@cenn.org სათაურით „პოსტერების კონკურსი“.
ნამუშევრებს თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ნამუშევრის აღწერა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული. I ადგილი - 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი II ადგილი - 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი III ადგილი - 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლოა მოიცავდეს შემდეგ თემატიკას: • სუფთა წყალზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა; • ბუნებრივი კატასტროფები; • მდინარეების დაბინძურება; • ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა; • ბიომრავალფეროვნების შემცირება / სახეობების კარგვა; • ტყის საფარის შემცირება; • მოსავლიანობის შემცირება; • ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება; • სხვა ნებისმიერი თემა, რომელსაც თვლით, რომ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან, როგორიცაა მაგალითად: კლიმატის აქტივიზმი, ახალგაზრდები და კლიმატის ცვლილება და სხვა.
შემოსული ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: • დავალებასთან შესაბამისობა; • შემოქმედებითობა; • ტექნიკური შესრულება.
კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5 ნამუშევარი; ნამუშევარზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი და გვარი.
გისურვებთ წარმატებებს!
კონკურსი ტარდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე „საქართველოს კლიმატის პროგრამა“-ის ფარგლებში რომელსაც ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითრების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითრების ასოციაცისთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით. პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია: გურჯაანი, საგარეჯო, ახმეტა, ზესტაფონი, ტყიბული, ჭიათურა, ლანჩხუთი, ოზურგეთი, ონი და ამბროლაური. პროექტის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა წყალსა და ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლებაზე განსაკუთრებული აქცენტით. |
CENN, within the frames of the EU-supported Georgia Climate Program (GEO-CAP) announces a poster competition for graphic designers!
Those wishing to participate in the competition should submit a poster that shows the processes of climate change, challenges, and possible solutions. The poster should present the negative effects of climate change and reflect our attitudes towards climate change. It should also encourage the public to contribute to mitigating the negative effects of climate change through simple, daily actions.
It is acceptable to submit any type of graphic design poster within the competition. Keep in mind that creative work is encouraged as much as possible! The competition aims to create a message that will visually fascinate and make the viewer think.
The deadline for submission is: October 7, 2021, 18:00. For information about the terms of the competition, please see the following link: https://drive.google.com/file/d/1M749auyoKJXOcg_A0O0n6xfIZdrNCZY6/view?usp=sharing
Please submit the works to the following e-mail: marie.k...@cenn.org Entitled "Poster Competition"
The works must contain the following information: name, surname, telephone number, and description of the work.
3 winners will be revealed as a result of the competition. I place - 1,500 GEL Zoomer voucher II place - 1,200 GEL Zoomer voucher III place - 900 GEL Zoomer voucher
Climate change issues may include: • Limited access to clean water; • Natural disasters; • Pollution of rivers; • Sharp variability in temperature; • Biodiversity reduction/species loss; • Deforestation; • Yield reduction; • Atmospheric air pollution; • Any other topics that you think are related to climate change, such as climate activism, youth and climate change, etc.
Submitted works will be evaluated according with the following criteria: • Compliance with the assignment; • Creativity; • Technical performance.
Participants can submit a maximum of 5 posters; The name of the author must be indicated on the poster.
WE WISH YOU GOOD LUCK!
The competition is held under the European Union-supported Georgia Climate Action Program (GEO-CAP) that is implemented by CENN together with the Kakheti Regional Development Fund (KRDF), the Chiatura Union (ACU), the Racha-Lechkhumi and Kvemo Svaneti Agrotourism Development Association (RLS-ADA), and the Young Pedagogue’s Union (YPU). The target municipalities of the project are Gurjaani, Sagarejo, Akhmeta, Zestaponi, Tkibuli, Chiatura, Lanchkhuti, Ozurgeti, Oni, and Ambrolauri. | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Friday, September 10, 2021 10:16 PM
Subject: [cenn] Act For Climate - Poster Competition for
Graphic Designers Announced by CENN Within the Frame of the EU-supported
Georgia Climate Program |