ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის მიზანია:
-
ხელი
შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების
პროფესიულ განვითარებას;
-
მათი
გადამზადების გზით, დაეხმაროს ქვემო ქართლსა და
სამცხე-ჯავახეთში არსებული სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციების
განვითარებას.
პროგრამის
ფარგლებში შეირჩევა 10 ახალგაზრდა, რომლებსაც
შესაძლებლობა ექნებათ, 1 თვის განმავლობაში
იმუშაონ საქართველოში წამყვან სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციებში, შემდგომ კი მიიღონ
საგრანტო დაფინანსება და საკუთარი იდეები ადგილობრივ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად
ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში
განახორციელონ.
პროგრამაში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლსა და
სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს,
რომლებიც დაინტერესებული არიან სამოქალაქო
საზოგადოების განვითარების საკითხებით როგორც
ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ დონეზე.
დაინტერესებულმა
პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც
ხელმისაწვდომია ბმულზე: https://forms.gle/TqW2Pjc7rzYnHw9ZA.
განაცხადების
მიღების ვადაა 1-ლი ოქტომბერი, 2023
წელი.
გთხოვთ
გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციას თან უნდა ახლდეს
მონაწილის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. გისურვებთ
წარმატებებს!_
პროგრამა
ორგანიზებულია ევროკავშირის მხრადაჭერით მიმდინარე
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური
მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ პროექტის
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN,
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), ქვემო
ქართლის მედიასთან და ორგანიზაცია „პირველ
ევროპელთან“
პარტნიორობით.