*[Enwl-eng] [cenn] Drinkable Water,Trash-Free School Yards and Roofed Schools

0 views
Skip to first unread message

ENWLine

unread,
Jun 17, 2018, 12:50:22 PM6/17/18
to "ENWL-uni"

cid:image004.png@01D403D9.6B59F0B0

cid:image005.jpg@01D403D9.6B59F0B0

 

cid:image006.jpg@01D403D9.6B59F0B0

cid:image007.jpg@01D403D9.6B59F0B0

cid:image009.jpg@01D403DC.8CB9C3E0

 

cid:image011.jpg@01D403DC.8CB9C3E0

cid:image018.jpg@01D403DC.8CB9C3E0

cid:image019.jpg@01D403DC.8CB9C3E0

სასმელად ვარგისი წყალი,

ნარჩენებისგან გაწმენდილი ბაღი და გადახურული სკოლა -

პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის წარმატებული შედეგები

 

Drinkable Water, Trash-Free School Yards and Roofed Schools:

 

Successful Cooperation within the Project

 

 

CENN ამაყობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად - ფარგლებში ქვემო ქართლში მიღწეული წარმატებით და აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მუნიციპალიტეტებთან WaSH-ის (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

 

პროექტი რეგიონში 2017 წლის დეკემბერიდან ხორციელდება. ადგილზე არსებული WaSH პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, მომზადდა ტექნიკური შეფასების დოკუმენტი, რომელიც ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვან რეკომენდაციებს სთავაზობს ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს. კერძოდ, ტექნიკური შეფასების დოკუმენტმა მოიცვა ათზე მეტი სამიზნე ჯგუფი და გამოავლინა ის გამოწვევები, რომლებიც დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლების სკოლებში, ბაღებში, სამედიცინო ცენტრებსა და თავშესაფრებში არსებობს წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მიმართულებით. ასევე, ანგარიშში ასახულია ინფრასტრუქტურის გაუმართაობის პრობლემა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აფერხებს WaSH-ის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დამკვიდრებას საზოგადოებაში.

 

WaSH ტექნიკური შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას განხორციელებული საველე გასვლის ფარგლებში, აღმოჩნდა, რომ სოფელ ყიზილაღჯლოს საბავშვო ბაღის შენობაში, სადაც მრავალეთნიკური და ერთი შშმ ბავშვთა ინტეგრირებული ხუთი ჯგუფია, სასმელი წყლის მილები ამორტიზებული იყო. ბაღის ადმინისტრაცია იძულებული ხდებოდა სასმელი წყალი ყოველდღიურად გადაედუღებინა ბავშვების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ბაღის ტერიტორიაზე ნარჩენების ურნები არ არსებობდა, რაც ანტისანიტარიულ გარემოს ქმნიდა და ბაღის ადმინისტრაციას უხდებოდა ცენტრალურ მაგისტრალამდე ფეხით ასვლა ნარჩენების გადასაყრელად. ბაღის შენობის წინ იყო რამდენიმე არალეგალური ნაგავსაყრელიც და ზემოაღნიშნული ანტისანიტარიულ გარემოს ქმნიდა. გარდა ამისა, ბაღში, ორი აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფის სარგებლობისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მდგომარეობა არ იყო WaSH სტანდარტების შესაბამისი.

 

პროექტის ჯგუფმა სოფელ ყიზილაღჯლოს საბავშვო ბაღში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე WaSH გამოწვევების საპასუხოდ, პროცესებში ჩართო ადგილობრივი თვითმმართველობა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და თემის რწმუნებული. რეაგირება პასუხისმგებელი ინსტიტუციების მხრიდან მყისიერი აღმოჩნდა და შედეგად, ამჟამად სოფელ ყიზილაღჯლოს საბავშვო ბაღს, ამორტიზებული მილების გამოცვლის შედეგად, სასმელად ვარგისი წყალი მიეწოდება, ნარჩენების ურნები ბაღის ეზოშია განთავსებული და არალეგალური ნარჩენი გატანილია ბაღის ტერიტორიიდან.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანულენოვანი ჯგუფებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია, პროექტის ფარგლებში განხორციელებული ადვოკატირების შედეგად, აცხადებს მზადყოფნას ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებაზე. ბაღის შენობა უკვე შეტანილია განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სიაში და სარემონტო სამუშაოები სექტემბრისათვის დასრულდება.

 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში განხორციელებული საველე კვლევების დროს გამოვლენილი პრობლემების აღმოსაფხვრელად (სკოლის ეზოს ნარჩენებით დაბინძურება, მსხვილფეხა რქოსანი ცხოველების შედინება სკოლის ეზოში და სხვ.), მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით, მოხდა სკოლის ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ამჟამად, მიმდინარეობს სკოლის ტერიტორიის შემოღობვა.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, WaSH ტექნიკური შეფასების დოკუმენტზე მუშაობისას, CENN დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისპირის საჯარო სკოლაში მივიდა. ძლიერი ქარის გამო სკოლას სახურავი ჰქონდა გადახდილი, თოვლი საკლასო ოთახებში ხვდებოდა და აზიანებდა სკოლის ინვენტარს. პროექტის ფარგლებში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ადვოკატირების შედეგად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ადგილობრივმა რესურსსცენტრებმა დროულად იზრუნეს სკოლის გადახურვაზე.

 

აღნიშნული ინიციატივები ხორცილედება CENN–ის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტისწყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელადფარგლებში, რომლის ძირითადი მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მელანო ტყაბლაძე

პროექტის მენეჯერი | CENN

t +995 32 275 19 03

m +995 595 11 97 03

melano.t...@cenn.org

www.cenn.org

 

http://environment.cenn.org/wash/

#washgeorgia

 

 

 

CENN takes pride in the success achieved by the EU-funded project, Water for the poor, in Kvemo Kartli and is actively cooperating with the municipalities concerning additional priority water, sanitation and hygiene (WaSH) issues.

 

The project has been under way in the region since December 2017. In order to identify WaSH problems in the region, a technical evaluation document was prepared for local stakeholders, providing essential recommendations for eradicating these problems. In particular, the document included more than ten target groups and identified the challenges related to water, sanitation and hygiene that occur at schools, kindergartens, medical centers and orphanages in Dmanisi, Tetritskaro, Marneuli and Tsalka. Furthermore, the report reflects the problem of faulty infrastructure, which is a serious obstacle in promoting and implementing WaSH standards.

A field visit, included as a part of the WaSH technical evaluation, revealed that a drinkable water supply system in the kindergarten building in Kizilaghjlo village was obsolete and outdated. The kindergarten administration had to boil water for drinking purposes on a daily basis in order for it to be safe to drink for schoolchildren and staff. In addition, there were no waste bins on the territory of the kindergarten, so the staff had to walk on foot to the central motorway to dispose of waste. There were also several illegal dumpsites in front of the building, thereby creating extremely unhygienic conditions. Furthermore, the infrastructure designed for the use of two Azeri-speaking groups did not comply with WaSH standards.

 

The project involved the local government, the Water Supply Company of Georgia and mandatary in order to effectively address the WaSH challenges faced by Kizilaghjlo kindergarten and its adjoining area. Thanks to the immediate response of the concerned agencies, Kizilaghjlo kindergarten was supplied with drinkable water by replacing outdated plumbing, waste-bins were installed in the yard and illegal dumpsites were removed from the territory.

Regarding compliance with the standards related to the infrastructure designed for the Azeri-speaking groups, the local municipality has expressed willingness to take action in this regard following the advocacy conducted under the project. The kindergarten building has already been included in the list of infrastructure projects and restoration works will be completed by September by the local municipality.

 

The school territory in the village Avralno (Tsalka municipality) was cleaned up and waste was removed from the area as a result of close cooperation with the municipality within the project. Currently, a fence is being installed to enclose the school’s territory in order to protect the area from further littering, cattle wandering around, etc.

 

Lastly, CENN visited a public school in the village of Velispiri in Dmanisi municipality for the WaSH technical evaluation document. The school’s roof had been ripped off due to strong winds and snow fell into classrooms, damaging school equipment and rest rooms. As a result of advocacy at local and national levels, the Ministry of Science and Education of Georgia and local resource centers immediately handled the issue.

 

The aforementioned initiatives are implemented by CENN within the EU-funded project, Water for the Poor, whose main objective is to improve the living conditions of multi-ethnic communities and protect their health.

 

Contact information:

 

Melano Tkabladze

Project Manager | CENN

t +995 32 275 19 03

m +995 595 11 97 03

melano.t...@cenn.org

www.cenn.org

 

http://environment.cenn.org/wash/

#washgeorgia

 

 

 

 

http://bulletin.cenn.org/logos/image003.jpg

CENN is a member of the:

http://bulletin.cenn.org/GEF%20CSO_logo.jpg

http://bulletin.cenn.org/logos/image005.jpg

 

This information was sent by in...@cenn.org

Instant removal with SafeUnsubscribe | Editorial Policy | Privacy Policy.

Disclaimer: The views and opinions expressed herein are those of the author and do not necessarily reflect the official opinion of CENN, unless otherwise stated.

 

T +995 32 275 19 03/04
F +995 32 275 19 05
in...@cenn.org
www.cenn.org

 

 
From: Info CENN
Sent: Thursday, June 14, 2018 12:38 PM
Subject: [cenn] Drinkable Water, Trash-Free School Yards and Roofed Schools

 


 


------------- *  ------------
---------------------------

image004.png
image002.jpg
image003.jpg
image005.jpg
image006.jpg
image007.jpg
image009.jpg
image011.jpg
image018.jpg
image019.jpg
image001.jpg
Reply all
Reply to author
Forward
0 new messages