| ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
CENN-მა ტურისტული ბიზნესებისთვის პროექტების ეს წალკაა და ციფრული კავკასია ფარგლებში Match Making & B2B ღონისძიებას უმასპინძლა |
CENN Hosted Match Making & B2B Events for Tourism Businesses within the Projects EMBRACE Tsalka and Digital Caucasus | |||||||||||||||
30 მარტი, 2021, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi, Zoom – CENN-მა ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ეს წალკაა და USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ციფრული კავკასია ფარგლებში 30 მარტს პროექტების ბენეფიციარი ტურისტული ბიზნესებისთვის Match Making & B2B ღონისძიებას უმასპინძლა.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს სახელმწიფო პროგრამებსა და შესაძლებლობებზე, ტურიზმის სექტორში არსებულ თანამედროვე ტრენდებზე, საქართველოს ბაზარზე არსებულ ეკოტურისტულ პროდუქტებსა და ციფრულ ინოვაციებზე ტურიზმის სფეროში.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო B2B შეხვედრებს სასტუმროების, კვების ობიექტებისა და მეღვინეებისათვის. Match Making & B2B შეხვედრებისას დამწყები ტურისტული ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ რჩევები, მოეძიებინათ პარტნიორები და გაეფართოებინათ საქმიანი სანაცნობო წრე.
აღნიშნულმა ღონისძიებამ გააერთიანა საქართველოს ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართულ სერვისის მიმწოდებლები, საჯარო უწყებების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები.
B2B შეხვედრებში მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Tbilisi Start-up Bureau, ICT Cluster, ADWISE Agency, Georgia Insight, Geo Trend, კრისტალი, გასტრონომიული ასოციაცია, შავი ლომი, ენცოს ეზო, სპარი, კარფური და გასტრონომი.
პროექტების შესახებ
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
პროექტი ციფრული კავკასია, რომელიც ხორციელდება USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითრების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის (EDGE) პროექტის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, ხელს უწყობს მდგრადი ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ეკოტურიზმის, სოფლად ტურიზმისა და სათავგადასავლო ტურიზმის სფეროებში სერვისის მიმწოდებლებთან, ბიზნესასოციაციებსა და DMO-ებთან, რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოქმედ ეროვნულ ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროში ციფრული უნარების გაძლიერების გზით, სექტორის ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდას. გარდა ამისა, პროექტს წვლილი შეაქვს გენდერულ ინტეგრაციაში და ქალების მიერ მართული ბიზნესის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორში ქალთა ჩართულობის გაზრდაში. |
March 30, 2021, Rooms Hotel Tbilisi, Zoom – CENN, within the frames of the EU ENPARD-supported EMBRACE Tsalka project and USAID’s Europe and Eurasia Bureau for Economic Development, Governance and Enterprise Growth (EDGE) Digital Caucasus Project, hosted Match Making & B2B events for tourism businesses.
In the first part of the event, the invited speakers talked about state programs and opportunities, current trends in the tourism sector, ecotourism products in the Georgian market and digital innovations in the field of tourism.
The second part of the event was dedicated to B2B meetings for hotels, restaurants and winemakers. During Match Making & B2B meetings, start-up tourism businesses had the opportunity to get advice, find partners and expand their business circle.
The event brought together service providers, public agency representatives, civil society organizations and independent experts involved in the Georgian tourism value chain.
Participants in the B2B meetings includes companies such as: Tbilisi Start-up Bureau, ICT Cluster, ADWISE Agency, Georgia Insight, Geo Trend, Crystal, Gastronomic Association, Shavi Lomi, Enzo’s Ezo, Spar, Carrefour and Gastronomy.
About Projects
The EU-supported ENPARD project “Embrace Tsalka” is implemented by CENN in partnership with the Georgian Farmers’ Association (GFA) and German partner organization – Institute for Rural Development Research (IfLS). The project aims at diversifying local economic activities, improving the investment climate, and empowering competitive agricultural and environmental practices in Tsalka Municipality via bottom-up strategic planning of rural development.
The Digital Caucasus project, which is being implemented by CENN via a grant awarded by the USAID Bureau for Europe and Eurasia, Economic Development, Governance and Enterprise Growth project, works to support the growth of SMEs involved in the sustainable tourism value chain. The project targets selected regions in Georgia, Armenia and Azerbaijan and focuses on SMEs that are local service providers of ecotourism, rural tourism and adventure tourism, business associations and DMOs as well as rural households involved in eco and rural touristic services. | |||||||||||||||
From: Info CENN
Sent: Saturday, April 03, 2021 2:33 PM
Subject: [cenn] CENN Hosted Match Making&B2B Events for
Tourism Businesses within the Projects EMBRACE Tsalka and Digital
Caucasus |